მადონამ სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება გადაწყვიტა
ამ დღეებში პაპარაცებმა პოპ-ვარსკვლავი მადონა უწმაწური შენაძენით ხელში ფოტოზე აღბეჭდეს.

მადონას მეუღლის გაი რიჩის 39-ე დაბადების დღეზე, რომელიც 10 სექტემბერს აღინიშნა, მომღერალმა ქმარს არც მეტი, არც ნაკლები ვიბრატორი უსახსოვრა. ეს “მხიარული” სექს-სათამაშო ვარსკვლავმა რეჟისორს ხუთვარსკვლავიან ოტელ Claridges-ში გამართულ წვეულებაზე აჩუქა.
პაპარაცებმა ფოტო სწორედ მაშინ გადაიღეს, როცა ცოლ-ქმარი სასტუმროდან გამოდიოდა. მადონას ხელში გამჭვირვალე პაკეტი ეჭირა და უცნაურად იღიმოდა, ხოლო გაი რიჩი სერიოზული სახით მიყვებოდა მეუღლეს, ყოველგვარი დადებითი ემოციის გარეშე.
ფოტოზე აქსესუარის დასახელების წაკითხვაც კი არის შესაძლებელი. პაკეტში მოთავსებული მოწყობილობა “Purple Penetrator”-ია, რომლის დანიშნულებაც მწარმოებლის ინფორმაციით სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნებაა. თურმე აღნიშნული სექს-სათამაშო ხელების გამოყენების გარეშეც კი თავისუპფლად ანიჭებს სიამოვნებას პროდუქტის მომხმარებელს. აღსანიშნავია, რომ მადონამ სრულიად გაუცნობიერებლად და რაც მთავარია აბსოლიტურად უფასოდ გაუკეთა საკმაოდ კარგი რეკლამა პლასტმასის აქსესუარს. ამგვარი უნებლიე პროპაგანდა სხვა ვარსკვლავებსაც არაერთხელ მოსვლიათ.
ადვილი წარმოსადგენია თუ რა შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს თავად საჩუქრის ადრესატი. მადონამ აღნიშნული საქციელით საჯაროდ დააყენა ეჭვქვეშ გაი რიჩის სექსუალური შესაძლებლობები, რაც ადვილი შესაძლებელია ახალი ოჯახური სკანდალის დასაბამიც კი გახდეს.
This post has been edited by super taranta on 18 Sep 2007, 14:53