უცხო ქვეყნაში ვარ ახლა სასტუმროში, ღამე არ მეძინებოდა და ამ თემას წავაწყდი, ჩემი მიმართებაც გამახსენდა ამ ჯგუფთან და ბავშვობაც...
ძალიან, ძალიან, აი ძალიან მაგარი ჯგუფი. სიტყვები არ მყოფნის ისეთი მაგარი...
მე ის აღმოვაჩინე მე-3 კლასში რომ ვიყავი: 10 წლის ვარ რა, მამაჩემმა მიყიდა ფირფიტების "პროიგრივატელი" თავისი დინამიკებით. მაგრად გახარებული ვიყავი (ბავშვები რომ არიან აღტკინებულები ისე), შემატყო ეგრევე და ფული მომცა და მითხრა წადი და რაც გინდა ის მუსიკა იყიდეო. მინდოდა ფირფიტა მეყიდა, და პეკინზე, მელოდია რომ იყო მაღაზია იქ შემთხვევით ვიყიდე სმოკის ფირფიტა (არ ვიცოდი ვინ და რა იყო, გრძელთმიანი გიტარიანი ჯინსებში მუსიკოსების ყდაზე სურათმა დამაინტრიგა და იმან რომ ინგლისელები იყვნენ, ინგლისურს ვსწავლობდი ბაღიდან და ამანაც განაპირობა არჩევანი). სახლში რომ მივედი და ფირფიტას მოვუსმინე შოკში ჩავვარდი, გაუგონარი ეფექტი ქონდა.
მამაჩემმა რომ ნახა საღამოს რა მქონდა ნაყიდი, გაეღიმა და მითხრა, ღირსეული ჯგუფი აგირჩევიაო. კმაყოფილი სახე ქონდა რაღაცნაირად, ალბათ უხაროდა რომ მისი და ჩემი გემოვნება ემთხვეოდა ერთმანეთს.
პირველი სიმღერა "Lay back in the arms of someone" იყო, სულ დამბურძგლა ტანში რომ ვუსმენდი, მერე "Stranger"–ს მოვუსმინე, მოყვა სხვებიც, "If you think you know how to love me", მერე "I'll Meet You At Midnight", "Living next door to Alice", მერე სხვებიც და ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ბედნიერი ღიმილით ვიჯექი კარგა ხანს ჩემს ოთახში.
ჩემი მუსიკალური გემოვნება ამ ჯგუფით ჩამოყალიბდა.
მაგარი კაცი, ნორმანი, მაგის და სუზი კვატროს Stumblin' in-ის მოსმენა ახლაც ერთ რამედ ღირს...

აი თქვენ ლინკი
This post has been edited by grou on 29 Nov 2015, 03:05