მოკლედ არ ეშვებიან რა ამ ქალს...ჯექსონის ამბებზე გამახსენდა ბრიტნიც.
შეუძლებელია 1994 წელს იყო დაბადებული და ბრიტნი სპირსის რამდენიმე სიმღერა მაინც არ გქონდეს ტელეფონში ჩაწერილი, მეც ამ თაობას მივეკუთვნები. ისევე, როგორც მაიკლ ჯექსონს ვერ წაართმევენ პოპის მეფის სტატუსს, ისე ვერ წაართმევენ ბრიტნი სპირსს პოპის პრინცესის სტატუსს...რაის ქეთი პერი, რიანა, ბიონსე ან ლეიდი გაგა....ბრიტნი იყო უბრალოდ უკონკურენტო, ვერცერთ პოპ ჩარტში ბრიტნის ვერავინ ვერ უწევდა კონკურენციას. მაშინ ყველა ვინც ბრიტნისთან ახლოს იყო, ფულს შოულობდა...პრესა & ტელევიზია კი მაგ პერიოდში სიბინძურის პიკზე იყო და მისით ყველამ გადაწყვიტა ფულის შოვნა. 18 წლის გოგოს პაპარაცების კოლონა დაყვებოდა ყველგან უკან და ოჯახის თითოეულ დეტალს აქვეყნებდნენ რა თქმა უნდა საკუთარი ინტერპრეტაციით...საქართველოშიც ოსკარი და ბომონდი არ ერიდებოდნენ ბრიტნის ლანძღვას და ამერიკაში რა იყო წარმომიდგენია. ამან ბრიტნიზე ყველაზე მეტად იმოქმედა. ყველა ადამიანს, ვინც უყვარდა დააშორეს. პირადი ცხოვრება ბოლო დონემდე აერია...გალოთდა, განარკომანდა და რამდენჯერმე თავის მოკვლაც სცადა. თავი რომ მოეკლა შემდეგ იგივე ჟურნალისტები ალბათ მუსიკაში მის დიდ როლზე დაიწყებდნენ გაუთავებელ საუბარს, რეალურად კი ადამიანი გაანადგურეს. ბრიტნი ცდილობდა თავისი ტკივილი მუსიკაში გამოეხატა, მაგრამ არ იყო საკმარისად ძლიერი რომ ამას მისთვის ეშველა.
ყველაფრის მიუხედავად, ბრიტნი მკვდრეთით აღსდგა და სცენას ღირსეულად დაუბრუნდა. ალბომმა Circus ბრიტნის ძველი დიდება სრულფასოვნად დაუბრუნდა. კრიტიკოსებიც ცოტა ხანი დადუმდნენ, მაგრამ როცა შანსი მიეცათ კვლავ დაუბრუნდნენ ძველ საქმეს, მაგრამ მარადჟამს მოუწოვონ ბრიტნის....რამდენი წელია ამ გოგოსთვის საერთოდ არ მომისმენია, მაგრამ რაც არ უნდა შეცვლილიყო მის მსუიკალურ კარიერაში, დღევანდელი გადმოსახედიდან ვაფასებ, როგორც ძლიერ ქალს, რომელიც ყველა სიბინძურის მიუხედავად მაინც ჯანმრთელი და ძლიერი დგას სცენაზე.
ესეც ბრიტნის ფოტო, რომელიც განზრახ ახლოდან და ცუდი რაკურსით არ არის გადაღებული, რომ მის ასაკს და ცუდ ფიზიკურ მდგომარეობას გაუსვან ხაზი.