ჩემთვის 90-იანები იყო ბაბინების, ვინილების, კასეტების და კომპაქტების ერაც
იმიტომ რომ 80-იანებში სამბორბლიანი ველოსიპედის და სათამაშო თოფების მეტი არაფერი მაინტერესებდა

ვინილი სულ სხვაა...©

სულ სხვა "სითბო" აქვს ვინილის ხმას

კასეტებისთვის კარგი აპარატურა არ მქონია, ასე რომ მაინცდამაინც არ ვაფანატებდი.
ჩემი პირველი კომპაქტი 96-ში ვიყიდე. და ვინ ამბობდა 90-იანებში კომპაქტები არ იყოო?

მერე დამატყდა მპ3-ების ერა. შევაგროვე ვეებერთელა კოლექცია, იმდენად დიდი რომ ვეღარც ვუსმენ

მაგრამ უკვე ერთი წელია რაც მივხვდი რომ მპ3 კასეტას მარტო ორი რამით ჯობია: გადახვევა და არ ფუჭდება.
ხმის ხარისხით თითქმის იგივეა.
ისევ ვუბრუნდები კომპაქტ დისკებს და ვცდილობ რომ ან ორიგინალი ვიშოვო, ან ორიგინალიდან მოტეხილი კომპაქტები გადმოვწერო ინტერნეტიდან.
პირატულები დისკები თუ არასწორი პროგრამებით არის კოპირებული (და 90% ეგრეა) ხარისხს კარგავენ. თან მპ3 ერაში უკვე ბევრი მპ3-იდან მიღებული პირატული დისკები იყიდება.
იმედია მალე მექნება ის აპარატურა რომელზეც სუპერ აუდიო სი-დიების მოსმენას აზრი ექნება. ოჰოჰოჰოოო, აი მაშინ გაასწორებს