აბა ხალხო მგონია რომ აქ მარტო მუსიკის კი არა პოეზიის შეფასებაც შეგიძლიათ და მიტუმეტეს სხვათა და სხვათა ინტელექტის დონეების განსაზღვრაც. ხოდა იქნებ გამოიჩინოთ სითამამე და არ მოგერიდოთ ამ ლექსების ავტორის ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიურ-მუსუკალური პორტრეტის დახატვა? აბა განვიხილოთ ერთად რა ტიპია ეს ადამიანი? რა წარმოდგენას გიქმნით ეს ლექსები მის ამ მხარეებზე?
hereticთქვენი აზრი განსაკუთრებით მაინტერესებს
უბრალოდიქნებ ეს ლექსები სადმე შესაბამის თემაშიც გადაიტანო ჩემი თხოვნაა და იქ განიხილონ... მე მაგდენი არ ვიცი

აბა ჰე ნუ დაგეზარებათ ნამდვილად ღირს

და დაკვირვება უნდა:
თუ დრო დამიდგა სავალალო,
უნდა ვთქვა ვაი
ინფინიტივი, იმპერფექტი, პარტიციპცვაი.
გათამამებულს როგორც მსურდა,
ვერ ვიპოეტე
ჰორაციუსი, დიონისე, ვფიქრობ გოეთე,
სამად ქებული დარჩენილი მძიმე ბერეტი,
გალაქტიონი, ლეონიძე, მკვდარი ტერენტი
მშვიდი ბუნება მშვიდად შობილ
შვებას აურევს,
კანტის კამათი ჰეგელიდან შოპენჰაუერს
ვფიქრობ სიმკაცრეს, რომ არასდროს
დათმობს დროება,
თუ ამაოა, ამაოთა ამაოება,
კაცად გაჩენილ სხეულს თუკი
ერთხელ ეღირსა
ერთხელ მოუვა ყველას ჟამი აღსარებისა,
მე კი სიჩუმე მირჩევნია
მანდ გაჩენილი,
მიტოვებული, მაგრამ მაინც გადარჩენილი.
რომ დავიძახო უკანასკნელი
რაც შენ მოგელის,
შენ გზა ვან გოგის, მანეს, მონეს და
პოლ გოგენის.
------------------------------------------------
მიკვირს, ყველა რატომ ამბობს,
რომ სთქვი ჭიამაია,
ხვალ როგორი დარია?!
მარტო მე ვერ გამიგია,
ხალხი რამ გადარია?
ის ხომ გონით მკვდარია,
მაგრამ მაინც მას შესთხოვენ,
სთქვი რა, ჭიამაია?
წიგნებშიც ხომ წერია, რომ
უგონო მწერია,
და რადგან ის გაფრინდება
ამინდიც იქ წერია?
ეს სამყარო ისე ცუდად აქ ვიღაცამ არია,
აღარ მჯერა აღარც შენი
ჩემო ჭიამაია.
-------------------------------------
დადუმდი და დამორჩილდი --დაოს-,
ენა ისევ ძველებურად დაობს...
..მთვარის ფორმა უკვე დასაბანია,
-დაო- უფრო დიდის დფასაბამია,
მე მაფიქრებს მძიმე ფერთა ფუძე.
-ლაოს დაოს- ლექსი დავაფუძნე.
ვერ ვამტკიცებ როგორ მიყვარს დედა
და წიაღში დავიკარგო ოდეს
მე მისგან ვარ და არა --ძის- დედან
მინდა --დაო- ჩემთვის განმარტოვდეს.
-დაოს- ქვეშით არ შობილან ძენი,
მე კი არა დაო იყო ბრძენი.
რომ მეგონა, რომ უზომოდ მეძინა,
გამაღვიძა -ლაოს დაო დეძინმა.
---------------------------------------------------------
თვალზე ცრემლი როცა მდის,
მე ხმა მესმის მოცარტის.
ერთი ლექსით მე მთხოვეს
ვეთხოვები ბეთჰოვენს.
გადაღლილი სახისგან
დღეს ვისვენებ ბახისგან.
იყო ჩემი მშობელი
სევდიანი დუმილი,
იყო ერთი შოპენი,
მყავდა ერთი კუმირი.
მჯერა ჩემი გუმანით
სიკვდილს ვერ დავუბერდი
პაგანინი, შუმანი
დღეს შორს არის შუბერტი.
ფერი ვნახე იმ ვარდის
ნოტებს ჰგავდა ვივალდის,
სილამაზეც შაგრენის
მე ხმა მესმის ვაგნერის.
ეს ფურცელიც ქართული
სინამდვილის გვერდია,
აკორდებში გართული
ეს ჯუზეპე ვერდია.
მეც უაზრო ვნებამდე
ვენდე დოს და ვენდე სოლს,
ღამის გათენებამდე
ძილში ვუსმენ მენდელსონს...
-------------------------------------------------------------------
ცრემლი მოგდგომია, როგორც ელეგია,
ნეტავ მეც მქონოდა შენებრ ენერგია,
დღე რომ მყვარებოდა,
ანდა ღამე არა,
მეც თვალდახუჭული
ტყე რომ გამეარა.
სახლებს პოეზია სევდად მოესია,
ერთი გაბრწყინება ედგარ პო-ესია......
--------------------------------------------------
ქუჩაში ბიჭი მოდის იებით,
ქუჩა სავსეა მაღაზიებით.
იქვე ბარია, ისმის შაირი,
ქუჩაში ხალხი ნაირნაირი.
ბიჭი იებით მიდის ეულად,
ქუჩაც ხარხარებს გადარეულად.
უცხო აურა, გულიც გახურდა,
თუმცა მარტია, გამოზაფხულდა.
დუმს და საკუთარ თავში ძიებით
ქუჩაში ბიჭი მოდის იებით.
ქუჩაში ბიჭი მოდის იებით,
ქუჩა სავსეა მაღაზიებით.
მაშინ დაიძრა მთელი ქვეყანა,
ქუჩას იების კონა ეყარა.
კაცი როდესაც მტკვრის პირს მივარდა,
ბიჭი ქუჩიდან გაუჩინარდა.
-----------------------------------------------------------------
....ამ ქალაქში ერთი კაცი დადის,
ვერ გაიგებთ, რომ ეს კაცი მე ვარ....
------------------------------------------------------------
ობობების ობებით
დღეს პოეტთა სიაში
აბსტრაქციულ გრძნობებით
მე ვარ დეპრესიაში.
ქაოსური ტერციით
მადლი მინდა ციური
ჩემი ეგზისტენციით
მე ვარ აბსტრაქციული.
დრო ყველაზე ეული
სიღრმის სივრცეს ვტირივარ
ელვად გადაქცეული
მე ზღვის ზედაპირი ვარ,
ღმერთო ზღვიდან ამო რა?!
იღიმება ვივალდი,
როგორც მიწას ამონრა
აბსტრაქციებს მივვარდი.....
რადგან მადლით ციურით
უსასრულო სია ვარ,
სულ სხვა აბსტრაქციული
წმინდა დეპრესია ვარ.
---------------------------------------
მე სიზმრიდან დერიდა
სიცოცხლიდან მდევნიდა?
უცნაური დუმილი
დაიბადა დღეიდნ.
ღმერთის მოსვლა მონური
აზრამდეა მისული
შენ ხარ აპოლონური
მე კი დიონისური.
დრომ გინება ინება,
ფიქციური დინება,
ამ დაგლეჯილ სივრცეში
ნების მანევრირება,
გული სიტყვებს ამბობდა,
იყო მეტაფორები,
ზოგჯერ სითბო ჭარბობდა,
როგორც ყალბი ფორმები.
ცის ქვეშ მონა ორი
შექმნა მხოლოდ კაცმა,
ჩემი მონაგონი
მაშინდელი ჯვარცმა.
და დაბნეულ ფიქრებს
ახსენდება ტროა,
მხოლოდ ჩემი ნებით
დღეს დუმილის დროა.
---------------------------------------
.......ამიტომაც მივდევ მე კლდის ნაპირებს
და ეს გული გადაფრენას აპირებს.
-------------------------------------------
ერთი კაცი გვაკლია
და ეს არის ილია!
ერთი კაცი გვაკლია
და ეს არის ვაჟა!
ერთი კაცი გვაკლია
და ეს არის შოთა!
ჰოდა, ვშფოთავ...
--------------------------------------------------
.......გადმომხედე ქარო გაშლილ ფრთებიდან,
ამიტაცე მეც ამ დაღლილ მთებიდან.
არ მინდიხარ მიწავ ასე თავხედო,
შენს ზედაპირს ციდან მინდა დავხედო,....
...აღარ მინდა აბაზი და გროში,
დღეს შორსა ვარ, თგვენგან სულ სხვა დროში.
ამიტომაც აღარ მინდა მიწა,
ჩემი ფერი ქორთა ფერზე მეწვა......
----------------------------------------------------------------
...უცნაურად ფეთქავს გული,
თითქოს წლები ირბინა,
დაბეგვილა, თითქოს ცხენთა
ჯოგმა გადამირბინა.....
--------------------------------------------
.... წარსული მომავალს რაღაცას პარავს....
--------------------------------------------------------
რაღაც უხეში მადლიერებით
როგორც გუშინწინ, გუშინაც წვიმდა...
შენ კი ხატავდი შენი ფერებით,
მაგრამ მე სულ სხვა ფერები მინდა.
რა პატარაა ამ ქვეყნის ზომა,
გუშინდელივით მზე გამობრწყინდა,
შენ კი მაჩვენე გუშინღამ სივრცე,
მაგრამ მე უფრო სხვა სივრცე მინდა.
დამტრიალებენ თავზე ქარები,
გული ოხერი კვლავ გაირინდა,
ღმერთმა კი შექმნა ქვეყნად ქალები,
მაგრამ მე სულ სხვა ქალები მინდა.
გზებზე რამდენი ბზები ეყარა,
გზებზე რამდენი გამოჩნდა წმინდა,
ხო "მაგარია" ჩემი ქვეყანა,
მაგრამ მ სულ სხვა ქვეყანა მინდა.
მინდა ყოველი ლამაზი ფორმა,
ჩემი ნაწილი, რაც გამიფრინდა,
მომეცით ჩემი კუთვნილი ნორმა,
იქნებ ღმერთებთან თამაში მინდა!
მე მინდა კინო, მთვარე და ფიქრი
და სიყვარულიც მინდა ქართული,....
..და სიყვარულის ჟამი წვიდა,
მე დავიბადე თითქოს დრამიდან.
არც შენ არ იცი, არც მე არ ვიცი,
ნეტავ რა მინდა, ნეტავ რა მინდა?
თუ გავქრი მართლა ჩემი ჟამიდან,
თუ ბედისწერის მე გამიკვირდა,
ყოფნა არ მინდა, მართლა არ მინდა,
სიკვდილი, ალბათ, სიკვდილი მინდა.
მინდა ყოველი ლამაზი ფორმა,
ჩემი ნაწილი, რაც გამიფრინდა,
მომეცით ჩემი კუთვნილი ნორმა,
იქნებ ღმერთებთან თამაში მინდა.
--------------------------------------------------------
მეც მინდა გული რამეს ვაჯერო,
მეც მინდა უცბად გამიჩნდეს ნატვრა,
კი, მე არა ვარ მიქელანჯელო,
მაგრამ იქნება მეც ვიცი ხატვა........
--------------------------------------------------------
...დარიალიდან გადავარდნილი
ხაზარეთისკენ მიცურავს წერო,
ყოფიერებით გაკვირვებულმა,
მეც მინდა, ჩემთვის, ლექსები ვწერო.
--------------------------------------------------------------
.... თავში თუკი ჰქონდათ სადმე რამე,
ასეთს კლავდნენ თითქმის ყოველ ღამე,...
------------------------------------------------------
არ მიტაცებს გრაფიკა,
არ მიტაცებს ფერწერა,
მე ყოველთვის მინდოდა,
რომ ლექსები მეწერა.
-------------------------------------
აბა ეს ეხლა ლექსენის დონეა;-) რტი ამაღლობელის თუ ტერენტის თუ ...???
* * *
გამაბრაზა დედამ
გამაბრაზა მამამ
გამაბრაზა სევდამ
გამაბრაზა ჭამამ
გამაბრაზა დილამ
გამაბრაზა ერმა
გამაბრაზა კვირამ
გამაბრაზა დენმა
გამაბრაზა მღვდელმა
გამაბრაზა ჩიტებმა
გამაბრაზა შაშვებმა
გამაბრაზა დიდებმა
გამაბრაზა ბავშვებმა
გამაბრაზა ბრმებმა
გამაბრაზა გალობამ
გამაბრაზა მკვდრებმა
გამაბრაზა მთავრობამ
გამაბრაზა მძინარენ
გამაბრაზა ნამწვავმა
გამაბრაზა მდინარემ
გამაბრაზა საწვავმა
გამაბრაზა ძაღლმა
გამაბრაზა ღორმა
გამაბრაზა სახლმა
გამაბრაზა მძღოლმა
გამაბრაზა კრიშამ
გამაბრაზა ვაშამ
გამაბრაზა მიშამ
გამაბრაზა ვაჟამ
გამაბრაზა სანთლებმა
გამაბრაზა ნისლებმა
გამაბრაზა მართლებმა
გამაბრაზა მისნებმა
გამაბრაზა ყურმა
გამაბრაზა სმენამ
გამაბრაზა შურმა
გამაბრაზა ენამ
გამაბრაზა ყველამ.
--------------------------------------
რატომ არ გინდა ჩემთან,
ალბათ გაშინებს წვერი,
ნუ გეშინია, მოდი,
მე ვარ ევროსაბჭოს წევრი....
----------------------------------
თმა რომ მაქვს დიდი ,
მახურავს ქუდი
და გატანჯული მაცვია შარვალი.
რატომღაც ყველას ვგონივარ ქურდი და.....
------------------------------------------------------
თუ არ მოგწონს ბახი,
არც ფოიერბახი,
შენზე არის ახი,
რომ გიწოდო კრახი.
თუ არ მოგწონს "ბარტი"
მაისი და მარტი,
თუ არ იცი კანტი,
შენ ხარ დილეტანტი.....
... ფურცელ-ფურცელ ვარდი,
როცა რაიღუპე,
მაშინ გადავგვარდი...
-----------------------------------