ნამდვილად ვერ მოვწვამდი, რომ არ დაგეწერა.

მეთქი რა უნდა, რას მიცინის ეს კაცი...

მაგ ბონუს ტრეკს რაც შეეხება, საკმაოდ კარგი ბალადაა. თუმცა ბალადებში Within Temptation ტრადიციულად მოიკოჭლებს... ვისაც არ ჯერავს, მაგათი Neverending Story მოისმინოს ალბომიდან Mother Earth...

ეტო ვამ ნე ნაითვიშ, გოსპოდა.

ვოკალისტს რაც შეეხება, აქ რაღაც შედარებებს ქონდა ადგილი და ასე შემდეგ. მითხარით ერთი, რამდენი პაუერ/სიმფო/გოთიკ მეტალ ჯგუფის front woman-ი წერს თვითონ ტექსტებს სიმღერებისთვის? ამ დროს შარონ დენ ადელი არა მხოლოდ კარგი ვოკალისტია, ტექსტების ავტორიცაა -- თან არც თუ ურიგო ტექსტების, ვისაც ინგლისური გესმით, ალბათ დამეთანხმებით მაგაში.
სახელდობრ ვოკალს რაც შეეხება, დაბალი ტონები უჭირს ცოტა, ოფრა ჰაზა ნამდვილად არაა, რომელსაც ოცდაათამდე ოვერტონის აღება შეეძლო ერთ სიმღერაში. მაგრამ იმ ჟღერადობას, რომელიც ჯგუფს აქვს, ძალიან უხდება მისი ვოკალი.