Sam S Town -იდან და Hot Fuss -იდან საერთო ჯამში ამათი 14 სიმღერა მომწონს

და ამ ახალ ალბომს რაც შეეხება Joy Ride, Human, A Dustland Fairytale და Losing Touch მომწონს.
ხოდა წინა ალბომები უფრო კარგია..
თქვენი პოსტები წავიკითხე და ძაან საინტერესოა ის, რომ მეც მასე მჭირს ხოლმე თავიდან ნაკლებად მომწონს და რამოდენიმეჯერ, რომ მოვუსმენ ნელ-ნელა უფრო მეტი სიმღერა მომწონს ხოლმე

პირველი ორი ალბომიდან 2 -3 სიმღერა მომწონდა, მერე მეათედ რომ მოვუსმინე დიდი ხნის მერე, თითქმის ყველა მომეწონა და მიკვირდა ეს სიმღერები ადრე როგორ არ მომწონდა მეთქი

და ბრენდონის ხმა მიყვარს ძაან

ეს ჯგუფის ბიოგრაფია ძაან ვრცდად
THE KILLERS-ის ჯგუფის წევრები არიან:
drandon flowers, (ვოკალი, კლავიშები). სიმაღლე 180-მ. დაიბადა, 1981 წლის 21 ივნისს, ლას-ვეგასში, აშშ. ყავს ცოლი.
dave keuning, (გიტარა, ვოკალი). სიმაღლე 193-მ. დაიბადა, 1976 წლის, 28 მარტს, დეს მოინესში, აშშ.
mark stoermer, ( ბას-გიტარა), სიმაღლე 201-მ. დაიბადა, 1977 წლის, 28 ივნისს, ტეხასში, აშშ.
ronnie vannuci, (დასარტყამი ინსტრუმენტები). სიმაღლე 198-მ. დაიბადა, 1977 წლის, 15 თებერვალს, ლას-ვეგასში, აშშ. ყავს ცოლი.
THE KILLERS შეიქმნა 2002 წელს ლას-ვეგასში. თავისი სახელწოდება აიღეს, მათი ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფის NEW ORDERS - ის კლიპიდან "CRYSTAL". THE KILLERS ეწერა არ არსებული ჯგუფის დასარტყამ ინსტრუმენტებზე, რომელიც ფიგურირებდა კლიპში. ეს არ იყო ერთადერთი ვარიანტი სახელის დასარქმევად, თავიდან მათ უნდოდათ the genius sex poets დაერქვათ მაგრამ, შემდეგ გადაიფიქრეს.
მანამ სანამ ჯგუფს შექმნიდნენ, მათ მოასწრეს გამოეცვალათ სხვა და სხვა სამუშაო.
drandon flowers - მა, მიატოვა კოლეჯი, ერთ ხანს მუშაობდა კორიდორის კაცად, სასტუმრო GOLD COAST- ში.
dave keuning- ი, აიოვას შტატის მკვიდრი, გადავიდა ლას-ვეგასში 2000 წელს, მას შემდეგ რაც მიატოვა სწავლა, აიოვას შტატის უნივერსიტეტში, ის რაღაც დრო მუშაობდა გამყიდველად მაღაზიაში, ქსელიდან BANANA REPUBLIC.
mark stoermer- ი, მუშაობდა მედიკამენტების დამრიგებელ კურიერად, თან უვივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას.
ronnie vannuci- ი, იგივე უნივერსიტეტში, დასარტყამი ინსტრუმენტების კლასში სწავლონდა. პარალელურად მუშაობდა ფოტოგრაფად და ველო-ტაქსის მძღოლად, უზარმაზარ სუპერმარკეტში.
ფორმალურად, ჯგუფის შექმნა დაიწყო მაშინ, როდესაც drandon flowers- ი, წამოვიდა თავისი პირველი ჯგუფიდან BLUSH RESPONSE. იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა მათთან ერთად გადასულიყო ლოს-ანჯელესში. სწორედ მაშინ გაიცნო მან dave keuning.
drandon flowers- მა მას შემდეგ, რაც დაესწრო OASIS - ის კონცერტს გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო გიტარული მუსიკის კეთება. ის გამოეხმაურა dave keuning -ის განცხადებას გაზეთში, რომელიც წერდა რომ იყო გიტარისტი და ეძებლა ჯგუფს, თან მისი საყვარელი ჯგუფების ჩამონათვალში იყო OASIS - იც. მათ მომენტალურად გაუგეს ერთმანეთს და მალე დაიწყეს რეპეტიციები. თავიდან მათ ბასისტად ყავდათ keuning -ის მეზობელი ხოლო დრამერად კიდევ ერთი ნაცნობი. მაგრამ, ისინი დიდხანს არ გაჩერებულან და flowers - ი და keuning- ი ორნი დარჩნენ ჯგუფში.
stoermer-ი და vannuci იმ დროს სხვა და სხვა ადგილობრივ ჯგუფებში უკრავდნენ. flowers -მა და keuning-მა სთხოვეს მათ, რომ შემოერთებოდნენ ჯგუფს. ორივე ყოყმანობდა ღირდა თუ არა დათანხმება. vannuci ბოლოს და ბოლოს დათანხმდა. stoermer-ი კი საკმაოდ მალე დამეგობრდა flowers - თან და მანაც გადაწყვიტა THE KILLERS - ის წენრი გამხდარიყო. ასე, რომ ის იყო ბოლო , ვინც ჯგუფის შემადგენლობაში შევიდა.
მათ მალევე დაუკრეს თავისი პირველი კონცერტი კლუბში, სახელწოდებით THE JUNKYARD.
ჯგუფმა ნელ-ნელა დაიწყო აგენტების და ლეიბლების წარმომადგენლების ყურადღების მიქცევა. ერთ-ერთი შეხვედრა WARNER BROS - ის ინგლისური განყოფილების წარმომადგენელთან თითქოს წარუმატებელი აღმოჩნდა კონტრაქტი არ დაიდო. მაგრამ, წარმომადგენელმა ინგლისში წაიღო THE KILLERS - ის დემო-ჩანაწერი, რომელიც თავის მეგობარს ერთი დამოუკიდებელი ლეიბლის მფლობელს ანახა. ის აღფრთოვანებული დარჩა ჯგუფით.
მალე ჯგუფის წევრებმა ჩემოდნების ჩალაგება დაიწყეს, ინგლისში გასამგზავრებლად. იქ მათ ელოდებოდათ კონტრაქტი ლონდონურ ლეიბლთან LIZARD KING RECORDS - თან, რომელსაც დადებული ჰქონდა კონტრაქტი თავისი პროდუქციის გასავრცელებლად ბევრად უფრო დიდ კომპანიასთან ISLAND RECORDS.
2004 - წლის 7 ივნისს ინგლისში, და ერთი კვირის შემდეგ ამერიკაში, მათ თავისი სადებიუტო ალბომი "HOT FUSS" გამოუშვეს. პირველი სინგლის "SOMEBODY TOLD ME"- ს გამოსვლამ თავიდან შეუმჩნევლად ჩაიარა, მაგრამ აქ საქმეში ჩაერთო ჟურნალი NME, რომელმაც აქო და ადიდა THE KILLERS - ის კონცერტი ინგლისში. მეორე სინგლი "MR. BRIGHTSIDE" კი ბრიტანეთის TOP - 10-ში შევიდა. შემდეგ მათ ხელმეორედ გამოუშვეს "SOMEBODY TOLD ME" რომელიც უკვე ხიტად იქცა.
მეორე ალბომი "SAM'S TOWN"გამოვიდა 2006 წლის ოქტომბერში. ალბომს ეს სახელი დარქმეული აქვს ლას-ვეგასის ერთი ძველი სასტუმროს საპატივცემულოდ. ჯგუფის წევრების თქმით, ალბომი ეძღვნება იმ ამერიკას, რომელიც ცხოვრობს მითებში და ლეგენდებში. პირველი სინგლი ამ ალბომიდან იყო "WHEN WE WERE YOUNG", რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა ბრიტანეთის ჩარტებში.
THE KILLERS - ის ძირითადი შთაგონების წყაროს წარმოადგენენ ჯგუფები, რომლებიც მოღვაწეობდნედ 80-იანი წლების პირველ ნახევარში, რომლებიც უკრავდნენ მუსიკალურ მიმართულებას სახელწოდებით NEW WAVE. ძირითადად ესენი იყვნენ DURAN DURAN და NEW ORDERS. drandon flowers - ი ასევე ამბობს, რომ მათი მასწრაფება პომპეზური სტადიონური ჟღერადობისადმი აიხსნება იმით, რომ ისინი ქალაქი ლას-ვეგასიდან არიან.
This post has been edited by FixYou on 7 Dec 2008, 10:49
"I feel I stand in a desert with my hands outstretched, and you are raining down upon me."
"You are allowed to lose a little bit of control. But sometimes it's just not good enough."
"But you're so sweet, like a cupcake" "What about us?"