Quarrymanხო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბასის და დრამის პარტიებზე მთელი სიმღერა აწყობილი. მთელი მელოდია მაგას ეფუძნება და არა მგონია 100%-ით მართალს იძახდელს პოლი. იმისი არ იყოს, ინ მაი ლაიფის მელოდია მთლიანად მე დავწერეო.

ხო და მგონი არსებობს კიდევაც დემო ვერსიები სადაც ლენონი გიტარით უკრავს ბასის მელოდიას (შუმ ბუმ ტუბუ დუმ).

რაც შეეხება არანჟირებას, ეგ მართალია. ლენონი ვერასდროს ვერ იძახდა კონკრეტულად როგორი ჟღერადობა უნდოდა და მაკარტნიმ დეტალურად იცოდა (ინსტრუმენტების და პარტიების ჩათვლით). მაგ. ლენონს რომელიღაც სიმღერაზე უთქვამს ჯორჯ მარტინისთვის I want it to sound like orange-ო.

საწყალი ჯორჯი გამოშტერდა, ეგ რავიცი მე რა არისო.

თუმცა სოლო ალბომებში ვერ დაგეთანხმები: აქ მაგარი კოლაბორაცია ქონდა ფილ სპექტორთან. Plastic Ono Band არის უმაგრესი ალბომი, რომელშიც ლენონის სურვილით ძალიან მარტივი და პირდაპირი ჟღერადობაა, ბიტლების ბოლო ალბომებიდან მკვეთრად გასხვავებული. საერთოდ ხარისხობრივად ლენონის სოლო შემოქმედება გაცილებით მირჩევნია მაკარტნისას.
Mr_Dylanმე მაქვს Across the Universe-ის ბუტლეგი, რომელშიც მთელი ბენდი უკრავს (დრამი, ბასი და ყველაფერი) და თან მაკარტნი და ლენონი ორ ხმაში მღერიან და არის უმაგრესი. ნეტა ეგრე ჩაეწერათ.
კარგით, შოთა დეიდა დაიკარგა და ვინმეს არ უნდა კიდე რამე შეკითხვა დასვას?