.გამარჯობათ. გესალმებით ყველას. ვიმეორებ ამ ისტორიას და არ გამკიცხოთ ეს ჩემი ცხოვრებაა....
ძალიან საინტერესო თემაა . პინკ-ფლოიდზე მთხოვეს თავის დროზე დამეწერა პატარა ისტორია, რომელიც მე მგონია აქ უფრო სწორი იქნება რომ გადმოვბეჭდო.
. 1967-68 წელს მომიტანეს ფირფიტა სტრენჯ დეის
დორსების. ფირფიტა იყიდებოდა 10მანეთად რა თქმა უნდა იაფი იყო. მაშინ კარგი კონცერტები ღირდა 50მანეთიდან
100მანეთამდე.იმიტომ რომ ფირფიტების ბაზარი არ არსებობდა. თუ რომელიმე მეზღვაური ან სუხიშვილები შეძლებდნენ და შემოაპარებდნენ ფირფიტას. ფირფიტები იყო ერთეული და რათქმა უნდა კარქები.
ამ შემთხვევაში გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა როცა მოვისმინე ეს კონცერტი.
ბიტლებმა გამოუშვეს სერჟანტი, როლინგების ლაივია გამოსული და სხვა ჯგუფებიც უბერავენ მამა პაპურ როკ-ენ-როლს.
და ამ დროს დორსები უკრავენ იმათ ფონზე არა პოპულარულ სტილში რაღაც ნელ არა ამ ქვეყნიურ მუსიკას.
ცოტა გამიგრძერლდა მაგრამ ძალიან საინტერესოა , ნელა ვუახლოვდები პინკ ფლოიდს.
მოკლედ მორისონმა რაღაც არა ამ ქვეყნიური მუსიკა დაუკრა. ძნელი იყო მოსმენა მაშინ. მაგრამ მაინც ჩავიწერე რამოდენიმე ბაბინაზე და ფირფიტა დავუბრუნე პატრონს არ ვიყიდე(მერე კი ძალიან ვინანე) იმიტომ რომ მაგ კონცერტის ჩაწერა შევძელი 12წლის ძებნის შემდეგ.
მოკლედ ჩანაწერი მაქვს და საღამოს როცა ყველას ეძინა როკ-ენ-როლს არ მასმენინებდნენ. ამიტომ ვრთავდი დორსებს და ვუსმენდი მშვიდ გარემოში. გახსოვთ რომ მაგ კონცერტში რეი მანზსრეკი უკრავს კლავისინზე , ბრწყინვალე მიგნება იყო,
რამაც ახალი ჟღერადობა შე ძინა მუსიკას. და მაგ ალბომზე ბოლო სიმღერაა , რომელიც 11წუთი გრძელდება,
მაკარტნიმ იესთიდეი რომ დაწერა წუთ ნახევარი გრძელდებიდა და მას წუთნახევრიანი სიმფონია უწოდეს და აქ კი 11წყთი....საინტერესოა სიმღერის წყობა , იწყება საშვალო რითმში, მერე მუსიკა თანდათან ნელდება, გადაყევხარ სხვა განზომილებაში , აღწევს კულმინაციას და ხთება კულმინაციის გახსნა......... მორისონს შამანს უძახდნენ იმიტომ რომ აჯადოვებდა მსმენელს. მოკლეთ მივხვდი რომ ეს უკრავდა სხვა მუსიკას.....................რომელიც მაშინ ძაან ცოტას თუ ესმოდა.
( აქ დავამატებდი რომ დორსი ამერიკის საუკეთესო ანსამბლად აღიარეს 1987 როცა ბილბორდმა გამოაქვეყნა თავისი მონაცემები მისი სამი ფირფიტა გახდა იმ დროს ორგერ პლატინის და ექვსი პლატინის ხოლო ორი ოქროსი. მორისონი უკვე მკვდარი იყო და ანსამბლი 16წლის დაშლილი) -
მოვძებნე სხვა კონცერტები . ეს ლენტი რაზეც იყო ჩაწერილი სტრენჯ დეის დაწყდა და დამრჩა კონცერტის ნაწყვეტები.
მალე მორისონიც მოკვდა. და ჯგუფი დაიშალა....................................ვაკუუმს სჭირდებოდა შევსება. გადიოდა დრო, მაგრამ შეცვლა არა ჩანდა. წლები გავიდა ,და ერთ მშვენიერ ღამეს მესმის მუსიკა რომელიც თავისი სტილით და აღნაგობით მახსენებს ძველს მაგრამ უკრავენ რაღაც ზღაპრულ მუსიკას. გამოვვარდი ბალკონზე ,მუსიკა მოდის პირველი სართულიდან კინაღამ გადავხტი(მე მეხუთეზე ვცხოვრობ). გამოვარდი სადარბაზოში, მივაყურადე ყველა კარებს და ღამის 3საათზე დავურეკე მეზობელს , მაშინ არ ვიცნობდი, გაკვირვებულმა გამიღო კარი, მე ვკითხე თუ რა ჯგუფია და რა კონცერტი მან მიპასუხა პინკ ფლოიდი და კონცერტი დარქსაიდი, იმავე დღეს მქონდა ჩანაწერი და ჩემს ბედნიერებას არ ჰქონდა საზრვარი...................................................................................................Yპ
ისე მერე დაგიწერთ დორსების სხვადასხვა სიმღერებთან დაკავშირებულ ისტორიებს. ტუ მექნა დრო smile.gif
1969წ ჟურნალ АМЕРИКА-ში დაიბეჭდა სტატია და ნოტები რამოდენიმე სიმღერის .
და ინტერვიუს ნაწყვეტი მორისონთან. მორისონი ამბობდა რომ დოორს ეს არის კარები ჩვენს ცნობიერბას აქეთ და ჩვენს ცნობიერებას იქეთ ......................
ხოლო ანოტაციაში ეწერა რომ DOORS-ეს არის ანსამბლი რომელიც იყენებს LSD-ს და სხვა ჰალუცინოგენურ პრეპარატებს.
იქვე იყო მეორე ანსამბლის ნოტები ჯეფერსონის აეროპლანი. და ეწერა რომ ეს აეროპლანი მიფრინავს ყოველგვარი მუსიკალური ნაგავის თავზე .ისე ამ ანსამბლის სიმღერა სომბადი ლავ 1969წ ვუდსტოკის ფესტივალის ჰიმნად იყო აღიარებული..................................................
Led_Zeppelin
Super Member
კარები ჩვენს ცნობიერებას აქეთ და იქეთ.