Pr.A.Zornვა, ეს ვინაა კაცო , რომ შემოსულა და პირდაპირვე ჩემს თემაში დაუპოსტავ
მს?
რამხელა დაფასებაა
მადლობ
მაგრამ
ეგ
რომ
არ
ვიცი
რას
ნიშნავს
* * *
ამ წუთას სწორედ ამ მომენტში
მაშინ , როცა დროში ვიწვები და სახლიდან გავრბივარ
მივიღე ერთი ძალზე საინტერესო და ფრიად ღირებული წერილი პირად მიმოწერაში...
არ ვიცი რატომ შეიკავა მისმა ავტორმა თავი ამ წერილის პირდაპირვე ამ თემაში გამოქვეყნებისაგან, რადგანაც ვფიქრობ
სწორედაც, რომ აქ არის მისი ადგილი.
მაპატიოს მან , რადგან მისდა დაუკითხავად ვაქვეყნებ , მაგრამ ეს აუცილებელია(ბოლოსდაბოლოს მეღირსა ოპონენტი

)
აი ისიც :
Pr.A.Zorn უმნიშვნელოდ..., 4 Dec 2005, 19:07
Group: Registered
Posts: 1
Joined: 14-November 05
SI TACUISSES PHILISOPHUS MANSISSES... ანუ რომ გაჩუმებულიყავი ფილოსოფოსი დარჩებოდი;-> (მეგონა იცოდი ცოტა ლათინურიც). ამით დალიან მოკლედ იმის თქმა მინდოდა რასაც ახლა აქ დავწერ, თუმცა გუშინ არც დრო მქონდა და არც იქ მეტის დაწერის სურვილი.
შესავალი ნაწილი იმ "ნაშრომის" აუცილებლად უნდა დაგიფასო, საკმაოდ კარგია და თემაც საინტერესოა შერჩეული, თუმცა ცხადია შენ ყველაფერში "შენსავით" ვერ დაგეთანხმები და ამ ყველაფერში სიმართლის მარცვალთა უკან მიჩქმალული კლიშეებიც კი აღმოვაჩინე;-> ასეთი მიმალული კლიშეები კი ბევრად უფრო სახიფათოა ვიდრე ისინი, რომლებიც ღიად და უმწეოდ გვეცემიან თვალში, რამდენადაც საზოგადოების ნაწილმა ის შეიძლება სიმართლედ აღიქვას (ალბათ სწორედ ასეთი მომენტების შედეგია ის რომ ჩვენ ასე უხვად ვართ სხვადასხვა სტერეოტიპებით დახუნძლულნი); ასე რომ კიდევ ერთი კლიშე არ მგონია საჭიროებდეს დანერგას... არადა როდესაც ინდივიდი საკუთარ ილუზიას საზოგადოებას ასეთი ფორმით აწვდის მაშინ ამ ილუზიის კოლექტივიზაციის საფრთხეც იბადება. შენ მომავალში შეიძლება შეგეცვალოს ეს წარმოდგენა, კოლექტიური ილუზია კი რჩება...
ჩემ საუბარს ჯერჯერობით მგონი ზოგადი ელფერი დაჰკრავს, ამიტომ დავკონკრეტდები და ნუ გაღიზიანდები, თუ ცოტა მწარედ მოგეჩვენები; მართალია ქება უფრო სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ, ალბათ იცი:"აჰა გამომართვი სიტკბოში ამოვლებული მწარე აბი. ეს აბი თავისთავად უვნებელია, საწამლავი სიტკბოშია.";-> კონკრეტულ;ი კი ის გახლავთ რომ თქვენ ცდილობთ უარგუმენტოდ გადმოგვცეთ თქვენი აზრი და ამ ფორმით დაგვანახოთ კონკრეტული რეალობა, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რა უფრო დიდი სისულელეა - ის რომ მე ის დავიჯერო, თუ ის რომ თქვენ ამას უარგუმენტოდ ცდილობთ და გვთავაზობთ?
ანუ შენი მსჯელობის მთავარი სუსტი წერტილი და პრობლემა არის ის რომ მასში არ არის არცერტი არგუმენტი! არაარგუმენტირებული ან circulus vitiosus მსჯელობა ახასიათებს მაგ. რელიგიას და ემყარება მხოლოდ ადამიანის დაჯერების მომენტს, რწმნას. ინტელექტის მქონე ინდივიდი კი, რბილად რომ ვთქვა, არა მგონია ამ მიდგომის ანუ ინტელექტთან დაჯერების მომენტის პრიმატის აღიარებაზე წავიდეს.
რა ტქმა უნდა, თქვენთვის ყველაზე ადვილი პასუხი შეიძლება იყოს, რომ თქვენი მიზანი სულაც არ იყო ვინმეს დაჯერება რაიმეში და რომ არც უნდა დავიჯერო ის (ოკ, მაშ რა? თუმცა ამაზე ქვემოთ) და როგორც ხედავთ არც დაგიჯერეთ, მაგრამ რა ვუყოთ რა ვუყოთ იმ ნაწილს ვინც შეიზლება არაფერი იცის და ამიტომ შეიძლება Yველაფერი დაიჯეროს? მათ შორის უარგუმენტო, ვერდასაბუთებადი თეორიები? ამ შემთხვევაში ხო მ კლიშეების დამამკვიდრებლად მოგვევლინები? ნებისმიერი არაარგუმენტირებული ინტელექტუალური მსჯელობა კი ჩემი აზრით გახლავთ უბრალოდ ინტელექტუალური ონანიზმის მცდელობა.
თანდათანობიტ უფრო კონკრეტული გავხდები და გეტყვი რომ ის ანალიზები რაც შენ თიტოეულ კატეგორიასტან დაკავშირებით შემოგვთავაზე არ არის კომპლექსური მიდგომა საკითხზე და კომპლექსური ანალიზი მთლიანი სიციუმისა. ამავდროულად, რა ტქმა უნდა ეს მომენტები რეალურიცაა ნებისმიერ კატეგორიასთან მიმართებით ,რაც უთუოდ დასაფასებელია, მაგრამ, მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებთან და ცალკეულ შემთხვევეBში და არა პირიქით! ანუ ცალკეულ ინდივიდებს შეიძლება მართლაც მიესადაგოს ეს მოტივები მათ არჩევანზე მსჯელობისას და თუ რატომ მხოლოდ ცალკეულთ ამას ქვემოთ გამვმარტავ.
ასეთი დასკვნების გაკეთების მიზეზი ალბატ იმ საზოგადოებასთან ურთიერთობის შედეგია რომელთანაც მოგიწია შეხება გქონოდა; და ამ "შეზღუდულობამ" მთლიანი სოციუმის ანალიზის საშუალებებში გიბიძგა ვფიქრობ ძალიან გონებამახვილური, მაგრამ არასრულკოფილი დასკვნებისკენ (შეზღუდული სოციუმის გამო შენს გარშემო მწუხარებას გამოვთქვამ და გითანაგრძნობ).;-P კატეგორიებსჰი ჩემი აზრით იმდენი ამოვარდნაა რეალობიდან რომ მათზე არც და ვერც დავცვრილმენდები ტუ მეკამათები მიტხარი და დაგისაბუთებ. ტანაც კარგად ვერ დავინახე იმ შრეებს შორის კავშირი სადაც შესავალ ნაწილში მუსიკის მიერ განპირობებულ ხასიათზე არის საუბარი ხოლო კატეგორიებში კი მენტალიტეტიდან გამომდინარე მუსიკ. არჩევანზე ზოგჯერ, ხოლო ზოგჯერ პირიქიტ. ისე რამდენიმე უფრო ზოგად ასპექტზე მაინც შევჩერდები: მართალია არც ქართველ საზოგადოებაშია ეს რბილად რომ ვტქვა სრული ჭეშმარიტება (თუმცა მსგავსი ტენდენციები აქ მართლაც უფრო შესამჩნევია, მგრამ არც ისე რომ შენი ფორმულის უნივერსალურობაზე ვისაუბროტ), მაგრამ დავუშვათ ასეა და ნაშინ რა ვუყოთ ამ მუსიკალურ მიმართულებატა წარმოშობის საფუძვლებს, მათ პირველ მსმენელებს და შემოქმედტ? (ანდა ჰიპ-ჰოპს იმ ქვეყნებში სადაც არ არიან ძველები?) ხომ არ შეიძლება გაგვიჩნდეს ეჭვი რომ რეალურად გამოგვრჩა ის მოტივები მიზეზები და იდეები მხედველობიდან რის გამოც იქმნებოდა ესა თუ ის კულტურა და რის გამოც მისი მოსმენა არა მხოლოდ ყურისთვის, არამედ გონებისტვისაც უნდა ყოფილიყო გამიზნული, ხომ არაერთი ჟანრია არა მხოლოდ ბგერების, არამედ იდეის მატარებელი (რომელიც ხშირ სემთხვევაში შენ სრულიად არასწორად გაქ განმარტებული) და ინფორმაციის დაგროვების საშუალება, არა მხოლოდ ქვეცნობიერის ტუ განწყობის შექმნის საშუალებით, არამედ დაკმაოდ ღიად და გაცხადებულადაც?
ეს ფაქტორები მგონი ზოგ შემთხვევაში საერთოდ გამოგვრჩა მხედველობიდან (ხოლო ზოგიერთში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული), არა მარტო ჩვენ არამედ იმ საზოგადოებასაც ხშირ შემთხვევაში რომელიც "მიშტერებია" კონკრეტულ ასეთ მიმართულებებს. ეს კველაფერი კი არადამაჯერებელ ელფერს აძლევს შენს თეორიას.
კიდევ ერთი უხერხული ამოვარდნა უნივერსალურობიდან: მიმდინარეობათა თანადროული შერევა გემოვნებაში... მგოონი არც მათი ცვალებადობის მომენტი მუშაობს შენი თეორიის სასარგებლოდ.
ამ და სხვა მიზეზტა გამო არა მგონია მიღირდეს შენი კატეგორიების კატეგორიულობის სერიოზულად აღქმა, მითუმეტეს რომ არ ვარ დარწმუნებული თუ თავად შენ არ გეეჭვება ან არ დაეჭვდები მათ უტყუარობაში... თქვენ ხომ თქვენი ნაწერწებისაგან განსხვავებით განვითარების პერსპექტივა "გემუქებათ", რაც გაიძულებთ მომავალში სხვანაირად დაინახოტ ტქვენი ბწკარები;->
საინტერესო დასკვნები და კითხვები:
1)რატომ გახდა ეს თემა /და აქვე: მისი ასეთი ინტერპრეტირება, შენთვის აქტუალური?(ძალიან მაინტერესებს) რატომ იშრომე ამის სათქმელად?
2)ვთქვათ შევიცან თავი ჩემი შენი სისტემით! მერე როგორ განვიკურნო? არაფერს მირჩევ? (ან შეიდლება კი? მითუმეტეს ტუ მაგ. მდიმე ბავშვობა აისახება მომავალ გემოვნებაზე; მას ხომ ვერ გამოიცვლი?)
1)საგნებს თავთავის სახელებს ნუ დაარქმევ, თუ არ იცი, რას რა ჰქვია! და ახლა ნუ იტყვი ეგ ხომ მეც ვიციო! შენ თეორიებს ამ ცოდნისა არაფერი ეტყობა!;-P
2)შენ ცოდნას ღობეზე ნუ მიაწერ!
3)ვფიქრობ არ სწირდება ჯაზმენს ტუ კლასიკოსს იმის ახსნა ტუ რატომ უსმენს და რას იწვევს ის მასში! ეჭვი მაქ მან ეს თვიტონ უკეთ იცის!;-> ("ესკიმოსო"! ნუ ასწავლი "აფრიკელს" ჯუნგლების გემოს!;-P
4."ცხენებისთვის და შეყვარებულებისთვის თივას სულ სხვადასხვა სუნი ასდის"! ;-) (გარკვეულ მიმარტულებებთან მიმარტებიტ მეც აშკარად მხოლოდ ცხენივით ვიყნოსები).
5)გადაუმოწმებლად ნუ ენდობი საკუტარ თავსაც კი!
6)ცდილობ თიტოეული გააკრა "უხერხულ ბოძზე", საკუთარი თავისას კი მაინც ერიდები; ეს უფრო "უხეხული" ხო მ არაა?
P.S. სისრულე სისრულეთა და ყოველივე სრული!!!!