Unfinished_Sympathyროგორ მიყვარს ეგ სიმღერა
ადრე, ბავშვობაში, ამ სიმღერით მოხდა ჩემი გაცნობა Massive Attack-თან
ყურებამდე შემიყვარდა და რადგან არ ვიცოდი, შემსრულებელი ვინ იყო, ვცდილობდი ფილმისთვის მეყურებინა იმდენჯერ, რამდენჯერაც გაუშვებდნენ, საუნდტრეკად ჰქონდათ გამოყენებული
კიდევ ორ სიმღერაზე ვიყავი ასე შეყვარებული და აზრადაც არ მომდიოდა, რომ სამივე მასივის იყო, რადგან სხვადასხვა ვოკალისტები იყვნენ

და მერე, რამდენიმე წლის შემდეგ რომ აღმოვაჩინე ეს სიმღერები, და ყველა რომ ერთი ჯგუფის აღმოჩნდა, რა მაგარი იყო

დაუნტემპოზე თემა მეც გავხსენი შემოდგომაზე და გააქრეს სადღაც

მერე კი ტრიპ-ჰოპს გადაარქვეს სახელი...მე ვფიქრობ რომ ტრიპ-ჰოპს უნდა დაუბრუნონ თავისი სახელი, რადგან იქ მაინც ბრისტოლ საუნდზე იყო საუბარი ძირითადად, და დაუნტემპოს ახალი თემა გაიხსნას, რომელიც ყველა სტილს მოიცავს