ეეეე ოზნერ ველოდი მეთქი რამეს დაწერს ისეთს ეხლა რო პასუხის მოფიქრებაში ყურებიდან ბოლი გამომივა მეთქი. შენც არ მომიკვდე. იგივე სიმღარაა ისევ. კაცო, შენ ჩემს პოსტებს საერთოდ კითხულობ?

კონტროლ დინაიდი იმდენად არ მაქვს მოსმენილი ასე რო მაგეებზე ვერ ვიტყვი მარა დრიმებს ჯაზური ზახოდები არ აქვთო, რა პირით ამბობ მაგას ა? არ გქონია ძმაო მოსმენილი. მაქსიმუმ განაგონი გქონია დრიმები

(დავამატებ რომ მაგათი ჯაზავიკობა კი მომწონს მაგალითად

)
დაჟე დესსაც აქვს ეგ მომენტი. სპირიტ ქრაშერი აიღე თუნდაც.
დიდი ამბავი

მე კიდე ქრედლების ერთი სიმღერა მირჩევნია პროგრესივს ერთად აღებულს

ნიპრავილნი ატვეტ. ნახევარზე მეტი ბლექ ჯგუფები საერთოდ არ ხმარობენ გრიმს. ეგ ერთი. ბლექის გარდა ბევრ სხვა რამესაც ვუსმენთ რომლებშიც საერთოდ არანაირი გრიმი არ ყოფილა დასაბამიდან ასე რო ეგ ვერაა ძლიერი არგუმენტი.
მომენტ ის შემიძლია გიპასუხო რომ შენ უიმიჯობის ანკესზე ხარ წამოგებული

რო გაიძახი თავისი იმიჯით გაგოიმებენ ქრედლებიო, შეღებილი სახის უკან მალავენ მუსიკის უსუსურობასო. მოდი და გავარჩიოთ ეგ საკითხი. კაკ რაზ დისკუსიის ხასიათზე ვარ.
ჯერ ერთი თუ ყრუ არ ხარ, შეღებილი სახე მუსიკას ვერ ჩამოეფარება. ეგ ელემენტარულია.
ეხლა მეორე. როდესაც ხელოვანი ქმნის თავის ხელოვნებას, ის ამას აკეთებს თავისი თავის გამოსახატად, თავისი მეობის და კაცობის რო იტყვიან და ცდილობს რომ ეს თავის ხელოვნება სხვებისთვის გასაგები გახადოს რომ მიიღოს ის რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის: საკუთარი თავის რეალიზება და დადებითად შეფასება და კაი როჟად წარმოჩენა სხვების თვალში.
ეხლა რა ხდება. უფრო დავკონკრეტდეთ. ბევრი მუსიკოსი არ კმაყოფილდება მხოლოდ მუსიკით და შეტევას სხვა ფრონტებზეც აწარმოებს, კერძოდ კი ვიზუალური მხრიდან. და ეს ძალიან კარგია, რამეთუ მას თურმე ამის ნიჭიც გააჩნია და შეუძლია ხალხის თვალიც გაახაროს ყურთან ერთად.
(ერთს ვიტყვი: ვინც ბანძად აკეთებს ამას, ის მალე იღებს დამპალ პამიდორებს და თვითონვე ჩერდება. სამაგიეროდ ვისაც ეს გამოსდის, ის სწრაფად იძენს დამფასებლებს და მოძულეებსაც. ესეც ისეთი მომენტია, ვინც არაფერს არ წარმოადგენს, ის არ სძულთ!)
მე მაგალითად მიმაჩნია ძალიან კარგ რამედ თუკი მაქვს საშუალება, ის მუსიკა რომელიც მიყვარს, მოვისმინო კარგი ვიზუალური გაფორმებით.
მირჩევნია ძმაო რო სცენაზე სხვადასხვა ეფექტები იყოს დარბაზში განათებას საკაიფოდ აკეთებდნენ, შუქჩრდილების და ფერების თამაში იყოს, სცენაზე რო მწველი ლამაზმანები ალამაზებდნენ მუსიკას, ვიდრე მკრთალად განათებულ დარბაზში უფერულ სცენაზე ვუყურო როგორ დგას ჯგუფი, გაოფლილ სახეებზე მიწებებული თმებით, ძონძებში რო იყიდება ისეთი სერი მკლავგადაჭრილი მაიკებში გამოწყობილები, ზურგზე, მკერდზე და იღლიებში სველი ლაქებით.
თუ ვისაც გევასებათ ეგეთი პონტი და ღმერთმა შეგარგოთ, გეუნებათ ვინმე რამეს? სხვა პონტი თუ არ არის ასეთ კონცერტზე მეც კი წავალ თუკი მუსიკა მომწონს მაგრამ არჩევანის არსებობის შემთხვევაში აშკარად პირველს ავირჩევ
ეხლა ანკესებს რაც შეეხება. შემიძლია გითხრა ერთი რამ. იმიჯის არქონაც თავისებური იმიჯია რო დაუკვირდე. შენ თუ მიმტკიცებ რომ ქრედლები იმიჯით გაგოიმებენო, მე შემიძლია გითხრა შულდინერი უიმიჯობით გაგოიმედათ. აქაოდა აი ნახეთ რა მაგარი ვარ სუ ფეხზე მკიდია ყველაფერი ისეთი მაგარი მუსიკოსი ვარო და ხალხიც ამ ანკესზე ეგებოდა ეგ არ გვაგოიმებსო, იმიჯი სულ არ აქვს და აპა რავაო.
სხვა ვარიანტიცაა, ვერ ქაჩავდა შესაძლოა უბრალოდ რომ სასცენო იმიჯი შეექმნა და ვსო... ან კიდე უარესი, იმდენად თავი მაგარი ეგონა რო სუ ცალ ფეხზე ეკიდა მსმენელი, ტიპა ერთი თქვანი თავპირიც, რასაც ვუკრავ იმაზეც მადლობელი იყავით მაგი მადარდეთ ეხლა თქვენი თვალის გახარებაო.
ხო შეიძლება არა ასეთი რამეც რო ითქვას?
შეიძლება.
ხოდა ესეც შენ. დადექი ახლა და არჩიე ვინ არის დამგოიმებელი