ელვიიიის!!!! აი მოვძებნე როგორც იქნა ელვისის თემაა

)) აი ეს კაცი არის მართლა ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით! ულამაზესი და ძალიან სასიამოვნო ხმა, შოუმენობის თანდაყოლილი რაღაც განსაკუთრებული ნიჭი და ნებისმიერი სიმღერის ჰიტად ქცევის უბადლო უნარი, ეს ყველაფერი ელვისია. მართალია ის სიმღერებს არ წერდა, მაგრამ მის მიერ შესრულებული ნებისმიერი სიმღერა ისე ჟღერს თითქოს ის ამ სიმღერის ავტორი იყოს.
რა თქმა უნდა ელვისის შესახებ პამპერსებიდან ვიცოდი, მაგრამ ის მხოლოდ სამი წლის წინ ასე ვთქვად "აღმოვაჩინე" და იმის მერე ელვისის მაგარი ფანი ვარ, განსაკუთრებით მისი 70-იანი წლების სტილი და მუსიკა მომწონს, ელვისის ლაივ კონცერტებს თითქმის ყოველ დღე ვუსმენ ხოლმე; 1973 წლის Aloha from Hawaii-ს დივიდის კი ორ-სამ თვეში ერთხელ თავიდან ბოლომდე ვუყურებ და ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ პირველად ვუყურებ

მახსოვს სამი წლის წინ რომ პირველად ვნახე ეს დივიდი გაოგნებული ვიყავი - აქამდე სად ვიყავი, რატომ არ ვინტერესდებოდი მეთქი

Long live the King! Elvis may have left the building, but he entered eternity...
miracle_of_loveეგ მთლად ბოლო კონცერტი არ არის, თუმცა ერთ-ერთი ბოლო ნამდვილადაა, მაგის მერე კიდევ რამოდენიმე კონცერტი ჩაატარა ელვისმა, მე მგონი ეგ კონცერტი 1977 წლის მაისშია ჩაწერილი, ბოლო კონცერტი კი 26 ივნისს გაიმართა.
ეს სიმღერა მომწონს ძალიან მაგრად. აქ ელვისის ვოკალური შესაძლებლობები 100%-ით არის წარმოჩენილი
http://www.youtube.com/watch?v=MYjnjvZbAKY This post has been edited by Gioma771 on 17 Jan 2010, 23:34