დაიდო იგივე Florian Cloud de Bounevialle O'Malley Armstrong დაიბადა 1971 წლის 25 დეკემბერს ლონდონში. 5 წლის ასაკში ჩაირიცხა გილდჰოლის მუსიკალურ სკოლაში და იქვე შეისწავლა პიანინოსა და ვიოლინოზე დაკვრა. დაამთავრა ტორნჰილის დაწყებითი და უესტმინსტერის საშუალო სკოლები. სწავლა გააგრძელა ლონდონის ბირკბექის უნივერსიტეტში, თუმცა მალევე გადაწყვიტა რომ მთელი დრო მუსიკისთვის დაეთმო.
1995 წელს დაიდომ ჩაწერა რამდენიმე სიმღერა და გააერთიანა ისინი ერთ კოლექციაში სახელწოდებით "Odds & Ends". მისი პირველი ნაბიჯები შეუმჩნეველი არ დარჩენილა ცნობილი საპრდიუსერო კომპანია Nettwerk-ის ხელმძღვანელობისთვის. სწორედ ამ კომპანიის დახმარებით შედგა დაიდოს პირველი ალბომი No Angel. 2001 წელს ეს ალბომი უკვე ბესტსელერად ითვლებოდა დიდი ბრიტანეთში და საკმაოდ დიდ ხანს შეინარჩუნა ოფიციალურ ჩარტებში პირველი ადგილი. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ტრეკები "Thank You" da "here with me". No Angel-მა უდიდესი წარმატება მოუტანა დაიდოს დიდ ბრიტანეთსა და მსოფლიოს უამრავ სხვა ქვეყანაში.
არანაკლებ წარმატებული გამოდგა დაიდოს შემდეგი ალბომი "Life For Rent", რომელიც გამოვიდა 2003 წლის 29 სექტემბერს. ეს ალბომი გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად რეალიზებადი ბრიტანეთის მუსიკის ისტორიაში. იგი შევიდა ტოპ ხუთეულში მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: ა.შ.შ, საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, იტალია, ჰოლანდია და ახალი ზელანდია.
2004 წელს დაიდომ გამართა რვა ცოცხალი კონცერტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. ცნობილია ასევე დაიდოს სინგლი "One Step Too Far". დაიდო წელსაც აპირებს ალბომის გამოშვებას და უკვე დაწყებულია მუშაობა ამ ალბომზე.
2000 წელს დაიდომ ჩაწერა დუეტი ემინემთან სახელწოდებით "stan", ეს დუეტი "thank you"-ს ერთგვარ რიმეიქს წარმოადგენს. ამ სიმღერასთან ერთად დღესდღეობით დაიდოს ყველაზე პოპულარული სიმღერებია: "one step too far", "hunter", "feels like fire", და ა.შ.
ჯილდოები:
2001 წელს ვიდეოკლიპი "thank you" ნომინირებულ იქნა როგორც საუკეთესო ვიდეოკლიპი. (MTV)
2001 წელს გახდა საუკეთესო ახალი მომღერალი ქალი (MTV)
2001 წელს "Stan" ნომინირებულ იქნა როგორც საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, საუკეთესო რეპ-ვიდეო, ვიდეოს საუკეთესო რეჟისურა.
2002 წელს NRJ პრემია როგორც საუკეთესო ახალი მომღერალი
2002 წელს NRJ პრემია საუკეთესო ალბომი (no angel)
2002 წელს BRIT პრემია საუკეთესო მომღერალი ქალი
2002 წელს BRIT პრემია საუკეთესო ბრიტანული ალბომი (No Angel)
2003 წელს Grammy ნომინაცია საუკეთესო ვოკალი პოპმიმდინარეობაში (White Flag)
2003 წელს Ivor Novello პრემია საუკეთესო სიმღერის ტექსტი (White Flag)
2004 წელს BRIT პრემია საუკეთესო მომღერალი ქალი
2004 წელს BRIT პრემია საუკეთესო ბრიტანული სინგლი (White Flag)
2004 წელს NRJ პრემია საუკეთესო მომღერალი მსოფლიოში
2004 წელს NRJ პრემია საუკეთესო ალბომი (Life For Rent)
2007 წელს ACSAP ბრიტანეთის პრემია (American Society of Composers, Authors, and Publishers)
This post has been edited by shota1811 on 23 Jun 2008, 17:43
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)