totallyსწორს ამბობს
JORJ MORISSONI . 2001-ში რომ გამოვიდა Is This It -ი , სულ სხვანაირი იყო მუსიკა ზოგადად. ერთის მხრივ იყო ნიუმეტალი (ლინკინპარკებით, p.o.d.ებით და ლიმპებით), მეორეს მხრივ პოსტ-რადიოჰედული ბრიტანული ინდი (ქოლდფლეი, სტარსეილორი, დავზი და ა.შ.) და პოსტგრანჯ-პოსტჩილიპეპერ ამერიკული ალტერნატივა (Alien Ant Farm, Incubus , ეგეთები), სტროუკსმა შექმნა ის, რასაც ეძახიან post-punk revival. ანუ, პოპ-მუსიკის ესთეტიკა 70იანების დასასრულის ნიუუეივთან უფრო ახლოს მიიტანა, ვიდრე 90იანების გადმონაშთებთან. რომელ ძველ ჯგუფს უფრო გავს სტროუკსი, ამას მნიშვნელობა არ აქვს - ზოგს ველვეტ ანერგრაუნდს ახსენებს, მე პირადად ტელევიჟენი მახსენდება ყველაზე უფრო. ფაქტია, რომ ამ ათწლეულისთვის is this itი იგივეა, რაც ალბათ 90იანებისთვის Lovelessი ან OK Computerი იყო. ანუ ეპოქის ერთერთი ცენტრალური ჩანაწერი.
მორისონ, ერთ რამეში არ დაგეთანხმები ) ბლოქფართის რომ ადარებდნენ Gang of Four-ს, მე მგონი ეგ შედარება საერთოდ აღარაა აქტუალური. ბლოქფართი ისეთივე მნიშვნელოვანი და ინოვატორული ჯგუფი იყო შუა 00-ბისთვის, როგორც გენგოფფორი 70ების ბოლოში. აბსოლუტურად უნიკალური საუნდი აქვს silent alarmს

gang of fourს ჰიპ-ჰოპის რიტმები არ ქონდათ და არც სემპლავდნენ. ))
იტოგში, სტროუკსი მაგარია