Roverandom
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27308
წევრი No.: 26097
რეგისტრ.: 26-November 06
|
#10892230 · 17 Sep 2008, 18:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბავშვობა
ადამსი დაიბადა კინგსტონში, ონტარიოში, ინგლისელი მშობლების ოჯახში, მაგრამ მის გვარში ასევე არიან მალტელებიც - აღსანიშნავია მალტელი ბებია.
1960-იან წლებში ბრაიანის მამა, რომელიც დიპლომატი იყო, მოგზაურობდა სხვადასხვა ქვეყანაში და ოჯახიც თან დაჰყავდა.
მუსიკაში
1970-იანები
მოზარდი ბრაიანი იზრდებოდა პორტუგალიაში, ლისაბონიდან 25 კილომეტრის მოშორებით. იგი იმდენად იყო დაინტერესებული მუსიკით, რომ გოგონებსაც კი ნაკლებად ყურადღებას უთმობდა. 16 წლის ასაკში იგი უკრავდა სხვადასხვა ბარსა და კლუბში - განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯგუფები Shock და Sweeney Todd. შემოსავლის გაზრდის მიზნით, ბრაიანი რეცხავდა ჭურჭელს, ყიდდა შინაური ცხოველების საკვებს და მუშაობდა მუსიკალურ მაღაზიებში. ვანკუვერის ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში მან გაიცნო მუსიკოსი ჯიმ ველენსი (დასარტყამები) და სწორედ იმ დროიდან, დღემდე მასთან მუშაობს. ველენსი ეძებდა ვოკალისტს, ხოლო ადამსი - მუსიკალურ წარმატებას.
1978 წელს, 18 წლის ასაკში ადამსმა გაუგზავნა რამდენიმე ჩანაწერის დემო ვერსია კომპანიას A&M Records (ტორონტოში) და მალე გახდა მისი კლიენტი, მოაწერა რა ხელი კონტრაქტს. ამ ლეიბლზე მან დღემდე 14 ალბომი გამოსცა. იმ პერიოდში დაწერილი სიმღერებიდან რამდენიმე გამოჩნდა სხვა ალბომებზე, გადამუშავებული სახით - მაგალითად, "I'm Ready", რომელიც შევიდა ცნობილ ალბომში Cuts Like a Knife
1980-იანები
მუსიკოსის ალბომი Bryan Adams, რომელიც 1980 წელს გამოიცა, წარმატებული დებიუტი გამოდგა. სიმღერების უმრავლესობა ჩაწერილი იქნა 2 თვის განმავლობაში, ტორონტოში მდებარი მანტას სტუდიაში. 1986 წელს კანადაში მას ოქტოს სტატუსიც მიენიჭა.
1980-იანი წლების დასაწყისში ადამსმა და ველენსმა ასევე შექმნეს რამდენიმე სიმღერა ველენსის საკუთარი ბენდისათვის Prism.
ბრაიანის მეორე ალბომი You Want It You Got It ჩაწერილი იქნა ნიუ იორკში, სულ 2 კვირის განმავლობაში და იქცა პირველ დისკად, რომლის პროდიუსერიც იყო ბობ ქლირმაუნტენი. იგი გამოვიდა 1981 წელს. მიუხედავად წარმატებული სიმღერისა "Lonely Nights", ნამდვილად სენსაციად იქცა მესამე დისკი Cuts Like A Knife (1983). ამ ალბომიდან გამოვიდა ოთხი წარმატებული სინგლი, მათ შორის - სასათაურო სიმღერაც. კომერციული წარმატების პიკი იყო #8 ადგილი ბილბორდის ჩარტში.
შემდეგი ალბომი იყო Reckless. იგი გამოვიდა 1984 წელს, ბრაიანის დაბადების დღეზე და მოხვდა ბილბორდის ჩარტის #1 ადგილზე. წარმატება უზრუნველყო ექვსმა სინგლმაც. პირველად ბრაიანის სიმღერა მოხვდა #1 ადგილზე სინგლების ჩარტებში - ეს იყო Heaven. აშშ-ში ალბომი ხუთი გზის პლატინის მფლობელი გახდა.
1984 წელს ტინა ტერნერთან ჩაწერილმა დუეტმა "It's Only Love" დიდი წარმატება მოიპოვა. იგი ნომინირებული იქნა გრემიზე, წლის საუკეთესო როკ ვოკალური შესრულებისათვის.
ადამსის 1987 წელის დისკმა Into the Fire ასევე მოიპოვა პლატინის სტატუსი. ეს იყო უკანასკნელი ალბომი, რომელიც მთლიანად მხოლოდ ადამსმა და ველენსმა შექმნეს, მაგრამ მისი ჟღერადობა შენარჩუნდა შემდეგ ალბომზეც, Waking up the Neighbours.
დიდი წარმატების ტალღაზე ბრაიანმა გამოსცა პირველი საკონცერტო ალბომი Live! Live! Live!, რომელიც ჩაწერილი იქნა ბელგიაში, 1988 წლის 3 ივლისს. იგი ასევე გადაიცემოდა ტელევიზიების CBC (კანადა) და MTV (მსოფლიო მასშტაბით) ეთერში.
1990-იანები
1990-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსის წარმატება კვლავ გრძელდებოდა. ამ პერიოდში გამოცემული ალბომებიდან პირველი იყო Waking up the Neighbours (პროდიუსერები: ადამსი და რობერტ ლენჯი). 1991 წელს გამოსულ დისკში ასევე შეტანილი იყო "(Everything I Do) I Do It for You", ფილმიდან "რობინ ჰუდი: ყაჩაღების პრინცი". იგი იქცა ბრაიანის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სინგლად, რამაც ალბომსა და სინგლს უამრავი ჯილდო მოუტანა.
შემდეგი ალბომი იყო ყოფილი წარმატებების შეჯამება - კრებული So Far So Good, რომელშიც ასევე ახალი სიმღერაც, "Please Forgive Me" შეიტანეს. სინგლის წარმატება აღინიშნა #1 ადგილით კანადის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების ჩარტებში, ხოლო ალბომი ხუთჯერ პლატინის სტატუსით დაჯილდოვდა.
იმავე წელს, სტინგთან და როდ სტიუარტთან ერთად, მაიკლ კემენის არანჟირებით ჩაწერილი იქნა სიმღერა "All for Love", რომელმაც გაიჟღერა ფილმში სამი მუშკეტერი.
1995 წელს ბრაიანმა გამოსცა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი Bryan Adams (გამომცემლობა Firefly Books).
1996-1999 წლებში იგი უშვებდა თითო ალბომს. პირველი ასეთი იყო 18 til I Die, ცნობილი სიმღერით "Have You Ever Really Loved a Woman?" (რომელშიც ასევე უკრავდა პაკო დე ლუსია), ფილმიდან დონ ხუან დემარკო (ჯონი დეპი, მარლონ ბრანდო). ეს იქცა ბრაიანის მესამე #1 კანადაურ და ავსტრალიურ სინგლად. მან ასევე მოუტანა ბრაიანს მეორე ოსკარი (წლის საუკეთესო სიმღერისათვის კინოფილმიდან). ალბომი გაიყიდა 1 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით (აშშ).
1997 წელს გამოიცა ბრაიანის აკუსტიკური კონცერტის, Bryan Adams MTV Unplugged ჩანაწერი. 1998 წელი აღსანიშნავი იყო დისკით On a Day Like Today, 1999 კი - კრებულით The Best of Me. ამ წლების განმავლობაში ასევე ჩაწერილი იქნა დუეტები:
"Rock Steady" (ბონი რაიტთან ერთად) "I Finally Found Someone" (ბარბრა სტრეიზანდთან ერთად) "When You're Gone" (მელანი სისთან ერთად).
2000-იანები
2000 წელს ბრაიანი გამოჩნდა ფრანგი დიჯეის, შიკეინის სიმღერაში "Don't Give Up". იგი იქცა #1 ჰიტად ბრიტანეთში. აღსანიშნავია, რომ მანამდე შიკეინი დაეხმარა ბრაიანს სიმღერის "Cloud Number Nine" რემიქსის არანჟირებაში.
2001 წელს ბრაიანმა გამოსცა ვიდეოკონცერტები Live at the Budokan (ჩაწერილი იქნა ტოკიოში) და Live at Slane Castle (სლეინის კონცერტის ჩანაწერი), სადაც იგი გამოვიდა 2000 წელს.
2002 წლის მაისში მან და ჰანს ციმერმა შექმნეს მუსიკა ანიმაციური ფილმისათვის სპირიტი: სიმარონის სული. მუსიკალურმა ალბომმა ამ ჩანაწერით აშშ-ში მოიპოვა ოქროს სტატუსი.
2004 წელს ადამსმა გამოსცა ახალი სტუდიური დისკი Room Service. ბრიტანეთში იგი მოხვდა #4, ხოლო ევროპაში - #1 ადგილზე და გაიყიდა 440.000 ასლის ოდენობით (მხოლოდ გამოსვლიდან პირველი კვირის განმავლობაში).
2005 წელს გამოვიდა მუსიკოსის კიდევ ერთი კრებული Anthology - 2 დისკიანი გამოცემა, რომელშიც შეტანილი იქნა ყველა ცნობილი ჰიტი და ნაკლებად ცნობილი სიმღერებიც. იმავე წელს გამოვიდა DVD დისკი Live in Lisbon.
2005 წლის ივლისში ადამსმა მიიღო მონაწილეობა აქციაში Live 8.
2007 წელს ცნობილი გახდა, რომ ადამსი ამზადებს ახალ სტუდიურ დისკს, რომელიც უნდა გამოცემულიყო ტურის დაწყებასთან ერთად, თუმცა გამოცემა გადაიდო 2008 წლის მარტამდე. 2007 წლის დეკემბერში ბრაიანმა დაადასტურა, რომ ალბომი მალე გამოიცემა და დაასახელა მისი სახელწოდებაც - 11. პირველი სიმღერა ამ ალბომიდან "I Thought I'd Seen Everything" გამოიცემა ამერიკული რადიოსადგურებისათვის განკუთვნილ სინგლზე.
დღესდღეობით ბრაიანი მუშაობს ფილმების მუსიკაზე, მოგზაურობს კონცერტებით და გეგმავს 11 დღიან ტურს 11 ქალაქში, ალბომის 11 მხარდასაჭერად.
პირადი ცხოვრება
ადამსი ვეგეტარიანელია და ცხოვრობს ინგლისში. წარსულში იგი ასევე ცხოვრობდა საფრანგეთში და ამიტომაც თავისუფლად ფლობს ფრანგულ ენას. იგი ჩელსის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარია და სწორედ მას მიუძღვნა სიმღერა "We're Gonna Win", ალბომიდან 18 Til I Die.
ადამსს ვანკუვერში (ბრიტანული კოლუმბია) გახსნილი აქვს საკუთარი სავაჭრო სახლი. იგი ასევე ცნობილი ფოტოგრაფია, რომელსაც არაერთი გამოფენა აქვს გამართული.
დამხმარე ბენდი
ისევე, როგორც ბევრი მუსიკოსი, ადამსი იყენებს სესიურ ბენდს, რომელიც მასთან ერთად მუშაობს სტუდიაში და სცენაზე. ამჟამად ესენია:
კიტ სკოტი - გიტარა მიკი კარი - დასარტყამები გერი ბრეიტი - კლავიშები ნორმ ფიშერი - ბას გიტარა სკოტი და კარი თანამშრომლობენ ადამსთან 1980-იანებიდან, ფიშერი და ბრეიტი კი ბენდს შეუერთდნენ 2000-იანებში. მანამდე, კლავიშებზე უკრავდა ტომი მენდელი. ბასზე უკრავდა დეივ ტეილორი (1980-1997), ხოლო პეტ სტიუარდი, ჯგუფიდან Odds დასარტყამებზე იჯდა (იგი უკრავს ცნობილ სიმღერაში Summer of 69).
საზოგადო მოღვაწეობა
1980-იანი წლებიდან ადამსი მონაწილეობდა სხვადასხვა საქველმოქმედო აქციაში და ეხმარებოდა სხვადასხვა ცნობილ ორგანიზაციას. აღსანიშნავია კონცერტში Live Aid, ტურის "A Conspiracy of Hope" (სტინგი, U2, პიტერ გებრიელი) ფარგლებში გამართული კონცერტები, აქცია Rock For Amnesty (პოლ მაკარტნისთან, სტინგთან და ჯგუფთან Dire Straits ერთად).
1990 წელს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, ადამსმა მონაწილეობა მიიღო როჯერ უოტერსის მიერ გამართულ თეატრალიზებულ კონცერტში The Wall, რომლის შემოსავალიც მთლიანად მოხმარა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების ოჯახებს.
2005 წელს ბრაიანი გამოჩნდა აქციაზე Live 8 (ონტარიო). იმავე წელს მან დაუკრა კატარში და შეგროვებული 1.500000 ფუნტით დაეხმარა იქაურ საქველმოქმედო ორგანიზაციებს. ამ ფულით ასევე აღდგენილი იქნა ტაილანდში მდებარე ერთ-ერთ სკოლა, შრი ლანკაში კი აშენებული იქნა სპორტული ცენტრი, რომელიც დანგრეული იქნა 2004 წელს, ინდონეზიური ცუნამის მიერ.
2006 წლის 29 იანვარს იგი პირველი უცხოელი მუსიკოსი იყო, რომელმაც პაკისტანში დაუკრა, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში. შემოსულმა თანხამ არაპრივილეგირებულ ბავშვებს საშუალება მისცა, სკოლაში ევლოთ. თანხის ნაწილი მოხმარდა 2005 წელს პაკისტანში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლებს.
2007 წლის 8 ოქტომბერს ადამსს უნდა დაეკრა თელ ავივსა და იერიქონში, კონცერტის OneVoice Movement ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში წვლილის შეტანას, მაგრამ კონცერტი გადაიდო უსაფრთხოების მიზნით.ბოდიში მოუხადა".
|