ისე არის ახსნილი ზემოთ დაწერილი, რომ თითქოს და უნდა გაიგოს გონებაგახსნილმა ადამიანმა, მაგრამ ჩემს ტვინს რატომღაც არ უნდა მაგის გაგება, სანამ კარგად არ წარმოიდგენს როგორ ვიბრირებს გიტარის სიმი (იყოს გიტარის სიმი, რა უჭირს? ) ისე, რომ ასრულებს რაღაც რაოდენობის ვიბრაციას წამში, ამავდროულადვე ასრულებს ამ რაოდენობის გაორკეცებული რაოდენობის ვიბრაციასაც, გასამკეცებულსაც, გაოთხკეცებულსაც და გახუთკეცებულსაც და თუ ჩემი წარმოსახვა არ ცდება უსასრულოდგაკეცებულს, უბრალოდ დანარჩენი ვიბრაციები იმდენად მოკლეხნიანია რომ ყური "ივიწყებს". ვარ მართალი? თუ ეს მართალია მაშინ ასეთი სურათი წარმომიგდენია: სიმი, დაკლაკნილი ხაზის სახით, ყველაზე დიდი ტალღა არის შუაში( ეს ალბათ ძირითადი ტონია ) შემდგეგი უფროპატარა ტალღები რომლებიც ნაპირებისკენ მიდის და უფრო და უფრო პატარავდება. ერთი სურათის პირობებში შეიძლება სულაც არ გამოვიდნენ ძირითადი ტონის ტალღის ნახევრები ეს დანარჩენი ტალღები, როგორც ეს თეორიის მიხედვით შექმნილ წარმოდგენაში უნდა იყოს მაგრამ, თუ გავაცოცხლებთ სურათს და წარმოვიდგენთ, როგორ მიიკლაკნება ცენტრიდან დიდი ტალღა ნაპირებისკენ (Nut-ისკენ და Bridge-სკენ) და თანდათან პატარავდება ეს ტალღები... აი მაშინ შეგვიძლია დავიჭიროთ ის მომენტები ამ გაცოცხლებულ სურათში, როცა დიდი ტალღა ხდება თავისი ზომის ნახევარი(რა დროსაც მისი სიხშირე ალბათ 2 ჯერ იმატებს), მესამედი, მეოთხედი, და მეხუთედი. თეორიის მიხედვით თუ სულ 5 ობერტონი იმიტომაა ახსნილი ჩემი აზრით, რომ მეტზე აღარ დაწვრილმანდნენ.

და კიდევ(რათქმა უნდა ჩემი აზრია ესეც): თუ ჩემი თეორია სწორია, მაშინ ამ სურათზე (შემდეგ, რომ ავამოძრავეთ, იმაზე) ძირითადი ტონის ტალღისგან(შუა, ყველაზე დიდი რომაა

) პროვოცირებული დანარჩენი ტალღებს შორის იქნება ისეთი ტალღაც რომელიც არ გამოსცემს იმ ნოტს, რომელსაც ეს სიმი შეესაბამება, უბრალოდ ასეთი ტალღების ჟღერადობა ალბათ არ ისმის მთავარი ტონის და ობერტონების ჟღერადობასთან ერთად, ასე ვთქვათ, ეს უკანასკნელები დომინანტობენ

...და შაჰრაზადს შემოათენდა და შეწყვიტა ნებადართული სიტყვები