ჯორჯ მარტინის ალბომი IN MY LIFE..ჩემი მოკლე რევიუ:

სელინ დიონის Here there and everywhere ისეთია, რომ ყველაფერი, რაც მანამდე გაუკეთებია, მაგასთან შედარებით იმენა ნულია (ისედაც ნულია

).
Come Together - Robin Williams & Bobby McFerrin - ეს არის ერთ-ერთი უძლიერესი, რაც მომისმენია არა მხოლოდ ბიტლების რიმეიკებიდან, არამედ საერთოდ რიმეიკებში.მაკფერინის შიმ-ბუმ-ბუმ-ბუმ (ამ ვეშის დასაწყისში რომ ჩითავს) რაღაც უნიკალურია.მდიდარი ორკესტრული არანჟირებით.რობი
ნ უილიამსი საერთოდ ხურავს!
A Hard Day's Night - Goldie Hawn - სულ სხვანაირია, მაგრამ საინტერესო ვერსიაა საკმაოდ.
A Day In The Life - Jeff Beck - სრული სიამოვნება.ყოველგვარი ტექსტის გარეშე (მით უმეტეს, რომ ჯეფ ბეკი არ მღერის).
Because - VANESSA MAE - შტერიზმია.სკრიპკაზე საინტერესო გამოვიდოდა, ვანესას რომ არ დაეკრა.
I Am The Walrus - Jim Carrey - კერიმ ზუსტად ამოიკითხა ლენონის მეამბოხე ინტონაციები და თავისი შეშლილი კომიკური ვოკალით ახალი სულით მოგვივლინა.
Here Comes The Sun - John Williams - ჩვეულებრივი ორკესტრული ნომერია.
Being For The Benefit Of Mr. Kite - Billy Connolly - ვერ ქაჩავს...ეს არის და ეს..

ლენონის ცინიზმი აკლია
The Pepperland Suite - George Martin - ეს Yellow Submarine-დან არის აღებული, ასე რომ კომენტარი ზედმეტია.
Golden Slumbers, Carry That Weight, The End - Phil Collins - მოუხდა კოლინზს, თითქოს...პახმელიაზე წავა.
Friends And Lovers - George Martin - კიდევ რაღაც ინსტრუმენტალია.
In My Life - Sean Connery - საინტერესოა - ინსტრუმენტალის ფონზე კონერი კითხულობს ამ სიმღერის ტექსტს ლექსის სახით.ბოხი ხმა აქვს, რომანტიული და საკმაოდ უხდება...