MeTallicaშესავალიმეტალიკა გახლავთ ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფი რომელიც შეიქმნა 1981 წელს , კალიფორნიის შტატში , ქალაქ ლოს ანჯელესში. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დრამერმა
ლარს ულრიხმა გამოაქვეყნა განცხადება ადგილობრივ გაზეთში მძიმე მეტალ ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით რომელსაც გამოეხმაურა
ჯეიმს ალან ჰეტფილდი (რითმული გიტარა & ვოკალი ) . დღეს დღეობის მეტალიკა გარდა ჯეიმსისა და ლარსისა შედგება
კირკ ჰემეტისა (მთავარი გიტარა) და
რობერტო ტრუჰილიოსაგან (ბას გიტარა & back ვოკალი) . თუმცა მანამდე ჯგუფში იყო
ჯეისონ ნიუსთედი (ბასი) ,
დეივ მასთეინი (მთავარი გიტარა) ,
რონ მაკგოვი (ბასი) და
კლიფორდ ლი ბარტონი(ბასი) .
მეტალიკის ადრეული ჩანაწერები შეიცავს სწრაფ, მძიმე და აგრესიულ ინსტრუმენტალურ პატიებს რამაც ადგილი მოაპოვებინა მას "თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში" (the big four) რომელშიც შესულია შემდეგი ჯგუფები ... Slayer, Megadeth, Anthrax და რაღათქმა უნდა Metallica .
ადრეული წლები (1981-1982)მეტალიკა ჩამოყალიბდა ლოს ანჯელესში 1981 წლის ბოლოს, ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც დრამერმა ლარს ულხირმა გამოაქვეყნა განცხადება ჯგუფის შექმნის თაობაზე ადგილობრივ გაზეთში The Recycler, სადაც შემდეგი შიანარსის სიტყვები ეწერა : "დრამერი ეძებს სხვა მეტალ შემსრულებელს რომ დაუკრან(აქ სხვა რაღაც უფრო კარგად გააჟღერდებოდა

) როგორც Tygers of Pan Tang, Diamond Head და Iron Maiden–მა". მას მაშინვე გამოეხმაურა გიტარისტი ჯეიმს ჰეტფილდი და ჰიუ ტანელი ( ჯგუფიდან Leather Charm ) . მიუხედავად იმისა რომ ეს ჯერ არ იყო ოფიციალურად ჩამოყალიბებული ბენდი ,ლარსმა სთხოვა Metal Blade Records ის დამაართსებელს, Brian Slagel–ს რომ იქნებ შეეძლო და დახმარებოდა მათ რომ ჩაეწერათ სიმღერა მომავალი Metal Massacre კომპლიკაციებისთვის . Slagel– დათანნხმდა ,ლარსმა შესთავაზა ეჯიმს რომ დაეკრა რითმულ გიტარაზე და ასევე მას ემღერა ... ბენდი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1981 წლის ოქტომბერში(აბა გამოიცანით რომელში

) 5თვის შემდეგ მას მერე რაც ჯეიმსი პირველად შეხვდა ლარსს.
ულხირი შემდეგ გაესაუბრა თავის მეგობარ რონ ქუანტანას , რომელსაც შესანიშნავად შეეძლო სახელების შერჩევა... ლარს მან შესთავაზა თავისი ჯგუფისთვის ორი სახელი : MetalMania და Metallica.
ულხირმა გამოიყენა Metallica თავისი ბენდის სახელითვის ... შემდეგი განცხადება მან კვლავ გაზეთ The Recycler ში გამოაქვეყნა სადაც წერდა რომ ეძებდა წამყვან გიტარას ბენდისთვის, მას გამოეხმაურა
დეივ მასთეინი , მას შემდეგ რაც ჯეიმსა და ლარსმა იხილა მისი ოსტატობა მაშინვე უხმეს დეივს თავიანთ ჯგუფში. 1982 წლის დასაწყისში . ბიჭებმა ჩაწერეს თავიანთი პირველი სიმღერა "Hit Lights" Metal Massacre –სთვის ...
მეტალიკამ პირველად სცენაზე დაუკრა 1982 წლის 14მარტს Anaheim–ში, California–ში , დეივთან, ლარსთან და ჯეიმსთან ერთად უკრავდა მათი ახალი მასისტი რონი .
თუმცა 1982 წლის შემოდგომაზე ლარსი და ჯეიმსი დაესწრნენ West Hollywood ში (ღამის კლუბია) შოუს Whisky a Go Go–ს სადაც ნახეს ნამდვილად ნიჭიერი ბასისტი კლიფ ბარტონი (ეს ყველაფერი რონმა არ იცოდა და დიდი ხნის განმავლობაში კიდევ , როდესაც ჯეიმსი და ლარსი ეხვეწებოდნენ კლიფს მეტალიკაში გადასვლას , მაინც რონის გარაჟში რეპეტიციობდნენ) რომელსაც დიდი ხანი თხოვდნენ მეტალიკასთან შეერთებას ( აღსანიშნავია ისიც რომ კლიფი იმდენად ოსტატურად უკრავდა ბას გიტარაზე რომ თავიდან იგი უბრალოდ წამყვანი გიტარისტი ეგონა ლარსსაც და ჯეიმსაც ) . როგორც იქნა , 1983 წლის დასაწყისში კლიფი დათანხმდა ბიჭების შემოთავაზებას, ოღონდ მხოლოდიმ პირობით თუ ისინი გადავიდოდნენ "სამოღვაწეოდ" სან ფანცისკოს მიდამოებში . მეტალიკამ თავისი პირველი კონცერტი კლიფთან ერთად გამართა 1983 წლის მარტში ღამის კლუბ The Stone –ში .
1982 წელს , მეტალიკის ერთ–ერთი დემო სიმღერა ( No Life 'til Leather ) მოისმინა Johnny "Z" Zazula– რომელსაც ძალიან მოეწონა და გადაწყვიტა რომ მეტალიკისთვის ალბომის ჩაწერა ეთხოვებინა , მან ისესხა ფული და ჩამოაყალიბა Megaforce Recordsი რომელიც ნიუ იორკშია განთავსებული და 1983 წელს უკვე მან ალბომიც კი ჩააწერინა ბიჭებს . (როგორ წავიდა უკვე მისი სტუდიის ამბავი ალბათ უკვე ყველა კარგად ხვდებით )
kill'em all & ride the lightening (1983-1984)1983 წლის მაისში მეტალიკა წავიდა ნიუ იორკში რომ ჩაეწერა თავისი პირველი ალბომი Metal up Your Ass რომელსაც პროდუსერობას Paul Curcio გაუწევდა . ბენდის წევრებმა გადაწყვიტეს რომ დეივი გაენთავისუფლებინათ იმის გამო რომ მიძალებული იყო ნარკოტიკებს და ალკოჰოლს (ასევე სურდა პირველობა მაგრამ ევრ ხვდებოდა რომ სადაც ჯეიმსია იქ ის მუდამ N2 იქნებოდა

) მისი ადგილი კი ჯგუფში კიკ ჰემეტს შესთავაზეს რომელიც ჯგუფ Exodus–ში უკრავად . დეივი გაანთავისუფლეს 1983 წლის 11 აპრილს , კირკი კი იმ დღესვე მივიდა მეტალიკასთან . (დეივმა დაიფიცა რომ მეტალიკას ამას ცხვირში ამოადენდა , უკვირდა კირკი როგორ ჯობნიდა და ასე შემდეგ. წავიდა უკან კალიფორნიაში და ჩამოაყალიბა ჯგუფი "Megadeath" თუმცა ეგ უკვე სხვა თემაა )
მიუხედავად იმისა რომ ჯგუფის პირველს ალბომს უნდა დარქმეოდა Metal up Your Ass , ხმის ჩამწერმა სტუდიამ უარი განაცხადა ასეთი სახელის ალბომის გამოშვება ,ამის გამო ბიჭებს მოუწიათ რომ სახელი Metal up Your Ass შეეცვალათ Kill 'Em All ით . ალბომი მაინც და მაინც წარმატებულად არ შეიძლება ჩაითვალოს(კომერციულად) რადგანაც მან დიდი წარმატება ჯგუფს ვერ მოიტანა , და ფინანსურადაც ვერ გაამართლა, იგი მხოლოდ აღიარებული იქნა "მიწისქვეშა მეტალ სცენისთვის" . ბიჭები მაინც აქტიურად განაგრძობდნენ ალბომის მხარდასაჭერ ტურებში მონაწილეობას და 1984 წლის თებერვალში მათ დაუკრეს ჯგუფ Venom თან ერთად Seven Dates of Hell თურზე , სადაც ისინი გამოვიდნენ 7 000 ფანის წინაშე, ფესტივალი ჩატარდა ზვოლში, ჰოლანდიაში .
1984-ში Metallica-მ ჩაწერა ალბომი Ride the Lightning. პირველ, Kill ‘em All-თან შედარებით ბევრად რთული, ჰარმონიული და მძიმე ალბომი. სამი მკვლელი კომპოზიციით - Fade To Black, For Whom The Bell Tolls, Creeping Death. იყო კიდევ ერთი, ბოლო, შედევრალური ინსტრუმენტალი The Call of Ktulu, რომელშიც კლიფი სოლირებდა. ეს პრელუდია შემდეგ, ბარტონისა და მთელი ჯგუფის მწვერვალში, ყველა დროის უდიდეს ინსტრუმენტალში - Orion-ში გადავიდა. კომპოზიცია შევიდა ალბომში Master Of Puppets. Metallica უკვე ლეგენდა იყო. ჯგუფის მაშინდელი ლირიკა სოციალურ გახრწნილობას, რეალიზმისა და სურეალიზმის კვეთას, საზოგადოების გამომწვევ სიმარტივესა და მიუღებელ სირთულეს აერთიანებდა.
ალბომი Sweet Silence სტუდიაში , კოპენაჰგენში , დანიაში , ალბომმა დაიკავა მე100 ადგილი ბილბორდ 200 ის რეიტინგში .
Master of Puppets (1984–1986)(1983-1984)Elektra Records & R დირექტორი მაიკლ ალაგო თანადამფუძნებელი კლიფ ბარნსტეინი დაესწრნენ 1984 წლის მეტალიკის კონცერტს , გაოგნებულნი იმითი თუ რაც ნახეს შესთავაზეს და ხელი მოაწერეს კონცტრაქტს Metallica to Elektra Records–თან თანამშრომლობის და გააკეთეს "ჯგუფი" Q-Prime Management კლიენტებისათვის. მათ ჩაწერეს creeping death ის სახელობის ალბომი რომელიც შეზღუდული ტირაჟით ( 40 000) გამოიცა და რომელიც გაყიდული იყო არა მხოლოდ ამერიკაშია რამედ ბრიტანეთშიც . ამავე კომპანიის წყალობით მეტალიკამ შესძლო და 1985 წლის 17 აგვისტოს დაუკრეს "როკის მონსტრების ფესტივალზე" ისეთ შემსრულებლებთან ერთად როგორებიც არიან ბონ ჯობი და რეთი, ისინი უკრავდნენ Donington Park–ში, ინგლისში 70 000 მაყურებლის წინაშე , შემდეგი შოუ კი გაიმართა უკვე ამერიკაში, ოკლენდში Day on the Green ის ფესტიავლზე სადაც ბიჭები 60 000 კაციან კონცერტზე უკრავდა .
Metallica-ის მესამე სტუდიური ალბომი, Master of Puppets ჩაიწერა Sweet Silent ის ტუდიაში და გამოიცა მარტი 1986 რომელმაც 29 ადგილი დაიკავა ბილბორდ 200 ის რეიტინგში და კიდევ 72 კვირის განმავლობაში იყო წლის ჩარტში. 1986 წლის 4 ნოემბერს ალბომი დაამოწმეს ოქროს სტატუსით ხოლო 2003 წელს 6 პლატინაც მიიღო.Steve Huey მა კი სთქვა რომ ეს არის საუკეთესო, საუკეთესოებს შორის ალბომი მეტალიკის შემოქმედებიდან , ალბომის გამოცემის შემდეგ
ოზი ოზბორნმა იხმო ბიჭები თავის ამერიკულ ტურნეში, მაგრამ სკეიტზე სრიალის დროს ჯეიმსი დავარდა და ხელი მოიტეხა რის გამოც ამ ტურნეში ის მხოლოდ მღეროდა ხოლო რითმ გიტარაზე John Marshall – უკრავდა .
Burton's death (1986–1987)მეტალიკის და ალბათ სრულიად მეტალ სამყაროს ყველაზე დიდი დანაკლისი რაც კი რამ შეიძლებოდა ყოფილიყო... 1986 წლის 27 სექტემბერს მეტალის სამყარომ დაკარგა თავისი ალბატ საუკეთესო წარმომადგენელი (იმ დროის მაინც) ბას გიტარის ნამდვილი ვირტუოზი და დღეს დღეობითაც ერთ–ერთი საუკეთესო თავისი უძველეში შემოქმედების მიუხედავად . 27 სექტემბერს ევროპული მოგზაურობის და ტურნეების დროს , ავტოკატასრტოფაში 24 წლის ასაკში გარდაიცვალა
კლიფორდ ლი ბარტონი .
ამაზე უკეთ მე კლიფზე ვერ ვიტყვი ანმდვილად ევრაფერს ამიტომ ამ პატარა ჩანახატით ალბათ ბევრი რაიმეს თქმა შეიძლება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
"სკოტს ყველა უყვარდა. იღვიძებდა, კითხულობდა დილის ლოცვას და ტოსტების მომზადებას იწყებდა.
დედას არ იკარებდა... მამა თუ შენიშვნას აძლევდა, ხმას არ იღებდა, ოღონდ ჩვენკენ არ ტრიალდებოდა. მამაც ისე, ხუმრობით აძლევდა შენიშვნას, მაგრამ სკოტისთვის ეს მაინც საყვედური, მამის მხრიდან უხეში სიტყვა იყო. სკოტი ატირებული შედიოდა ოთახში და ბიბლიას გულში იკრავდა. ერთხელ ვუთხარი, მამიკოსგან ეს ნუ გეწყინება, ხომ იცი, რომ სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ-მეთქი.... ამომხედა და ჯერ ვერაფერი მითხრა.... მერე, ფანჯარასთან მოდიო, დამიძახა....
- გედების გადაფრენა იყო... ნახე, კლიფ, რა ლამაზები არიან, ყველა მაგათ უყურებს და ლამაზებად დაიმახსოვრებს. -მე? ...... სარკეში ვერ ვიხედები. ვგრძნობ, რომ თქვენც უკვე ნაკლებად გსიამოვნებთ ჩემი დანახვა, დედიკო თვალს მარიდებს. დავამშვიდე, ხელი გადავხვიე, სისულელეებს ამბობ-მეთქი. ლოგინზე დამსვა და მთხოვა, თუ არ გეზიზღები, შუბლზე მაკოცეო. მერე ცრემლები მოიწმინდა და ჩაილაპარაკა: გახდი ის, ვინც უნდა გახდე და შემპირდი, რომ შენსას გაიტანო... სკოტი კიდევ ორ თვეს ებრძოდა ლეიკემიას, მე კი მისი სიკვდილის შემდეგ ბოლომდე გადავერთე მუსიკაზე. ბასი ჩემი ინსტრუმენტი იყო. ბასი სკოტის საყვარელი ინსტრუმენტი იყო. უნდა ვყოფილიყავი საუკეთესო ბასისტი.... ოღონდ არა თქვენთვის.... არა მსმენელისთვის....... საუკეთესო ბასისტი ჩემი ძმისთვის", - კლიფ ბარტონი
1986 წლის 25 სექტემბერი, ფრაგმენტი ინტერვიუდან ჟურნალში Rolling Stone.
To Live Is To Die
Metallica…
მძიმე, რთული, სწრაფი, მელოდიური, ტექნიკური, ლირიკული, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ეპოქალური.
მძიმე მუსიკა, ტრეში, მისი შემდგომი ინკარნაციები უფრო კარგ მოსასმენად, რთული პასაჟების მაქსიმალურად ადვილად მისაღებად ჯეიმსმა (ჰეთფილდმა), ლარსმა (ულრიხმა), კირკმა (ჰემეტმა) და გენიოსმა კლიფმა (ბარტონმა) აქციეს. ვერ წარმომიდგენია, სადამდე უნდა გაექაჩა ამ ჯგუფს, 1986 წლის 27 სექტემბერს სკანდინავიური ტურის დროს ავტოკატასტროფაში კლიფი რომ არ დაღუპულიყო.
დასრულდა ეპოქა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მეტს, ბევრად მეტს იმსახურებდა. კლიფ ბარტონი 24 წლის იყო.
========================================
..Anthrax და Metallica სტოკჰოლმში ორდღიან ფესტივალს ჰედლაინერებად ასრულებდნენ. “ბისის” დროს ჯეიმსმა დენი სპიტცი და სკოტ იანი სცენაზე აყარა, ერთად ჩაამთავრეს სეტი და ჯგუფის წევრები თავიანთ ტურ-ავტობუსებში გადანაწილდნენ.
კირკ ჰემეტი: "ცუდი ავტობუსით ვმგზავრობდით. სკამები უხეში, არაკომფორტული იყო. ყველა წუწუნებდა, არ გვეძინებოდა... ჯეიმსმა, - პოკერი ვითამაშოთ და ვინც მოიგებს, მეოთხე რიგში, ყველაზე კარგ სკამზე ის დაიძინებსო. პოკერის თამაში ბევრს დაეზარა და კლიფმა შემოგვთავაზა, ვინც ყვავის ტუზს ამოიღებს, იმ სკამზე იძინებსო.
ყვავის ტუზი კლიფმა ამოიღო... უკვე იძინებდა, მაინც გადმომხედა და - კირკ, გუშინ სიზმარში სკოტი ვნახეო... მერე-მეთქი? არა, მომენატრეო, მითხრა და მალე შევხვდებითო. კლიფ, ისედაც ვერ გიტან, მაგ სკამზე მალმიოდან სტოკჰოლმამდე მე ვიჯექი და შემეშვი-მეთქი რა... კლიფს ჩაეძინა. მალე ავტობუსში სასიამოვნო სიმშვიდემ დაისადგურა. ყველას ეძინა. გამთენიისას კოპენჰაგენში უნდა ვყოფილიყავით.
ზუსტად არ მახსოვს, რამდენნი ვიყავით ავტობუსში. ალბათ დაახლოებით ოცდაათი კაცი. მერე მძღოლმა მოყინულ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი მოსრიალდა, ხეს შეასკდა. კლიფი ფანჯრიდან გავარდა, მაგრამ ეს ვერავინ დაინახა. მოგვიანებით დასისხლიანებული სახეებით, შეშინებულები რომ ჩამოგვიყვანეს ავტობუსიდან, ჯეიმსმა იკითხა, კლიფის ხმა რატომ არ მესმისო. კლიფ ბარტონის ხმა აღარავის გაუგია. კლიფი აღარ იყო... მის ადგილზე მე უნდა ვყოფილიყავი."
ყოველი “ლაივის” წინ ბარტონი ამოწმებდა ჯინსის ჟილეტის გულის ჯიბეს. იქ ინახავდა ხელსახოცს, რომლითაც სკოტიმ მაშინ, გედების გადაფრენისას, ცრემლები შეიმშრალა. ქაღალდზე ეწერა: "კლიფს სკოტისგან, სიყვარულით. მე შენით ყოველთვის ვიამაყებ."
კლიფ ბარტონი იქცა ლეგენდად ლეგენდაში. ბარტონის ინსტრუმენტიდან მშვიდი, მაგრამ საშიში, რაღაც ცუდის, მძიმეს მომასწავებელი საუნდი ამოდიოდა. მერე კი იკარგებოდა ჯეიმსის რიტმ-გიტარის ფონზე... მერე ისევ ლიდზე ამოდიოდა, კვლავ იკარგებოდა და იდეალურად ავსებდა რიტმ-სექციას. ლარსს მაშინ იმპროვიზაციის ნიჭი არ გაუყიდია და პროგრესის მოტივაციაც ტონობით ჰქონდა.
კლიფ ბარტონი არ უნდა მომკვდარიყო....
მაშინ ...
24 წლის ასაკში...
არ უნდა მომკვდარიყო !!!
ლარსი: "ავტობუსიდან რომ ჩამომიყვანეს, ვერ ვაზროვნებდი, ვერ ვაცნობიერებდი მომხდარს. ჯეიმსი ჯგუფის მენეჯერთან, ჯონ მარშალთან ერთად მძღოლს რაღაცას უყვიროდა, სხვები გარბოდნენ, იცინოდნენ, ტიროდნენ... ქაოსი იყო. კირკი და ჩვენი ერთ-ერთი როუდი მოტეხილ ხესთან იდგნენ. კირკი ტიროდა, ის, მეორე ტიპიც ტიროდა. უცბად ყურადღება არ მივაქციე, ნანახი გავატარე და ჯეიმსისკენ წავედი. ამ დროს ჯეიმსმა კლიფი მოიკითხა და როუდიმ ჩაილაპარაკა, კლიფი დავკარგეთო. ღმერთმანი, მართლა ჩაილაპარაკა, მაგრამ ეს სიტყვები ექოსავით მოედო იქაურობას. მივუახლოვდი კირკს, რომელიც აღარ ტიროდა, ღრიალებდა, ავტობუსს ქვით მინა ჩაულეწა. კლიფი დავინახე და ცრემლი წამომივიდა. იცით, როგორი მშვიდი, დასვენებული სახე ჰქონდა? თითქოს მზად იყო იმისთვის, რაც უნდა მომხდარიყო და მოსახდენი მშვიდად მიიღო. მოვიდნენ პოლიციელები, ექიმები... კორონერებიც. ორი საათი იქ ვიყავით. მერე მენეჯერმა დაგვიძახა, ჯგუფი ამ მანქანით მოდისო. ჯეიმსმა გახედა და, - ჯონ, რომელი ჯგუფიო, ჰკითხა? მარშალი ჩუმად იყო. ჯეიმსი კიდევ დიდხანს იჯდა კლიფის წინ და კორონერებს გვამს არ ატანდა - მისი ადგილი მორგში კი არა, სცენაზეაო."
1984-ში Metallica-მ ჩაწერა ალბომი Ride the Lightning. პირველ, Kill ‘em All-თან შედარებით ბევრად რთული, ჰარმონიული და მძიმე ალბომი. სამი მკვლელი კომპოზიციით - Fade To Black, For Whom The Bell Tolls, Creeping Death. იყო კიდევ ერთი, ბოლო, შედევრალური ინსტრუმენტალი The Call of Ktulu, რომელშიც კლიფი სოლირებდა. ეს პრელუდია შემდეგ, ბარტონისა და მთელი ჯგუფის მწვერვალში, ყველა დროის უდიდეს ინსტრუმენტალში - Orion-ში გადავიდა. კომპოზიცია შევიდა ალბომში Master Of Puppets. Metallica უკვე ლეგენდა იყო. ჯგუფის მაშინდელი ლირიკა სოციალურ გახრწნილობას, რეალიზმისა და სურეალიზმის კვეთას, საზოგადოების გამომწვევ სიმარტივესა და მიუღებელ სირთულეს აერთიანებდა.
For Whom The Bell Tolls... ერნესტ ჰემინგუეის შედევრი Metallica-მ თავის, სხვა დატვირთვის მქონე, სმენად შედევრად აქცია. ძირითადი მისამღერის მერე ჯეიმსი მღერის: Take a look to the sky, just before you die…It’s the last time you will! (სანამ მოკვდები, ახედე ცას... ამას უკანასკნელად გააკეთებ).
ეს სიტყვები კლიფმა დაწერა და მანვე შექმნა ის ინტრო, რომელიც ზარების ფონზე დამძიმებული ბასით, ლარსის ორმაგი ბას-პედლებით ჭრის დისტანციას სიმარტივესა და გენიალურობას შორის. კოპენჰაგენში მისვლამდე უკანასკნელად ახედა ცას კლიფ ბარტონმაც.
"ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ზემოდან ვიღაც მექაჩებოდა, მმართავდა და მკარნახობდა, რაც უნდა გამეკეთებინა. უამრავი ტრაგედია, ადრეული სიკვდილი, იმ ხალხის მოგონება, ვისაც ჩვენ უნდა მოვეგონებინეთ. მინდა, რომ თუ ვინმე მომიგონებს, ჩემზე ცუდი არაფერი გაიფიქროს. ვიცი, რომ ეს არარეალურია, მაგრამ სკოტის სიკვდილის შემდეგ ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ. გედების გადაფრენას ველოდები და მაინც მგონია, რომ სკოტის არ ჰქონია ლეიკემია, რომ ყველაფერი, რაც მოხდა, სიზმარი იყო და მინდა გავიღვიძო, სამზარეულოდან კი თეფშების ხმა ისმოდეს. მერე ჩავიდე, სკოტი ტოსტებს ამზადებდეს, თმა გაცვენილი არ ჰქონდეს და მის თვალებში ტკივილის ნაცვლად სიხარულს ვხედავდე. ღმერთი ერთია, ვლოცულობ მისთვის მაგრამ სულ ვფუიქრობ, ჩემი ძმაც ხომ ერტი იყო ? რატომ წამართვა იგი ?", - კლიფ ბარტონი, 1984, ფრაგმენტი ინტერვიუდან (საინფორმაციო წყარო უცნობია).
კლიფი იშვიათად იცინოდა. თითქმის არ ეღიმებოდა მაშინაც კი, როცა სხვები ხოხავდნენ. ის, რომ მას ვიღაც ზემოდან ექაჩებოდა, აისახა 1986 წლის მეგამონსტრის სახელწოდებასა და უდიდეს კომპოზიციაში Master Of Puppets (მარიონეტების მბრძანებელი). ძმის დაკარგვა მან გადაიტანა მძიმე, რაღაც ცუდის მოლოდინში მიტოვებული ადამიანის საგაში The Thing That Should Not Be (ის, რაც არ უნდა მომხდარიყო).Master Of Puppets გახდა ის, რაც ვერც მანამდე და ვერც მისი რეალიზების მერე ვერავინ ჩაწერა.
2009 წლის 4 აპრილს კლიფ ბარტონი როკ&როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. კლიფის ჯილდო მამამისმა - რეი ბარტონმა მიიღო. შვილის დაღუპვის ამბის გაგების მეორე დღეს რეის ტვინში სისხლი ჩაექცა. ექიმებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაგრამ ვერ აღუდგინეს სმენა. რეი ბარტონი სცენაზე ჯეიმსმა და ლარსმა აიყვანეს.
"რა გითხრათ... მადლობელი ვარ, კლიფი დღესაც რომ გახსოვთ. რამდენნი ხართ... ეს აღიარება ალბათ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემთვის. მე აღარ მყავს კლიფი და არ მყავს სკოტი, რომლის სიყვარულის გამოც გახდა კლიფი ის, როგორიც თქვენ გაიცანით. ადრე წიგნებს ვაგროვებდი, 1986 წლის 27 სექტემბრის მერე კი კლიფის მოგონებების შეგროვებაზე გადავედი. ვიხსენებ, რა უყვარდა ჩემს შვილს და მიხარია, რომ მახსოვს ისეთი კლიფი, როგორიც არ იყო იქ, მოტეხილ ხესთან. ხვალ თქვენი სითბოც მემახსოვრება, მაგრამ მარტო იმიტომ, რომ კლიფს უკავშირდება. იცით, რა კეთილი ბიჭი მყავდა? რომ სცოდნოდა, სკოტის სიცოცხლის გადასარჩენად თავი უნდა გაეწირა, არ დაფიქრდებოდა და გრძელ გზას გაუყვებოდა. გაუყვა კიდეც, მაგრამ არა ისე, არა მაშინ, როცა უნდოდა. მხოლოდ ერთი რამის მეშინია... ვბერდები და როდესაც ვერ გავიხსენებ კლიფის ცხოვრებიდან რომელიმე ეპიზოდს, ვინმეს ვთხოვ, მომკლას. თავს ვერ მოვიკლავ - ღმერთი სამოთხის კარს არ გამიღებს. მე კი კლიფის და სკოტის ნახვა მინდა, რომლებიც ვიცი, რომ სამოთხეში არიან. ორივე მენატრება, თქვენ კი... დიდი მადლობა ჩემი ბიჭის გახსენებისა და დაფასებისთვის", - რეი თავდახრილი ჩავიდა სცენიდან, დარბაზში კი...
ყველა ჩუმად იყო
ყველა სიჩუმეს უსმენდა
სიჩუმე კი დაირღვა
ჯეიმსი ტიროდა
Metallica-ს 1988 წლის ალბომში …And Justice For All არის სიმღერა To Live Is To Die (იცოცხლო, რომ მოკვდე), რომელიც ჯგუფმა კლიფ ბარტონს მიუძღვნა. ჩვეულებრივი, ლამაზი კომპოზიცია, რომელშიც ჯეიმსი ბოლოს მღერის Cannot The Kingdom Of Salvation Take Me Home. ეს სიტყვები კლიფ ბარტონის საფლავის ქვაზეა ამოტვიფრული.
To Live Is To Die... ჩვეულებრივი, ლამაზი კომპოზიცია.
ჩვეულებრივი, ლამაზი, საყვარელი, 24 წლის ბიჭის პატივსაცემად.
For Whom The Bell Tolls? ვისთვის დარეკა ზარმა?
ჰემინგუეიმ ბოლო ზარი რობერტ ჯორდანისთვის დაარეკინა. არქაიზმებით მდიდარ ნაწარმოებში ახალგაზრდა ინსტრუქტორი აფეთქებს ხიდს და თავს სწირავს იმას, რასაც არ იცის და ვერ ხვდება, რატომ უნდა შესწიროს.
დარეკა ზარმა კლიფ ბარტონისთვისაც.
დარეკა.....
დარეკა.....
უბრალოდ....
ძალიან ადრე დარეკა.
უფრო მეტისთვის
დაწვრილებით კლიფზე ... 
კლიფის გარდაცვალების შემდეგ ჯგუფი უკვე დაშლის პირას იყო თუმცა ბიჭები მიხვდნენ რომ ეს ურბალო დასასრული კი არა კლიფის ღალატიც იქნებოდა ამიტომ მათ დაიმათეს სხვა , ტალანტური და იმედის მომცემი ბასისტი
ჯეისონ ნიუსთედი (რომელმაც მოგვიანებით არ დამალა და გაამხილა რომ ძალიან გაუხარდა როდესაც შანსი მიეცა თავის "კუმირებთან" ერთად დაეკრა )
…And Justice for All (1988–1990) სამართლიანობის ალბომი... რიგით მეოთხე სტუდიური ალბომი , ბარტონის სიკვდილის შემდეგ პირველი და ასევე დებიუტი ჯეისონ ნიუსთდის თქმით რომელიც 1988 წელს გამოიცა
ეს იყო პირვეი ალბომი რომელმაც მე–10 პოზიცია დაიკავა ბოლბორდ 200 ის რეიტინგში , პატინის სერტიფიკატი ალბომმა მიიღო მისი გამოსვლიდან 9 კვირის შემდეგ . ნიუსთედს ქონდა რამოდენიმე ევრსია მუსიკებთან დაკავშირებიტ თუმცა მისი ყველა ვერსია უგულებელყოფილი იქნა .როგორც იგი აცხადება ხოლმე "სამართლის ალბომი არ იყო სამართლიანი მისთვის " .
1989 წელს მეტალიკამ მიიღო თავისი პირველი გრემის ჯილდო რომელიც მოიპოვა "…And Justice for All" საუკეთესო Hard Rock/Metal Performance Vocal or Instrument კატეგორიაში.
…And Justice for All ალბომში შესული მეხუთე სიმღერა "One" ზე გადაიღეს ასევე მეტალიკის პირველი მუსიკალური კლიპი, და ის აღიარებულ იქნა ბოლო 25 წლის ყველაზე პოპულალურ მუსიკალურ ვიდეოდ MTV ის მიერ .
Metallica (1990–1993)1990 წლის ოქტომბერში , მეტალიკამ კონტრაქტი შესთავაზა ახალ პროდუსერს რომ ჩაეწერათ მათივე სახელობის რიგით მეხუთე ალბომი , ამ პროდუსერს ნამუშავები ჰქონდა ისეთ გამოჩენი ვარკვლავებთან როგორებიც არიან The Cult, Bon Jovi, და Mötley Crüe ეს გახლდათ
ბობ როკი . "შავი ალბომი" ს საწყისი გამოცემა გამოიცა სამჯერ რაც დაახლოებით 1 მილიონი დაჯდა , საბოლოოდ ალბომი გამოვიდა 1991 წელს და მოიპოვა პირველი ადგილი ბილბორდ 200 ის რეიტინგში ასევე პირველივე კვირას გაიყიდა მისი 650 000 ასლი , აღიარეს რა მეტალიკის ყველაზე გაყიდვად ალბომად , ასევე 15 პლატინის ხარისხი მიიღო , ხოლო ამერიკის მასშტაბით არის 26 ადგილზე ალბომების აგყიდვებს შორის , ალბომის გაკეთების შესახებ უკეთესად შეგიძლიათ გაიგოთ მეტალიკის ფილმიდან
A Year and a Half in the Life of Metallica , ალბომის მხარდასაჭერი ტური Wherever We May Roam გრძელდებოდა 14 თვის განმავლობაში , 1992 წელს კ იმეტალიკამ დაუკრა
ფრედი მერკურისადმი მიძღვნილ საღამოზე, სადაც ჯეიმსმა ასევე შეასრულა Queen–ის დარჩენილ წევრებთან და Tony Iommi–სთან ერთად სიმღერა "Stone Cold Crazy" .
1992 წლის 8 აგვისტოს Guns N' Roses/Metallica Stadium Tour ზე რომელიც Guns N' Roses სთან ერთად ტარდებოდა ჯეიმსმა მიიღო მე2 და მე3 ხარისხის დამწვრობები სახეზე , ხელებზე , მხრებზე და ფეხებზე . ჯეიმსა უბრალოდ იდგა და მღეროდა მაგრამ უცებ ტექნიკური გაუმართავობის გამო ცეცლხი სწორედ იქიდან ამოვიდა სადაც ჯეიმსი იდგა ... შემდეგ კონცერტებზე მის ნაცვლად უკრავდა კვლავ John Marshall–ი .
Load, ReLoad, Garage Inc., and S&M (1994–1999)თითქმის სამწლოვანი ტურნეების შემდეგ მეტალიკამ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სახლში და ემუშავა შემდეგ ალბომზე, თუმცა 1994 წლიდან მათ მაინც რამდენიმე კონცერტზე მიიღეს მონაწილეობა სხვა შემსრულებლებთან ერთად Slayer, Skid Row, Slash's Snakepit, Therapy?, და Corrosion of Conformity სთან ერთად . 1996 წელს გამოუშვეს რიგით მე6 სტუდიური ალბომი Load რომელიც დასახელებული იქნა
Billboard 200 და ARIA Charts მიერ ნომერ პირველად .
Load ზე მუშაობისას მათ საკმარისი მასალა დაუგროვდათ იმისათვის რომ შემდეგი ალბომიც ჩაეწერათ , ამიტომ დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გამოუშვეს რიგით მე7 სტუდიური ალბომი ReLoad ი რომელმაც ბილბორდ 200 ის სათავეში ამოყო თავი ხოლო კანადური ალბომის "ჩარტებში" რიგით მე2 იყო .
1998 წელს მეტალიკამ გადაწყვიტა რომ გამოეშვათ თავიანთი "cover album" რომლებშიც შესულ იქნებოდა ისეთი ცნობილი მუსიკოსების სიმღერებიც კი როგორებიც არიან Diamond Head, Killing Joke, The Misfits, Thin Lizzy, Mercyful Fate, და Black Sabbath, ალბომი ორ ნაწილად გამოიცა , შესძლო და დაიკავა ბილბორდ 200 ის მე2 პოზიცია.
1999 წლის 21 და22 აპრილს მეტალიკამ ჩაატარა კონცერთი სან ფრანცისკოს სიმპონიურ ორკესტრთან ერთად რომელსაც Michael Kamen ი დირიჟორობდა , კონცერტი კი იმდენად მოიწონეს რომ გადაწყვიტეს მისი ალბომის სახით გამოშვებაც , ამ კონცერტზე კი დაუკრეს ისეთი სიმღეტებიც რომლებიც არც ერთ ოფიციალურ ალბომში არ არის შესული ... ესენია :"No Leaf Clover"და"Human"ი
გულახდილად შემიძლია ასევე იმის თქმა რომ მაინც და მაინც საინტერესო მეტალიკის ისტორიაში არაფერი მომხდა 2001 წლამდე რაღაც პატარ პატარა სკანდალებისა და კონცერტების გარდა
ჯეისონის წასვლა და St. Anger (2001–2005)სწორედ მაშინ როდესაც მეტალიკა აპირებდა სტუდიაში დაბრუნებას და ხალ ალბომზე მუშაობას , მათმა ბასისტმა ჯეისოან ნიუსტედმა 2001 წლის 17 იანვარს დატოვა ჯგუფი. როგორც განმარტავდა ეს იყო პირადი მიზეზების გამო , მან დიდი ზარალი მიიღო როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად იმ წლების დროს როდესაც უკრავდა იმ მუსიკას რაც უყვარდა. მოგვიანებით ჟურნალ "playboy" ს გაუმხილა თავისი წამოსვლის ნამდვილი მიზეზები: "მე ვაპირებდი რომ გამეკეთებინა ცალკე პროექტი ჩემს ჯგუფ Echobrain თან ერთად მაგრამ ჯეიმსმა მითხრა რომ ადამიანი რომელიც აკეთებს კერძო პროექტს ის აკლებს ამას მეტალიკასო , გავს საკუთარი ცხორვების მოტყუებასო" ... რაზეც ჯეისონმა გაახსენა რომ ჯეიმსმა დაუწერა მუსიკა ფილმ South Park: Bigger, Longer & Uncut ს , ჯეიმსმა კი უთხრა" ჩემი სახელი არ დომინირებს მათთან ერთად მე არ ვყიდი მას, სად იქნები ჯეისონ როდესაც ჩვენ ტურნეებზე ვივლით? გაყიდი თუ არა მაისურებს? არის ეს შენი ბენდი? " ამის შემდეგ კი ჯეისონი უბრალოდ წავიდა .
2001 წლის აპრილში , რეჟისორებმა Joe Berlinger–მა და Bruce Sinofsky–მა დაიწყეს დოკუმენტური ფილმის გადაღება მეტალიკის იმდროინდელ ცხოვრებაზე რომელსაც შემდეგი სტურიური ალბომის შესახებ უნდა მოეთხრო ... შემდეგი ორი წლის 1000 ზე მეტი საათი იქნა გადაღებული . 2001 წლის 19 ივლისს როდესაც უნდა შესულიყვნენ სტუდიაში , ჯეიმსმა დაიწყო სარეაბილიტაციო კურსების გავლა ალკოჰოლის "სიყავრულის და მიდრეკილების" გამო. იგი დაბრუნებული იქნა 4 დეკემბერს. ჯეიმსი დღეში მხოლოდ 4 საათს ატარებდა სტუდიაში დანარჩენ დროს კი თავის ოჯახს უთმობდა ...
უფრო ვრცლად ამის შესახებ იხილეთ ფილმი
Some kind of monster .

სანამ გამოვიდოდა ალბომი St. Anger ბას პარტიებს ბობ როკი ასრულებდა მაგრამ გამოსვლის წინ ბენდმა ჩაატარა კონკურსი ახალი ბასისტის ასაყვანად , რომელიც
Robert Trujillo აღმოჩნდა .
2003 წლის ივნისში გამოვიდა ამთი რიგით მე8 სტუდიური ალბომი რომელიც მაშინვე ბილბორ 200 ის სათავეში აღმოჩნდა. ალბომს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა თუმცა მან მაინც მოახერდა ხა მოიპოვა Best Metal Performance ის ჯილდოს მოპოვება 2004 წელს...
სწორედ მაშინ როდესაც მეტალიკა Download Festival ის ფესტივალზე უნდა წასულიყო 2004 წელს ინგლისში დაშავდა ლარსი, თუმცა იგი შეცვალა სლეიერის დრამერმა
Dave Lombardo &
Joey Jordinson ნმა სლიპკნოტიდან ...
2005 წელს მეტალიკამ გადაწყვიტა დაესვენებინათ მუსიკისგან და მთელი დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაეტარებინათ თუმცა მათ ორი კონცერთი მაინც ჩაატარეს 13 და 15 ნოემბერს სან ფრანცისკოში
This post has been edited by jgarksona on 5 Nov 2010, 19:22