ჰო, ვინ წერდა უოტერს-წინასწარმეტყველზე??????

ეგ სიმღერა ტექსტით სულ სხვა რამეზეა...ომი ბეირუტში სულ არ არის მანდ ნახსენები.
ბეირუტის დატოვებისას
მოკლედ, ბეირუტიდან გავემგზავრეთ.ვილა და მე.
იგი აღმოსავლეთისკენ გაეშურა, ბაღდადში და იმის იქით
მე კი ჩრდილოეთით
ხუთი ან ექვსი მილი გავიარე, სანამ ქუჩის ლამპიონებიც არ გაქრა
და გზის პირად ჩამოვჯექი
ხელი ავწიე
უიმედოდ ვუქნევდი ადგილობრივი ტრანსპორტის უძლურ მწკრივს
არის!
ძველი ''დოლმუსის'' (გადატენილი ტრანსპორტი) მერსედესი
ყველგან მყოფი არაბი, კერძო ტაქსი, გააჩერა
მე ჯიბეები ამოვიტრიალე და მხრები ავიჩეჩე
''ფული არ მაქვს''
''ჩაჯექი'' - გაისმა მშვიდი ხმა უკანა სავარძლიდან
მძღოლი დაღლილად დაიხარა და გამიღო კარი
შევჩერდი, რათა შიგნით მყოფი ორი ადამიანისთვის შემეხედა
ერთი სათვალეებიანი, ულვაშებიანი, ბრაზიანი, ცივი იყო
მეორე - ის, რომელიც მესაუბრებოდა -
ავადმყოფი სახე ჰქონდა, 55 წლის იყო, მელოტი, დაბალი, ცისფერი ფერის მოკლე სახელოებიანი პერანგით
გულის ჯიბეში საწერი კალამი ჰქონდა
შესაძლებელია, სავარძელში დაკარგული კლერკი იყო (სავარძელი დიდი იყო, ის კი - პატარა)
''წავედით'' - გაიმეორა მან და გაიღიმა
''კი , მაგრამ ფული არ მაქვს''
''ხო, ხო, გასაგებია.წავედით.''
ხო და ამ ხალხს უნდა დავუშინოთ ყუმბარები?
და ნუთუ ასე დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ადამიანები საშიში არიან?
რა არის ეს: გასართობი, სასჯელი თუ დანაშაული?
და ნუთუ ნამდვილად ეს გვსურს?
გზა რთული და გრძელია
ოთხისთვის ამ ორის შინ მიყვანა
ეს ადამიანი არასოდეს გეტყვის უარს შინ მიღებაზე
ოჰ, ჯორჯი, ჯორჯი!
შენმა ტეხასურმა განათლებამ გამოგიფიტა ტვინი, როდესაც ჯერ კიდევ პატარა იყავი
მან ლაკონურად მიხმო ხელის მოძრაობით
თითები შეტყუპული ჰქონდა, როგორც ჩვილს, რომელიც გემშვიდობები ხელის ქნევით
ჩემს ჰოფნერს დებს საბარგულში ჩემს ზურგჩანთასთან ერთად
და წავედით
''თქვენ ფრანგი ხართ, მესიე?'' (ფრანგულად მესაუბრებიან)
''არა, ინგლისელი ვარ''
''ო, ინგლისელი''
''თქვენ ინგლისურად საუბრობთ, მესიე?''
''არა, სამწუხაროდ, არა''
და ასე შემდეგ
და ამ უცხო ხალხის საუბრისას, მისი ფრანგული უცნაურად ჟღერს, მაგრამ გამართულად
ჩემი კი უხეშია, მაგრამ ვცდილობ, ვასიამოვნო
ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ამათ მივყავარ
ჩვენი ულვაშებიანი მგზავრი უკომენტაროდ გვტოვებს
და რამდენიმე მილის შემდეგ დოლმუსი ჩერდება გზაჯვარედინზე
რომელზეც ერთადერთი ნათურა ანათებს
180 გრადუსით ბრუნდება, მტვრის კორიანტელში
მე კარს ვაღებ და გავდივარ
მაგრამ ჩემი მწყალობელი არც კი მომყვება
მძღოლი ჩემს ფეხებთან აწყობს გიტარასა და ზურგჩანთას
მადლიერების სიტყვებზე ხელს ჩაიქნევს და კვლავ ძვრება საბარგულში
იღებს იქიდან ორ რკინის ყავარჯენს
და დგამს მერსის უკანა ნაწილთან
ძვრება მანქანაში და გამოჰყავს ჩემი თანამგზავრი
მხოლოდ ერთი ფეხი აქვს, შარვლის მეორე ტოტი აკურატულად მიკერილია იქ, სადაც
მეორე თეძო უნდა იყოს
მესიე, თუ გსურთ, ძალიან დიდ პატივს დამდებთ
თუკი შინ მეწვევით, რათა ჩემს მეუღლესთან და ჩემთან ერთად ისადილოთ
როდესაც 17 წლის ვიყავი, ცხონებულმა დედაჩემმა, ამიხდინა იმ ზაფხულის ოცნება
მან მომცა მანქანის გასაღები
პარიზამდე ვიარეთ, დექსედრინი და სპირტიანი სასმელი ვიყიდეთ
ანტიბში (ქალაქი და პორტი საფრანგეთის სამხრეთით) პოლიციამ აგვიყვანა
ნეაპოლში მაკარონელებმა (იტალიელებმა) დაგვაყაჩაღეს
მაგრამ ყველა ძალიან თბილის იყო ჩვენს მიმართ, ჩვენ ხომ ინგლისელი ტიპები ვიყავით
ჩვენმა მამებმა ხომ ის ომი მოაგებინეს
სადაც ყველამ იცოდა, რის გამო იბრძვის
ახლა კი ინგლისელი საზღვარგარეთ - მხოლოდ ამერიკული მარიონეტია
ბულდოგი პუდელად იქცა, რომელიც არამზადას უკანასკნელ თავშესაფარში ყეფს
(როგორც ეტყობა, ბულდოგი ინგლისია, ხოლო არამზადა - აშშ)
''ჩემი მეუღლეო'', ო, ღმერთო ჩემო.ცალფეხაა, თუმცა გეი არ არის, კარგია
ტაქსი წავიდა და ერთადერთი ლამპიონის სიბნელეში დაგვტოვა
ახლომახლოში სახლები არაა
რა საშინელებაა
''გმადლობთ, მესიე''
''კეთილი, შევიდეთ''
მის სახეზე ბედნიერებაა, იგი ჩემს წინ მიიწევს
ფრთხილად მოძრაობს მისი ფეხი ყავარჯნებს შორის
სიბნელეში მივყვებით, მტვრიან გზის პირს
ნახევარ საათში სადღაც ნახევარი მილი გავიარეთ
და აი შევამჩნიე დაბალი შენობის კონტური
მან არაბულად დაიყვირა, აცნობა, რომ მოვედით
ვიღაცამ შიგნით გაიარა და ნათურა აანთო
კარის ქვეშ ფართო ხვრელში შუქი მოძრაობდა
ეს ნიშნავდა, რომ ვიღაც გვიახლოვდება
კარი ხმაურით გაიღო და იქ, ბიბლიური ტიპის ზეთის ნათურით
იდგა ულვაშებიანი ქალი, იდგა და გვიყურებდა
იგი გაიწია და გაგვატარა
მე დავაკვირდი მისი ჩახრილობის მიზეზს
ზურგზე დიდი კუზი ჰქონდა
თავი დავუქნიე და ღიმილით ვუპასუხე, თან თავს ვიკავებდი
ცალფეხა მამაკაცსა და მის მეუღლე-მონსტრს შორის სინაზე - ეს უკვე მეტისმეტი იყო ჩემთვის.
და რა?სინაზე ჩვენთვის მეტად ბევრია?
და რა?სინაზე და მოწყალება ყოველთვის ერთად უნდა იყოს
რომელიმე ბავშვის მიმართ
ყოველთვის, როდესაც ''ჭკვიანი ყუმბარა'' გათვლებში შეცდება
როდესაც ბავშვი კვდება, ხოლო თავდაცვის აქციები იზრდება
შენ ჰიპ-ჰოპი, ბი-ბოპი, სიჩქარე და ჭყლეტვა გაგაჩნია
შენ ფინჩი გყავს (''To Kill a Mockingbird''-იდან)
შენ ჯეინ რასელი გყავს (მსახიობი)
და სიტყვის თავისუფლებაც გაგაჩნია
პლაჟები, უდაბნოები და მოლები (დიდი სავაჭრო ცენტრები) გაქვს
არ მისცეთ საშუალება ძალას, ''ქრისტიანების უფლებას'', ეს ყველაფერი გააფუჭოს
თქვენთვის და დანარჩენი სამყაროსთვის
ისინი მხიარულად საუბრობდნენ
ის ჩვეულებისამებრ იღებს მის ხავარჯნებს
ის კი ბუზღუნებს და ამის გამო ხელებს აქნევს
''ჩვენ სტუმარი გვყავს''
იგი კი შეფუცხუნდება, დაუფიქრებელი ქცევის გამო (რადგანაც არ იზრუნა სტუმარზე)
ჩემს ნივთებს მართმევს და კუთხეში აწყობს
ჩვენ ვსხდებით ცუდ (დაფლეთილ და თხელ) ბალიშებზე ერთადერთი ოთახის კუთხეში
იატაკი - დატკეპნილი იატაკია, ერთ-ერთ კედელთან - ამაღლებული ადგილია
რომელიც ოთხი ექვსზე ზომისაა, ჩვეულებრივი ზეწრის ქვეშ საწოლია
კუზიანი ქალი დაკავებულია იმით, რომ სპილენძის ჩაიდანს ადუღებს ღია კერაზე
ჩაი მოგვართვა: ცხელი და ტკბილი
ვახშამზე:
ბრტყელი, უმარილო პური
ღია ცეცლზე, ტაფაზე დამზადებული
შემდეგ მოკეცილი და ზღვის ზღარბის რბილ შიგნეულობაში ჩაფლული
დიასახლისი არ მიირთმევს, მე ვახშამი შევუჭამე
უარის თქმა შეუძლებელია - მე მისი სტუმარი ვარ
შემდეგ ფარდას მიეფარება
და მამაკაცებს ტოვებს არყით სავსე პატარა ჭიქებთან
აკურატულად პატარა ბოთლთან გახუნებული ეტიკეტით
კვლავ იგი, გაბრწყინებული გამოდის
და ხელში ჰყავს აყვანილი მათი სიხარული და სიამაყე - მათი ბავშვი
ასეთი ელამი ბავშვი ჯერ არ მინახავს
ეს სიელმე ისეთი ძლიერი იყო, რომ როდესაც ერთი თვალი გიყურებდა, მეორე ცხვირს უკან იმალებოდა.
ოღონდ ჩემი სახელით არა, ტონი (ტონი ბლერი), ჩვენი ომის დიდო გენიოსო
ტერორი ტერორია, ვინც არ უნდა დააკანონის მისი წესები
არც გამარჯვებულები, არც წყეულები არ ქმნიან ისტორიას
ახლა კი ვართ, როგორც ჩინგის ყაენი, ლუკრეცია ბორჯია (იტალიელი, რომელიც კლავდა ხმლით და ბრალდებული იყო მოწამლვასა და ინცესტში), სემის ბიჭი (დევიდ ბერკოვიცი - ცნობილი სერიული მკვლელი)
61-ში მათ წაიყვანეს ეს ბავშვი თავისთან
მაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს რა მოუვიდათ
მდუღარე ქვაბში, როგორიც მაშინ იყო ლიბანი
და გამოვასწორებდი რამეს, ისინი რომ ახლა მომეძებნა
და რით სრულდება ეს ისტორია?
მერე - საწოლში.მე და არა ისინი.
ისინი ძირს იწვნენ, ფარდის მიღმა
მე კი უძილოდ მთელი ღამე ვეგდე მათ მიწის საწოლზე
მერე განთიადიც მოვიდა და მათი მშვიდი მოძრაობები
ფრთხილად მოძრაობდნენ, რათა არ გააღვიძონ სტუმარი
მე მოვიკატუნე თავი, დავამთქნარე
და შემოთავაზებული თასი თბილი წყლით ავიღე და დავიბანე
და ყავა დავლიე პატარა ჭიქიდან
მერე ყველანაირი ''მერსი მერსი''-ს თქმით, თავის დაკვრითა და ხელის ჩამორთმევით
ის ქალი დავტოვეთ შინაურ საქმეებთან
ჩვენ, მამაკაცები, გავემართეთ გზაჯვარედინისაკენ
ჩვენს საშინლად ნელ მოძრაობას ხაზს უსვამდა დილის ნათება
როგორც საჭიროა, დოლმუსი კვლავ გამოჩნდა
ჩემმა სტუმართმოყვარე პატრონმა მომაწოდა ერთი ყავარჯენი და მეორეზე დაყრდნობით
ხელი ჩამომართვა და გამიღიმა
''გმადლობთ, მესიე'' - ვუთხარი მე
''არაფრის''
''და თქვენს მეუღლესაც, იგი ძალიან სასიამოვნოა
ყავარჯენი დავუბრუნე
მან კვლავ უკანა სავარძელზე დაჯდომა ისურვა
''გზა მშვიდობისა, მესიე'' - მითხრა
და მოიკრუნჩხა სავარძელზე, ტაქსი გაემართა სამხრეთისკენ, ქალაქის მიმართულებით
მე კი ჩრდილოეთისკენ - მხარზე გიტარით
და ქარის პირველივე მოძრაობამ
ჩემი ახალგაზრდული ცრემლები გააქრო სახიდან