The Beatles LOVEთუ შეიძლება ერთი ორი სიტყვით მოგახსენებთ ჩემს აზრს ამ ალბომზე

ახალი ალბომი არის მამობა!!! უსერიოზელიუსი ნამუშევარი!!! შედევრი!!! მოკლედ სიტყვები არ მყოფნის ამის ასახსნელად. ეს ალბომი beatles ს სულ სხვა კუთხით გვანახებს, ჯორჯ მარტინი კი თავის კარიერას ისევე ღირსეულად ამთავრებს როგორც მას შეეფერობოდა. მე თუ მკითხავთ ეს არის მარტინის საჩუქარი ბიტლომანებისთვის რომელიც თამამად დაუდგება გვერდით ყველა სხვა ბიტლების ალბომს განსხვავებით სხვა ალბომისგან რომლებიც ჯგუფის დაშლის შემდეგ გამოვიდა. მაგალითად ალბომი "ONE" რომელიც უბრალოდ სიმღერების კრებულია ან Let it be naked სადაც დიდ სხვაობას ვერ იგრძობს კაცი. პირადათ მე ბოლო დღეებია სხვას ვეღარაფერს ვუსმენ, მანქანაში, სამსახურში, სახლში ყველგან ეს უკრავს.
რაც შეეხება თვითონ სიმღერებს;
Get Back - მაგრად იწყება თუმცა ვერ ვხვდები როგორ გადადის hard day's night ის სოლ მაჟორი ლია მაჟორში.. დასასრულში კი არაჩვეულებრივად გადადის Glass Onion ზე
Glass Onion (განსაკუთრებით დასაწყისი) საოცარი მუხტი მიეცა ამ სიმღერას, მოდის და მოაქ!!! ხმის ფონი ანუ ვიღაც რო ყვირის დასაწყისში მაგრად მომწონს.
Drive My Car - ნუ აქ "თაქსმენის" სოლო რულამს მერე what you're doing ის რითმი ისე ჯდება თითქოს ეს ორი სიმღერა ერთადაა ჩეწერილიო.
Gnik Nus - ამ სიმღერას რომ ვუსმენდი კაი ხანს ვერ მივხვდი რა იყო, ამას ქვია ამათი სიმღერები გინდა წაღმა დაუკარი და გინდაც უკუღმაო. უკუღმა დაკრულიც კი გენიალურია. ძალიან გავს ეკლესიის გალობას და მაგრათ მესიამოვნა.
Something - ეს იმ სიმღერათა რიცხვს მიეკუთვნება სადაც ეტყობა მარტინსაც კი ძალიან გაუჭირდა რამის შეცვლა

თუმცა შესავალი ძალიან ძალიან მომწონს. ბოლოში ინერ ლაითი მაგრათ მოუხდა თავისი ფონებითურთ
Black Bird დან Yesterday იზე საკაიფოთ გადადის

Strawbbery Field for ever ეს ხო შედევრი იყო არი და იქნება
Tomorrow never knows და With in or with out you შერწყმა ძალიან საინტერესო გამოდგა, მარტინი თავისი ინტერიუში განსაკუთრებით გამოყოფს ამ სინთეზს.
Lucy In the Sky With Dimonds - დასაწყისში გულისცემის მსგავსი რითმი ძაააან მაგარია რაა.. მერე ფონები და Good night ზე გადასვლა ხო გლიჯამს
Octopus's garden ინტრო არი უნიკალური. შიგადაშიგ Yellow Submarine ჩორტაობები რო ისმის მაგაზე მაგარი მეცინება. ასევე მომწონს Polythene Pam ის რითმი სოლოს დროს.
Lady Madonna - ინტრო თიშიაა!!!
Here Comes The Sun - ტამტამები და სან სან უძლიერესია, ამის მერე ორიგინალი დასაწყისი ისევ კარაქი და პურივითაა.
Come Together - Deat Prudence კარაქი და პურივით არიან

. ასევე ბოლოში can you take me back ს სკრიპკები ძალიან მოუხდა.
While My Gitar Gently Weeps - ამ სიმღერის ეს ვერსია ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდა და ორკესტრმა სუფთა კლასიკურ ნაწარმოენად აქცია. თუმცა როცა პირველად ვუსმენდი ნამდვილად ველოდი რომ სადღაც შუაში აუცილებლად გადავიდოდა ინსტრუმელტალში..
Hey Jude - ამ სიმღერაში მაკარტნის ხელწერა ადვილად შესამჩნევია, ის მომენტი სადაც მუსიკა ჩერდება და მარტო ხმები მიდის პოლის საყვარელი ილეთია რომელსაც თითქმის ყველა კონცერტზე იყენებს. ასე გააკეთა მოსკოვში და იძახდა ახლა ყველამ ერთად ვიმღეროთო და პუბლიკას ამღერებს, მერე მხოლოდ გოგონები მღერიანო და გოგოებს ამღერებს რასაც მოყვება ბიჭების ერთად სიმღერა. ამ დროს ბასის პარტიაზე სრული თიში მაქვს
Peppers ზე რა უნდა ითქვას არ ვიცი.. როკ რევულუციის სიმბოლოა და ამ ალბომში აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
და ბოლოს რითი უნდა დაემთავრებინათ ალბომი რომელსაც LOVE ქვია თუ არა ALL YOU NEED IS LOVE ით. ეს ხომ კარგა ხანია უკვე გაცდა სიმღერის მნიშვნელობას, ეს არი გზავნილი მომავალში, ეს არის ბიტლების ჰიმნი სიყვარულზე. მაგარია რააა, ძაან მაგარი.
სხვათაშორის ინგლისში გაყიდვებით პირველ ადგილზეა და უსწრებს ყველა ახალად გამოშვებული ალბომების გაყიდვებს, მათ შორის Oasis ის ახალ ალბომს.
ბიჯო რამდენი მიწერიაა

უკაცრავად და წავედი წავედი გავიპარე
P.S ეს ყველაფერი კაია მარა ამ ტემპერას რო არ მოსწონს ეს ალბომი ნეტა რა გვეშველება ჰა?
This post has been edited by Quarryman on 27 Nov 2006, 22:02
მიმაგრებული სურათი