2 მარტს გამოდის U2-ს ახალი ალბომი სტუდიური ალბომი
No Line on the Horizon
(ყდა ოფიციალურია)
პირველი სინგლი იქნება Get On Your Boots, რომელიც 15 თებერვალს გამოვა ციფრული სახით, ხოლო 16 თებერვალს - ჩვეულებრივ დისკზე.
ალბომის პროდიუსერები - ბრაიან ინოუ, დენიელ ლანუა და სტივ ლილიუაიტი - ანუ ის სამი ადამიანი, რომელიც წარსულში უკვე თანამშრომლობდა ჯგუფთან და იდეალური ჟღერადობა შესძინა მის დისკებს. ჩაწერა დაიწყო მოროკოში და გაგრძელდა თავად ჯგუფის სტუდიაში, დუბლინში, ნიუ იორკში და ლონდონში.
2 მარტს ალბომი გამოდის ბრიტანეთში, 3-ში - შტატებში. მას ექნება სტანდარტული 24 გვერდიანი ბუკლეტი, მაგრამ ასევე გამოვა digipak შეფუთვით. ამ უკანასკნელს ასევე თან დაერთვება ანტონ კორბეინის ფილმი Linear. ასევე გამოვა 64 გვერდიანი ჟურნალი ჯგუფთან ინტერვიუთი და ანტონის ახალი ფოტოებით. ალბომი ასევე გამოვა 180 გრამიან ვინილის ფირფიტაზე
ყდაზე გამოსახულია ცისა და მიწის შეხვედრა (იაპონელი ფოტოგრაფი ჰიროში სუგიმოტო)
სიმღერები:1. No Line On The Horizon
2. Magnificent
3. Moment of Surrender
4. Unknown Caller
5. I’ll Go Crazy If I Don’t Go Crazy Tonight
6. Get On Your Boots
7. Stand Up Comedy
8. Fez – Being Born
9. White As Snow
10. Breathe
11. Cedars Of Lebanon
ალბომი გამოვა ხუთი სხვადასხვა ფორმატით:
- სტანდარტული დისკი, 24 გვერდიანი ბუკლეტით
- Digipak ფორმატი - შეზღუდული რაოდენობით გამოცემული, 32 გვერდიანი ბუკლეტით, პოსტერით, ფილმით
- დისკი, 64 გვერდიანი ჟურნალი, კორბეინის ფილმი
- Box ფორმატი - ყველაფერი ზემოთ აღნიშნული
- LP ვინილის ფირფიტა - ალბომი 2 ფირფიტაზე, 16 გვერდიანი ბუკლეტით.