თქვენ ახსენეთ რომ ამ თემას აქტივობა აკლიაო...
ეს არცაა გასაკვირი, რომ დღეს საქართველოში ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული მუსიკოსი ის არის ვინც არც ნოტები არ იცის და არც განათლება არა აქვს. ეს პრესტიჟულიც კი არის და ამით ამაყობენ ზოგ-ზოგიერთები...
მაგალითად სოფთეჯექთის ერთ-ერთი მუსიკოსი ამბობს, რომ მას არ ჭირდება ნოტები, რომ ის ისედაც მშვენივრად ახერხზებს "მისი" მუსიკის დაკვრას და რა საჭიროა განათლებაო.
სადღაც მართლაია, რადგან თუ "მისი" მუსიკა ხალხს მოსწონს და ის "გაყიდვადი" მუსიკოსია, მაშინ რა საჭიროა ბერკლი.
სამწუხაროდ ეს ტენდენცია დიდი ხანია არსებობს. ამიტომაა, რომ ჩვენთან ჯაზი რაღაც მარაზმაპადობნი მუსიკაა. არცერთი სხვა სტილი არაა სათანადო დონემდე დახვეწილი და ამიტომ ის არასრულყოფილია! მე ხშირად მქონია კამათი მეტალ მუსიკის შემსრულებლებთანაც. მათაც გონიათ რომ მხოლოდ დიდი სურვილი, 10 საათი მეცადინეობა და ჩანაწერების მოსმენა მათ საშემსრულებლო ტექნიკას ცამდე აიყვანს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რომ ნებისმიერ სტილს, ყველაზე მინიმალისტური და მარტივი რომ იყოს, მაინც ჭირდება შესაბამისი განმათლება და ელემენტარული თეორიის ცოდნა მაინც.
მუსიკას დაკვრამდე ჭირდება დაწერა. ამას კი ელემენტარული საკომპოზიციო ფორმის ცოდნა ჭირდება, შემდეგ არანჟირება, რომერლიც ასევე შესაბამისი ცოდნის გარეშე მარაზმი იქნება.
ასე რომ "მუსიკოსებო" ისწავლეთ... რათა გაამართლოდ ის სახელი რასაც საკუთარ თავს ეძახით

ბერკლის რაც შეეხება, სქოლარშიპი რეალობაა და თუ თქვენ ფარხმალს დაყრით და არც კი შეეცდებით მცდელობა გქონდეთ, ეს თქვენი სისუსტე იქნება.
თუ ბერკლიში ვერ აბარებთ მეორე მუსიკალურში მაინც ჩააბარეთ ან კონცერვატორიაში. ოღონდ არ დამიწყოთ ეხლა იქ აკონსერვებენ ხალხსო

თქვენ ის ინფორმაცია მიიღეთ რაც თქვენ გჭირდებათ და ვერავინ დაგაკონსერვებთ. (ეს ბოლო წინადადება ყველას არ ეხებვა)
წარმატებებს გისურვებთ
This post has been edited by დათიკო on 12 Jan 2006, 12:10