ძირითადად უკვე techno, trance,idm (და მსგავსი სტილები) – მოსაბეზრებლად განმეორებადი გახდა. მაგრამ ექსპერიმენტალი, ეს არის როდესაც არ იყენებენ უკვე ვიღაცის გამოყენებულ ხერხებს, ხმოვანებას და კავშირს ხმოვანებათა შორის.
ხანდახან ასეთ ექსპერიმენტებს აქვს წარმატება, ხანდახან არა.
და ხანდახანაც ისინი ძალიან რთულია, იმისთვის რომ გასაგები იყოს.
ჩვენი ცნობიერება უკვე ძალიან შაბლონური გახდა . ეს კაცობრიობის ცუდი სენია.
აღსანიშნავია ის ფაქტი რომ სწორედ ექსპერიმენტალური მუსიკის მეშვეობით ვითარდება ნებისმიერი თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობა, სწორედ მისი მეშვეობით იხვეწება და ვითარდება სამომავლოდ ჯერ ისევ შესაქმნელი მუსიკალურ სტილები. ექსპერიმენტალური მუსიკა პირველ რიგში გამოირჩევა იმით რომ იგი არ არის მიმათული იმისთვის რომ ესთეტიკური სიამოვნება მიიღოს ადამიანმა, მისი შინაარსი მდგომარეობს ადამიანის აზრთა განვითარებაში ცნობიერების გაფართოებაში, რაგინდ დამსხვრეულად და გაუგებრადაც არ უნდა ჟღერდეს ის.
nikoloz
Machine-Gun