მდაკს... აგერ საბრალდებო დასკვნა (სამი ნაპროსილის)

Lost in the twilight hall (1990) ფრანკენშტეინის მონსტრი, თეთრი ძაფებით შეკერილი.
Time what is time (1992) მხოლოდ იმითაა დასამახსოვრებელი, რომ ვიღაც გაჭირვებული დასაწყისში გიტარის აწყობას ცდილობს.

The bards song - in the forest (1992) იმ გაჭირვებულმა აქ როგორც იქნა მოახერხა გიტარის აწყობა. მაგრამ სამწუხაროდ მომღერალმა უმტყუნა. ვოკალის პარტია უბრალოდ საშინელია -- არადა კარგ ბალადას აფუჭებენ.

Imaginations from the other side (1995) მხეცობაა. ყველა ასპექტში.

The script for my requiem (1995) უზომოდ რულამს. განსაკუთრებით ვოკალი -- როგორც სოლო, ასევე გუნდი.

ცუდი ისაა, რომ 4 ალბომი დასჭირდა ვოკალისტს ჟღერადობის დასახვეწად. ამაზეა ნათქვამი -- აქამდე სად იყავი შე დალოცვილოო.

Into the storm (1998) 1998 წლის ალბომი მთლიანად მომწონს, ამაზე უკვე დავწერე.

უბრალოდ მომენტებში ზედმეტად პათეტიკურია -- ეს კი ზოგადი სენია კონცეპტუალური მეტალ-ალბომების.
Mirror mirror (1998) იგივე რაც ზემოთ.

Time stands still (at the iron hill) (1998) იგივე.

Precious Jerusalem (2002) არა მაქვს ესა. არ იყო ავოეზე.

მინდა შეგახსენოთ -- 1998 წლის ალბომის (რომელიც ძალიან მომწონს, განსაკუთრებით ვოკალურ ასპექტში) შემდეგ საერთოდ არაფერი მომისმენია. რაც დავწერე წინა პოსტებში, ეხებოდა მხოლოდ 1990-95 წლების ალბომებს.