არის რაღაც რაინდული, პენდრაგონულ - დონ კიხოტური ამ თემაში

ჩამოვყალიბდეთ, რას მივიჩნებთ "მივიწყებულ" და "არდაფასებულ" ჯგუფებად. მხოლოდ აქაური საზოგადოებისთვის უცნობად ყოფნა მგონი არაა საკმარისი კრიტერიუმი, ვინაიდან ესათუის ჯგუფი / მუსიკოსი საკმაოდ პოპულარულია ხოლმე თავის ლოკალურ წრეში (მაგალითად, იტალიური ესტრადის გენიალური წარმომადგენლები Francesco Guccini ან Renato Zero რომ ავიღოთ - იტალიაში მათი კულტია). ამიტომ, მგონი ისეთ ჯგუფებზე უნდა იყოს აქ ლაპარაკი, რომლებიც თანამედროვეებმაც ვერ დააფასეს დამსახურებულად; მიუხედავად ამისა მათმა მუსიკამ გაუძლო ჟამთასვლას და ვისაც ამ ნაკლებად ცნობილი შემსრულებლების ალბომების გამოქექვა არ ეზარება, ხშირად დამალულ საგანძურს პოულობს ხოლმე. ვინაიდან ახლა ბევრი ფიქრის თავი არ მაქვს, პირველ ორი ასეთი შემსრულებელის ალბომს დავდებ (რომელიც ადრეც დამიდია ფორუმზე) - ორივე, ასე ვთქვათ, "ოთხმოციანების მსხვერპლია".
პირველი, გერმანული ჯგუფი
Amenophis, რომელსაც 1983-ში, ამ შესანიშნავი ალბომის გამოცემის შემდეგ, ჩანაწერის საფასურის ამოსაღებად ყველა თავისი ინსტუმენტის გაყიდვა მოუწია და დაიშალა...
Amenophis - Amenophis (1983)
ტრეკლისტი:
1. Suntower (5:17)
2. The Flower (7:36)
3. Venus (6:59)
4. The Last Requiem (24:02)
5. Bonjour, magnifiques Champs-Elysees [Bonus] (1:47)
6. Notre dame tres honorable [Bonus] (4:04)
7. Le vivant montmatre [Bonus] (2:19)
8. Une promenade sur la rive de la Seine [Bonus] (3:48)
9. La vue de la tour eiffel [Bonus] (2:52)
http://rapidshare.com/files/92399814/AmenMPophis.part1.rarhttp://rapidshare.com/files/92402629/AmenMPophis.part2.rarმეორე კი, თითქმის უცნობ ფრანგ ელექტრონულ კომპოზიტორ
Bernard Xolotl-ის, ჩემი აზრით, გენიალურ ალბომი "Procession", რომელიც ასევე 1983 წელს გამოვიდა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, 10 წლის შემდეგ ლიმიტირებული ტირაჟით რემასტერირებული ვერსიის გამოსვლამდე, თითქმის უშოვნელი იყო. სამწუხაროდ, არც ამ კაცს აქვს ის რეპუტაცია ელექტრონული მუსიკის (იმ სტილს ვგულისმობ, რასაც ეს ალბომი განეკუთვნება) წრეებში, რასაც იმსახურებს.
Bernard Xolotl - Procession (1983)
ტრეკლისტი:
1. Procession (7:21)
2. Mirador (15:31)
3. Transmutation (11:57)
4. Adieu (8:16)
5. Saturn Return (Bonus) (18:30)
შემადგენლობა:
Bernard Xolotl - სინთეზატორები
Daniel Kobialka - ვიოლინო
ლინკები:
http://rapidshare.com/files/141555715/BXPro1.ziphttp://rapidshare.com/files/141555717/BXPro2.zipპაროლი: olduvai
ბევრია კიდევ ასეთი...