humanoidiარა ძია, უბრალოდ ვუხუმრე, ჩემი ოფტოპიკი იმედია სხვა 5 გვერდიან უმნიშვნელოვანეს პოსტების ჰარმონიულობას არ დაარღვევს, თემის იდეას არ შეარყევს და მის შემქნელებს თავგზას არ აუბნევს ამ უკიდეგანო მიკროკოსმო-ვირტუალურ ციფრულ საყაროში სადაც ყველანი მარტონი ვართ ჩვენ ჩვენ ფისი-ფისიებთან ერთად (PC) - Personal Computer.
ბარბა ზა კამუნიზმ!!!
რა უნდა ვთქვა აბა ქართულ როკზე... პახმელიიდან გამოყავს კაცი ისე ცუდად გაგხდის თავის ტკივილს დაგაიწყებს...

ბერმუხა ახსენეს აქ... ჩემის აზრით გიტარები რო არ ქონოდათ მაგ ხალხს ჩვეულებრივი რიგითი თბილისელები იქნებოდნენ რომელთაც უბრალოდ ცხოვრებაში არ გაუმართლათ და ახლა სხედან ან კოდაკში ან გუჯიში და ფოტოებს ბეჭდავენ...
დაცინვას მეც ვერ ვიტან... მარა დაცინვა არაფერ შუაშია... უბრალოდ როცა არ იცი უნდა შეეშვა... რო იძახიან: იმათ რაც გააკეთეს... მაგდენი ვის გაუკეთებია... პირველი როკ მუსიკოსები ქართულ ისტორიაში... თავის საქმეს აკეთებდნენ... გასაგებია რო აკეთებდნენ მარა საკითხავი ისაა "თავიანთი" იყო ეგ საქმე თუ არა ? პირველი რო არ ყოფილიყო ვიღაც ჯემალი, იქნებოდა ვინმე ჯამლეტი... ან მალხაზი... ან მურთაზი... რა მნიშვნელობა აქვს ამას... მთავარია რას უკრავ... რას მღერი... რას წერ... რას ხატავ....
რავი... დადეთ რო ვნახო რამე ნორმალური თუ არსებობს ქართული როკსი ისტრიაში.... თუმცა წინასწარ ვიცი რაც იქნება....
ჰო... კიდე აუტსაიდერი ვიცი... მომისმენია მარა იმედი გამიცრუვდა... დიდი არაფერი...
დადეთ მუსიკა !!!
რამე ქრონოლოგია თუ არსებობს წლების მიხედვით ჯგუფებზე... დადეთ და მიაწერეთ ვისაც რა მოგეპოვებათ...