SPICE GIRLS-ის MEL B: ჯერი ჰოლიუელთან სექსი ნამდვილად მქონდა
ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Spice Girls-ის წევრი, Mel B გადაცემა Good Morning Britain-ს ესტუმრა. კითხვაზე, ადასტურებს თუ არა 90-იანებში გავრცელებულ ჭორს, რომ ბენდის ჟღალთმიან წევრთან, ჯერი ჰოლიუელთან სექსი ჰქონდა, შოუს წამყვანს, პირს მორგანს მომღერალმა თავი დაუქნია.
"ჯერი მომკლავს, როდესაც ამას გაიგებს. ახლა თავის ქმართან ერთად ცხოვრობს. მას საოცარი მკერდი ჰქონდა. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. მეტი არაფერი ყოფილა. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით", - გაიხსენა არტისტმა.
"სფაის გერლზი" ბრიტანეთში 1994 წელს ჩამოყალიბდა. 85 მილიონი გაყიდული ალბომით კოლექტივი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ბოლოს მუსიკოსები ერთად 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდნენ. პროექტს მსოფლიო პოპულარობა სადებიუტო სინგლმა Wannabe მოუტანა. სიმღერა 1996 წელს გაყიდვებისა და ჰიტ-აღლუმების ლიდერი გახდა.