1980-იანი წლების უკვდავი სიმღერა ,,ფელიჩიტა” ალბანო კარიზის და რომინა პაუერის ყველა დროის უმშვენიერესი წყვილის შესრულებით:
იშვიათია, რომ ასეთი მარტივი შინაარსის სიმღერა და მუსიკა გამხდარიყო ათწლეულის უკვდავი შლაგერი, რომელიც და რომლის არსებობაც მთელმა მსოფლიომ იცის.
ტექსტის ქართული თარგმანი:
,,ბედნიერება
ხელჩაკიდებული და ერთად სიარულია,
ბედნიერება
შეგროვილი ხალხიდან უმანკო გამოხედვაა,
ბედნიერება
ბავშვებით ახლოს დარჩენაა, ბედნიერება
ბედნიერება;"
ბედნიერება
ბუმბულის ბალიშია, მდინარის მომდინარე წყალი
წვიმაა, რომელიც სახურავიდან მოედინება,
ბედნიერება
სინათლის ჩქრობა და სიმშვიდის დასადგურებაა
ბედნიერება
ბედნიერება;
ბედნიერება
ჭიქა ღვინო და სენდვიჩიია,
ბედნიერება
უბრალოდ უჯრაში დატოვებული წერილებია,
ბედნიერება
სიმღერაა იმაზე თუ როგორ მომწონხარ,
ბედნიერება, ბედნიერება;
(მისამღერი:
უკვე იგრძნობა
ჩვენი სიმღერა როგორ დაფრინავს ჰაერში,
მსგავსად ფიქრისა, რომელმაც იცის რა არის ბედნიერება,
უკვე იგრძნობა
უფრო თბილი სინთლის სხივი ჰაერში,
მსგავსად სიცილისა, რომელმაც იცის რა არის ბედნიერება;
ბედნიერება
ღამეა განსაცვიფრებელი სავსე მთვარით,
და რადიო რომელიც ამ დროს ჩართულია,
სადღეობო ბარათია პატარა გულებით სავსე,
ბედნიერება მოულოდნელი სატელეფონო ზარია,
ბედნიერება,
ბედნიერება;
ბედნიერება
ეს სანაპიროა ღამით, ტალღები, რომლებიც ეხეთქებიან ნაპირს,
ბედნიერება გულზე სიყვარულით დაწყობილი ხელებია,
ბედნიერება განთიადის მოლოდინია, რათა ყოველივე მუდმივად გაიმეორო,
ბედნიერება, ბედნიერება;
(მისამღერი)
უკვე იგრძნობა
ჩვენი სიმღერა როგორ დაფრინავს ჰაერში,
მსგავსად ფიქრისა, რომელმაც იცის რა არის ბედნიერება,
უკვე იგრძნობა
უფრო თბილი სინთლის სხივი ჰაერში,
მსგავსად სიცილისა, რომელმაც იცის რა არის ბედნიერება; "
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 1 Nov 2013, 01:49
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)