აბა, განსაკუთრებით ნოსტალგიურებს

დღეს სრულიად შემთხვევით, წავაწყდი
Space-ს ახლადგამოსულ ალბომს და არ შემიძლია არ გაგიზიაროთ

ალბომს 2 წლის წინ სინგლად გამოცემული Back To The Future ხსნის, ასე რომ, თუ ის სინგლი მოსმენილი გაქვთ, ალბომის გეზის შესახებ წარმოდგენა გექნებათ. მარუანის კომპოზიტორული ხელწერა დაახლოებით ისეთივეა, როგორც სამოცდაათიანების ბოლოს, მაგრამ თანამედროვე ელემენტების ჭკვიანური დამატებით ის ახერხებს რომ მუსიკას ანაქრონულობა ააცილოს. მან Space-ს კლასიკურ ჟღერადობას დაამატა Trance მუსიკის ელემენტები (ძირითადად, სტილისთვის მახასიათებელი სინთეზატორული lead-ები და არა რიტმები), ასევე მელოდიური როკ-ელემენტებიც მძლავრადაა წარმოჩენილი და ზოგიერთ კომპოზიციას (მაგ. Ballad For Papoune-ს) იდეალურად უხდება. ალბომში ერთი, ძალიან ლამაზი, როკ ფაუერ-ბალადაც კია რაც უნებურად Paris-France Transit-ის საუკეთესო მომენტებს მოგაგონებთ, თან ალბომის ატმოსფეროდანაც დიდად არ ვარდება. შეიძლება თანამედროვე მსმენელისათვის ამ ალბომში დიდი არაფერი რევოლუციური არ იყოს, მარგამ ნამდვილად ესთეტიკურად გამართული მუსიკაა, გაცილებით უკეთესი, ვიდრე მარუანის ძალიან დიდი პასიურობის შემდეგ მოველოდი. სუსტი წერტილაც ვერ ვხედავ - Baby's Paradise-ს ახალი ვერსიაც კი, სადაც ის ძველი ულამაზესი ბალადა რიტმულ ნაწარმოებად არის გადაქცეული, სიამოვნებით ისმინება. ერთი უცნაური რამე კი აქვს ამ ალბომს - ის 2 დისკად გამოვიდა, პირველ დისკზე ახალი 42 წუთიანი ალბომია, მეორეზე კი, 3 ძველი სიმღერის რემასტერია. ასეა თუ ისე, ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენი ალბომია - გამართული 4-იანი და Welcome Back, Space! დაახლოებით ასეთი ალბომი ბატონმა ჟან-მიშელმაც რომ შექმნას (აღარაა დრო?!), მგონი არც მისი მსმენელი დარჩება უკმაყოფილო
Didier Marouani & Space - From Earth To Mars (2011)ტრეკლისტი:
CD11. Back To The Future (4:36)
2. Ballad For Papoune (4:05)
3. On The Moon (4:38)
4. Back To The Nature (4:29)
5. From Earth To Mars (4:00)
6. Baby's Paradise 2011 (5:48)
7. Fishing The Stars (5:12)
8. After All (4:16)
9. Back To The Nature (Radio Remix) (3:20)
10. Message Of Peace From Earth To Mars (2:04)
CD2 11. Magic Fly (4:20)
12. Just Blue (4:32)
13. Symphony (4:57)
შემადგენლობა:
Didier Marouani - კლავიშები
Jeff Parent - კლავიშები
Serge Munuera - კლავიშები
Michel Ayme - გიტარა
Dominique «Dudu» Greffier - ბასი, ვოკალი
Marc Hazon - დასარტყამი ინსტრუმენტები
ლინკი:
http://bin.ge/file/37137/Space---From-Eart...s-2011.rar.html
მიმაგრებული სურათი