ახლა რა ხდება - იდეაში მაქვს ბიტლებზე საიტის გაკეთება.განსაკუთრებულია არაფერი იქნება, უბრალოდ, ისევე როგორც ჩემი საიტი PF-ზე, ესე იქნება მთლიანად ქართულად და სტატიებიც ითარგმნება ქართულად.ფან-საიტი იქნება...მაგრამ იმისათვის, რომ რამენაირად საერთაშორისო არენაზეც გავიტანოთ, არ დაიდება არავითარი ოფიციალური ალბომისა თუ ვიდეოს ლინკი.ეს იდეა დიდი ხანია მაწუხებს, მით უმეტეს, რომ ბიტლები იყო და დარჩება ჩემი პირველი მუსიკალური სიყვარული.ჯერ-ჯერობით, უბრალოდ დავიწყებ და უმალვე გამოვაქვეყნებ ნეტში.მერე კი ნელ-ნელა დავამატებ ყველაფერს (ერთბაშად მაინც ვერ იზამს კაცი).დაახლოებით მინდა რომ ა-ლა Yellow Submarine გამოიყურებოდეს.

ბექი უშუალოდ ლურჯი იქნება, ბუშტებიც იქნება, ასევე იქნება გამოყენებული ამ ამ სუბმარინის ფერები, შესაძლებელია, სხვადასხვა სექციებში სხვადასხვა პერსონაჟი ჩითავდეს ამ ანიმაციური ფილმიდან (ჩემი საყვარელი ფილმების ტოპ 5ში მყავს).
ამ გაფორმების იდეა იმიტომ გამიჩნდა, რომ საკმაოდ იოლია ერთ სტილზე დაყენება საიტის.არის სხვა ალბომები, რომლის სტილშიც შეიძლება საიტის შესრულება, მაგრამ სუბმარინის თემიდან ყველაზე მეტის ამოწურვა შეიძლება.
(ახლა ვიფიქრე, რომ თეთრი ალბომის სტილშიც გაასწორებდა - რაღაც ნომერი რომ არის დისკის კონვერტზე, ის რომ ყოფილიყო ''ენტერ''-ის ვარიანტში.ნუ ეს ისე, ვიოცნებესავით)...
იმედია, ამ ამბავს დადებითად შეხვდებით.დიდი ხანია ვეძებ სტილს და ვერა და ვერ მოვნახე...მქონდა თეთრი სტილის იდეაც (კლასიკური ბიტლური ვარიანტი)...