
აფიორა - მაიკლ ჯექსონი ცოცხალია!
2009 წლის 15 07, ოთხშაბათი - 02:41
რუსეთის მუსიკალურ სამყარაში კარგად ცნობილი პროდიუსერი იანა რუდკოვსკაია სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და აცხადებს, რომ მაიკლ ჯექსონმა საკუთარი სიკვდილი გაითამაშა და ამით ჯეკ-პოტი მოხსნა, დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ამ ვერსიას სულ უფრო მეტი ადამიანი იზიარებს - მაიკლ ჯექსონი ცოცხალია!
ამ ეჭვს თუ ვერსიას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ახლობლებმა ბოლო მომენტში “გადაიფიქრეს” ჯექსონის დაკრძალვა და ჩასაფრებული ჟურნალისტები ამაოდ ალოდინეს – ხოლო ორიოდე დღის შემდეგ გასაიდუმლოვებულ დაკრძალვას, არავინ დასწრებია. იანა რუდკოვსკაიას კი ბევრად უფრო დამაჯერებელი არგუმენტები აქვს რომ ამტკიცოს, ეს უდიდესი აფიორა იყო, რომელმაც პოპ-მუსიკის მეფეს, დაუჯერებლად ბევრი მილიონები მოუტანაო, ჟურნალმა “ვარსკავების საიდუმლომ” რუდკოვსკაიას სკანდალური ინტერვიუ გამოაქვეყნა:
იანა რუდკოვსკაია: - როდესაც განაცხადეს ჯექსონის სკივდილის შესახებ, მაშინვე გამახსენდა ჩემი საუბარი ცნობილ ევროპელ მენეჯერთან, სულ ახალი ინფორმაცია იყო, რომ ჯექსონი 50 კონცერტისგან შემდგარ გრანდიოზულ ევროპულ ტურნეს იწყებდა, ის მენეჯერი კი მეუბნება, “არავითარი კონცერტები არ იქნება, ტურნეს დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ჯექსონი უბრალოდ გაქრება, ხოლო მთელ მსოფლიოს საუკუნის აფიორა შესძრავს”
- და რაში მდგომარეობს ეს აფიორა?
- ოღონდ არ გაიკვირვოთ... ჯექსონის სიკვდილი, პირველ რიგში თავად ჯექსონს აწყობდა, არავისთვის არ არის საიდუმლო, ჯექსონისთვის ბოლო წლები კოშმარული იყო, ვალები, პრესის ბრალდები, სერიოზული ჩავარდნები შემოქმედებაში, ჯანმრთელობის პრობლემები... თქვენ იცით, რომ ჯექსონის სიკვდილის გაცხადებისთანავე, მაიკლი მსოფლიო “ხიტ-პარადების” სათავეში მოექცა? მისი დისკები კი დაიტაცეს მაღაზიებიდან ზუსტად ერთ დღეში.
ის ოცნებობდა ამაზე, ოცნებობდა გაემეორებინა ის ფანტასტიური წარმატება, როდესაც მისი გამოჩენა ისტერიას იწვევდა და რეალურად იყო მეფე. მაგრამ ამასთან ერთად ის ოცნებოდა, რომ სიმშვიდეში ეცხოვრა, ჟურნალისტები ხომ მის ყოველ ნაბიჯებს უთვალთვალებდნენ, და რათქმაუნდა, მაიკლს ძალიან უნდოდა ვალებისგან განთავისუფლებულიყო, საუკეთესო გამოსავალი იყო ის, რომ მისი სიკვდილი ყველას დაეჯერებინა, “სიკვდილი” ერთდროულად გადაწყვეტდა ყველა პრობლემას,
ბოლოსდაბოლოს ეს მშვენიერი გამოსავალია, დაიმალოს სადმე და იქიდან ადევნოს თვალყური მისი სიკვდილისგან გამოწვეულ მსოფლიო შოკს და აურზაურს, დიდი კუში მოხსნეს ჯექსონის ტურნეს ორგანიზატორებმაც, არავინ ისურვა შეძენილი ბილეთი უკან დაებრუნებინა და ათასობით ადამიანმა იგი ჯექსონის უკანასკნელ საჩუქრად შეინახა. ამასთან, ტურნე დაზღვეულიც იყო. მე ძალიან ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს მუსიკალური ელიტაში, და მათ მშვენივრად იციან, რომ ჯექსონი ძალიან კრეატიული არტისტი და გენიალური “პიარშიკი” იყო, მას არაერთი შოკისმომგვრელი იდეა განუხორციელებია აქამდეც. თანაც სულ უფრო მეტი დადასტურებაა იმისი, რომ ჯექსონი ცოცხალია.
- მაგალითად?
- ადამიანები რომლებიც ესწრებოდნენ ჯექსონის ახალი შოუს უკანასკნელ რეპეტიციებს, ამტკიცებენ, რომ სცენაზე, მაიკლი არ ჰგავდა ავადმყოფ, ასაკიან ადამიანს, არადა ჯერ კიდევ ორი თვის წინ, იგი ინვალიდის სავარძლიდანაც კი ვერ ახერხებდა ადგომას, სადაც თავის 50 წლის იუბილეს შეხვდა. უცბად კი ენერგიის ასეთი მოზღვავება! ის ცეკვავდა ისე, თითქოს 50 წლის კი არა 25-ის ყოფილიყო. არ გეჩვენებათ ეს უცნაურად?
- უკანასკნელი რეპეტიციის ფოტოებზე, ის მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა
- დიახ... იმიტომ, რომ ის ჯექსონის ორეული იყო.
- ორეული?
- ამაში კი სიახლე არაფერია, დიდიხანია ცნობილია, რომ ჯექსონს რამდენიმე ორეული ჰყავს და როდესაც თავად არ სურდა კონცერტზე გამოსვლა, მათ იყენებდა, ამიტომაც ამტკიცებენ თვითმხილველები, რომ სცენაზე ჯექსონი კი არა, მისი ორეული იყო. რეპეტიციაზე მყოფ ადამიანს, ცოცხლად არცერთი ფრაზა არ უმღერია, სამაგიეროდ შესანიშნავად ცეკვავდა. ჯეკსონის ცეკვის “გაყალბება” შესაძლებლია, ვოკლის კი - არა.
- და რა მიზანი ჰქონდა ამ რეპეტიციას?
- მისი მიზანი, “ჯექსონის უკანასკნელი ფოტოებით” მსოფლიოს მომარაგება იყო, ჯექსონს სურდა, რომ ზუსტად ასეთი დარჩენილიყო ადამოანების მეხსიერებაში, ჯანმრთელი, ენერგიული და სიცოცხლით სავსე.
- თუკი მართლაც ცოცხალია, სად დაიმალება? მას იმდენად დამახასიათებელი გარეგნობა აქვს, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იცნობენ.
- კი, მაგრამ არავინ იცის ზუსტად, ახლა როგორ გამოიყურება, ბოლო წლების მანძილზე, იგი მუდმივად იფარავდა სახეს სათვალეებით და ცხვირსახოცით, სრულიად შესაძლებელია, რომ მან რადიკალურად შეიცვალა კიდეც გარეგნობა.
- და ის სიკვდილამდე “მკვდრად” აპირებს დარჩენას?
- იცხოვრებს სადმე, ღვთისგან დავიწყებულ ადგილას, მოიკრებს ძალებს, დაისვენებს, ამ ხნის მანძილზე მუდმივად მიიღებს სოლიდურ შემოსავლებს ჯერ უცნობი სიმღერების დისკების გაყიდვით, ასეთი სიმღერა კი მას 200 – მდე აქვს. ასევე წიგნები რომელიც მის ცხოვრებას მიეძღვნება და რომელზეც მთელ მსოფლიოში უზარმაზარი მოთხოვნაა. ორიოდე წლის შემდეგ კი მაიკლი შესაძლოა დაბრუნდეს და გამოიწვიოს ყველაზე გრანდიოზული ფურორი მუსიკის და შოუ-ბიზნესის ისტორიაში
- და ფანები აპატიებენ ასეთ “სასტიკ ხუმრობას”?
- ისინი მხოლოდ ბედნიერნი იქნებიან, ის მათ ნამდვილ სასწაულს და ზღაპარს აჩუქებს. ასეთი რამეები კი ჯერქსონს ძალიან კარგად გამოსდის.
რუდკოვსკაიას მსგავსად, სხვა რამოდენიმე ცნობილი პირიც ამტკიცებს რომ ადგილი ”საუკუნის აფიორას” აქვს, თუმცა უფრო ვარსკვავები უფრო დიდი ნაწილი, მიიჩნევს რომ სგავსაი ლეგენდების გავრცელება, ისეთ ვარსკვლავებს როგორიც მაიკლ ჯექსონი იყო, ყოველთვის ახლავს თან და ამაში გასაკვირი არაფერია, თუმცა რეალობასთან და გარდაცვლილი ვარსკვლავის ხსოვნის პატივისცემასთან საერთო არაფერი აქვს, თუმცა იმსასაც ამბობენ, რომ ჯექსონის ახლობლები და პროდიუსერები, საგანგებოდ ავრცელებენ ასეთ ვერსიებს, რათა პოპ-მუსიკის მეფე, კიდევ უფრო მეტ ბურუსსა და სკანდალურ ლეგენდებში გაეხვეს, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება გაყიდული ალბომების რაოდენობაზე და ესეიგი, მისგან შემოსულ მილიონებზეც.