ვა საღოლ ნიკა რა გიმუშავია ჯიგარ ბრატ აბა დავიწყეთ ქაჩვა
* * *
კარგად იკითხება ამ მუსიკაზე

ჩემი ლექსებია ელექტრონული
***
ვერსია 4.5
--------------
ბგერები midi
bass of the city
გონებას trance_ავს
მარშუტებს ხაზავს.
არეულ რამსებს
სიტყვებით ავსებს
არეულ მატრიცას
სიცოცხლე დაიცავს.
HYPNOTIC
-----------------
ცხოვრება ვარსკვლავი
ცა ჰოროსკოპი,
აზრები, ზმნა
teK კინესკოპი.
პლანეტა შორი
ანთია მგონი
სიტყვების ზღვა
ფანჯარა ორი.
HYPNOTIC out
მუსიკა სწორი
ელექტრო BASS
ცოცხალი დოლი.
მოკლექსი
--------------------
მატარებელი მატარებელი -
სადგურს გაცდება
შემიყვარდები შემიყვარდები-
სიტყვა დამცდება.
შორი ფიქრები შენზე ფიქრები
და ვითარება...
ჩემი ლექსები შენი სიტყვები
განვითარება...
ბაიტები
---------------
ვეძებთ ბაიტებს ,
ვაშენებთ ბაითებს,
მიწა თუ დაიტევს
-გვაკლია რაღაც...
ვცხოვრობთ გონებით
მეტადონებით,
გამოგონებით!
-მივდივართ სადღაც...
32 დეკემბერი
-----------------------
ჩამოვიტოვე წუთები
ჩამოვიტოვე დღეები
ჩამოვიტოვე ლექსები
პოეტებს თუ შევედრები.
გადავიღალე თვალები
ხედები ჩამოვიტოვე,
გადავიხატე ღამენი
ფიქრები ჩამოვითოვე.
ნიკა მაჩაიძეს და გოგი ძოძუაშვილს
-----------------------------------------------
ბგერები ფიქრებს გაანადგურებს
დროა დავტოვოთ ძველი,
ტვინში ააგებს ელექტრო სადგურებს
მოჩანს ბირთვული ველი.
გაჩნდება აზრის ტრანსფორმაცია
ყურს მიკრო ტალღა ზვერავს,
ელექტრო მუსიკის ნავიგაცია
იპყრობს ზე მაღალ მწვერვალს.