let the music do the talking - უკეთესიც შეეძლოთ რომ აერჩიათ გახსნის სიმღერად, draw the line/back in the saddle, როგორც შარშანდელ ტურში ქონდათ. ძირითადად ყველა ტელეფონმომარჯვებული იდგა, განსაკუთრებით დასაწყისის დროს, მერე ცოტათი შეეშვნენ ნაცნობი ვეშები რომ წამოვიდა
young lust - ეს ფაქტიურად სამჯერ მოვისმინეთ ლაივში მაგ დღეს, სანამ შევიდოდით გარეთაც ძალიან ისმოდა რომ რეპეტიციობდნენ
cryin, livin on the edge, rag doll, elevator, ყველა ერთი ამოსუნთქვით წავიდა მიყოლებით, ლაითად, მხიარულად და ენერგიულად
crazy - პირველი სიმღერა, რომელზეც მთელი დარბაზი აყვა. ქრაინზეც და ელევეიტორზეც აუბეს მისამღერებში მაგრამ ასეთი მასიური პირველი ქრეიზი იყო.
და ალბათ ერთ ერთი გამორჩეული მომენტი
stop messin around ! - ამას ერქვა მართლაც Joe Fuckin Perry!!! ბლუზის ასეთი ბომბა შესრულება არ მომისმენია ცოცხლად არასდროს!
oh well-ის რიფიც კარგად მიყვა
ზოგადად ისრაელის სეტლისტი რომ შეცვალეს 1-2 სიმღერით უკეთესი გამოვიდა
sweet emotion - საკმაოდ გრძელი და ჰაეროვანი გამოუვიდათ და თითქოს შესვენებასავით იყო
jaded - ვისაც ეს სიმღერა უყვარს დამეთანხმება, რომ ერთ ერთი ყველაზე ემოციური შესრულება იყო და ლაივში სულ სხვა ეფექტი ქონდა, ალბათ კიდევ 10ჯერ მოვისმენდი ამასაც და stop messin aroud-ს რომ შემეძლოს
i dont wanna miss a thing - ჯებირთან ბიჭი და გოგო იდგნენ, სიმღერამდე სტივენამ თქვენ, მიდით აკოცეთ ერთმანეთსო. ამათ ხელი გაიქნიეს ვერაო თუ რაღაც ეგეთი. აა შენი და არის, ოკ მაშინო
ძალიან მაგარი გამოვიდა ბოლოსკენ, ოთხივე სიმღერაზე ინგრეოდა ირგვლივ ყველაფერი, ყველანაირი ხმა, რღიანცელი, კივილი....
კიდევ რამდენ რამეს დავამატებდი მაგრამ თავს ვერ ვუყრი აზრებს 2 დღის გასვლის შემდეგაც კი
აეროვედერჩი ბეიბი !
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)