12 წლის შემდეგ ისევ ვხსნი ამ თემას.
ჯგუფი „ჩვენ“ შესანიშნავი ვოკალური მონაცემების მქონე პროფესიით მსახიობმა მალხაზ აბულაძემ ბათუმში ჩამოაყალიბა. ტრიო საკმაოდ პროტესტულ მუსიკას ასრულებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯგუფი სუფთა როკს უკრავდა ყოველგვარი მინარევების გარეშე. მალხაზ აბულაძეს მიაჩნდა, რომ იგი რეალური ყოფიდან გამომდინარე ნატურალისტურ ტექსტებს წერდა. მისივე აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტრიოს მუსიკალურ საფუძველს როკენროლი წარმოადგენს, ყოველი წევრი შინაგანად ქართულ მუსიკას ატარებს, რაც „ჩვენ“-ის შემოქმედებას ეტყობა კიდეც. ამ მეტად საინტერესო თორმეტსიმღერიან ალბომში მაქვს ჩემი ფავორიტებიც. პირველ რიგში, „ისე თუ მასე თუ ასეს“ კარგი ჰიტიც შეგვიძლია ვუწოდოთ. თავის დროზე ამ სიმღერაზე გადაღებულმა მუსიკალურმა ვიდეომ ტელევიზიებშიც იტრიალა. კიდევ მომწონს „ქარი“, „ბევრი“, „თაობა“, მშვენიერი ინსტრუმენტული პიესა „სიზმარი“... და ამათთან ერთად სხვა სიმღერებიც ნამდვილად შეგვიძლია ქართულენოვანი როკის ღირსეულ ნაწარმოებებად მივიჩნიოთ.
ჯგუფი „ჩვენ“ - ურთიერთობა © 2002
01-ოხოხოია
02-მონაგონი
03-მატოსული
04-ლამაზი ცხოვრება
05-ქარი
06-როკენროლი
07-ცხელი ქალი
08-ბევრი
09-ისე თუ მასე თუ ასე
10-თაობა
11-სიზმარი
12-მოვიდა ისევ
ჟანრი, სტილი: როკი
ზომა: 117 MB
ხანგრძლივობა: 44:36
Bitrate: 320 kb/s
გადმოწერა:
ჩვენ - ურთიერთობა [2002]პაროლი არქივზე:
erm0nia