ჰაჰა, მტკივნეულ ტოჩკას ურტყამ
რაღაც პონტში მეც ეგრე ვფიქრობ... კი მომწონს ეს 2000იანების მუსიკა, მაგრამ მეორეს მხრივ ამ ათწლეულში ყველაზე ნაკლები ახალი ჟანრი ჩამოყალიბდა მუსიკაში და ყველაზე უფრო მეტი რეტროტენდენციები არის. შეიძლება როკმუსიკამ მართლაც ამოწურა თავი და ეგაა

მამენტ ამ შემთხვევაში პოსტპანკ რივაივალზეა ლაპარაკი და სხვა ჟანრებში შედარებით უკეთესადაა საქმე ამ ამბავში. თანაც ეს ახალი ჯგუფები ლონდონიდან, ბრაიტონიდან და საუთენდიდან (These New Puritans, Ipso Facto, White Lies, Electricity in Our Homes, Hatcham Social, Videonasties და ა.შ.) , არამარტო პოსტპანკს ურევს, არამედ 60იანების გარაჟის ესთეტიკა და მუგის ორღანები გადმოაქვთ და 80იანების სინთეზატორებს და რიკენბეკერის ბასებს ურევენ და თან ოცდამეერთე ციფრული ჩიპების ხმებს და თან რაღაც საერთო მოშავთეთრო-ვიქტორიანულ,ოცდამეერთესაუკუნეობრივი სტილისტიკა აქვთ

და მუსიკალური მრავალფეროვნების მიუხედავად იგრძნობა რომ გარკვეულწილად ახალი ტალღაა , ან უბრალოდ მე მეჩვენება ასე

იტოგში, სკინი ჯინსების თაობა, კვიტესენციალური Generation Y

, ასე რომ სულ მთლად გადამღერებაც არაა იმედია
This post has been edited by Ar-Pharazôn on 27 Jun 2008, 19:48