https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=2EdLasOrG6c Jefferson Airplane - Surrealistic Pillow
1967 წელს გამოსული 10 საუკეთესო მუსიკალური ალბომი1960-იანების დასავლური პოპკულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი ჰალუცინოგენებითა და მათი მეშვეობით გამოწვეული ფსიქოდელიური შეგრძნებებით იყო შთაგონებული. კალიფორნიული როკ ბენდი Jefferson Airplane ამ გავლენების ნათელი მაგალითია. ჯგუფის ვოკალისტის, გრეის სლიკის საოცარი ქარიზმის წყალობით, მათი მუსიკა მსმენელებს ხან გონებას უბინდავდა, ხანაც ველური, პირველყოფილი ენერგიით მუხტავდა.
Surrealistic Pillow უდავოდ საუკეთესო ჩანაწერია Jefferson Airplane-ის დისკოგრაფიაში. ალბომის გამოსვლიდან ორ წელიწადში ვუდსტოკის ფესტივალზე ჯგუფის გამოსვლა ღონისძიების კულმინაციად სწორედ ამ ნამუშევარში შესული სიმღერების ხარჯზე იქცა.