#62309543 · 11 Oct 2025, 17:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კატასტროფაა აარონის გაშვება. აქ ძლიერი და ნიჭიერი ვოკალისტის მოყვანაში არაა საქმე. ზოგჯერ უბრალოდ არ არსებობს ჩამნაცვლელი. ჯგუფებში ვკითხულობდი, ხდება ხოლმე ასეთებიო. ხან ბლექ საბათს მოიყვანენ მაგალითად, ხან მეიდენს, ხან კამელოტს, ხან ვის ხან ვის. ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ ოზი 10 წელი იყო საბატებში, როი ხანი 12. ეისი დისის ვოკალისტი მოკვდა საერთოდ და აარონის მთელი შეგნებული ცხოვრება ამ ბენდთანაა კავშირში. 34 წელი. ასეთი რაღაცები მოდი შევთანხმდეთ რომ არ ხდება. იშვიათია ანალოგის მოყვანა.
მე არ მინდა ჯგუფი გავაკრიტიკო, როცა არ ვიცი რა ხდება და არც არავინ იცის რა მოხდა მათ შორის. არ არსებობს პირადი მიზეზები, როცა ამდენად საჯაროდ საინტერესო თემაა. უბრალოდ ძალიან დამწყდა გული. ჩემთვის, My Dying Bride ფაქტობრივად დაშლილია. ამას რაღაც პრინციპების გამო არ ვამბობ, შორს ვარ ასეთი რადიკალიზმისგან. აიყვანენ ვოკალისტს და აუცილებლად მოვისმენ ახალ ალბომს. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ კონცეპტუალურად სხვაგან წავა ჯგუფი აარონის გარეშე. ეს არ იქნება ის, რასაც ამ ათწლეულების მანძილზე ვუსმენთ.
რაც შეეხება აარონის ახალ პროექტს, ამაზე არაფერი დამიწერია და აქვე ვახსენებ რომ გაჰკრავს რაღაც საინტერესო და მომხიბლავი, თუმცა დიდი არაფერი. მგონი მაკინტოში იყო პროდიუსერი და არის რაღაც გავლენაც. მეორე ვოკალისტი მეზედმეტება და მაღიზიანებს. პრინციპში ამის გამო დიდად არ მიტრიალებია სონგები.
ახლა, MDB-ის მდგომარეობაზეც. ეს Swallow The Sun ცოტა არ იყოს პაპსაა და როგორც იტყვიან uninspiring. შესაბამისად მისი ფრონტმენიც, - მიკო ტაკიმაკი თუ რაღაც, არაფერს წარმოადგენს. (ამ გაბარიტებში) ძალიან კარგად ვიცნობ მის ჯგუფს და რახან პაპსაა იმას არ ნიშნავს რომ შეუხედავია. ნორმ. ბევრი საინტერესო კომპოზიცია აქვთ, სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ სულ ესაა. ბრაიდს სინათლის წელიწადით ჩამორჩება. ისევე როგორც ტაკიმაკი ჩამორჩება აარონს. ვინც არ უნდა მოვიდეს, ფაქტობრივად უნდა გადაიდოს გვერდზე იდეა, რომ აარონი ჩაანაცვლოს. უბრალოდ სხვა მიმართულება იქნება. ესაა და ეს.
--------------------
- the green man of the woods, who brings life to the dawning spring. You are the deer in rut, mighty Horned One, who roams the autumn woods, the hunter circling round the oak, the antlers of the wild stag, and the lifeblood that spills upon the ground each season. - To Cernunnos
|