მესამეჯერ გახლდით შაბათს არქტიქების კონცერტზე და ამჯერად მოვახერხე და ბარიერთან ვიდექი, ანუ არც ერთი ალექსის ცეკვის ილეთი და თმის დავარცხნა არ გამომპარვია
ძალიან განვითარდნენ როგორც ბენდი აი საოცრად თუნდაც 1 წლის წინაც რო ვნახე იმასთან შედარებით. აი თავდაჯერებულები არიან და მაგრად ასრულებენ.
თითქმის ნახევარზე მეტ სიმღერებზე სცენაზე 4ნი არ არიან, ან ბილ რაიდერ ჯონსი ან როული მაინც არის ხოლმე, დამატებით გიტარაზე და პიანინოზე ეცვლებიან ხოლმე
თან რაც ალექსმა ფრონტმენობას მიჰყო ხელი, ნაკლებად უკრავს გიტარაზე და ბილი უკრავს მაგის ნაწილებს.
სიურპიზი რაც იყო ბარსელონას კონცერტზე ეს იყო Piledriwer Waltz
უი და ალექსის გიტარის პიქი მაქვს! გადმოაგდეს კონცერტის მერე და დავიჭირე. მაილსას და ალექსის ორივესი მაქვს უკვე

კონცერტის მერე ბენდის გამოსასვლელთან ველოდებოდით რამდენიმე კაცი და 2 წამით მოვიდნენ, მადლობები გვითხრეს, გვეჩქარება ძალიანო და წავიდნენ მერე