მასობრივ კულტურაში უიშვიათესი მოვლენაა ისეთი მენეჯერი, რომელმაც უამრავ წარმატებას მიაღწია და ასევე უამრავი საკულტო ჯგუფი შექმნა.
მალკოლმ მაკლარენი გარდა მუსიკალური მენეჯმენტისა, თავად არის მუსიკოსი, კინო-რეჟისორი და ახალი დიზაინის შემქმნელი, ამკვიდრებს ახალ მოდას ჩაცმულობასა და საერთოდ გემოვნებაში.

მალკოლმ მაკლარენი 1946 წლის 22 იანვარს ლონდონის გარეუბანში დაიბადა. მამამ ოჯახი მაშინ მიატოვა, როცა მალკოლმი 2 წლის იყო, ხოლო დედა ხელმეორედ გათხოვდა. პატარა ბიჭმა მამინაცვალთან ურთიერთობა ვერ ააწყო, ამიტომ მას ბებია ზრდიდა. მან უამრავი სამხატვრო სკოლა გამოიცვალა და არც ერთი დაუმთავრებია. სხვა პროფესიებიც მოსინჯა, მაგრამ გული ვერ დაუდო. ბოლოს ტანისამოსის საკუთარი მოდელების შექმნა დაიწყო. 60-იანი წლების მიწურულს იგი დაინტერესდა სიტუაციონიზმით, რომელიც მარქსიზმის განშტოებად მიიჩნეოდა და საკუთარ თავში აბსურდულ და პროვოკაციულ დეკლარირებულ ქმედებებს მოიცავდა.

1971 წელს დიზაინერ Vivienne Westwood-თან ერთად, რომელიც, ამავე დროს, მისი საყვარელიც იყო, მაკლარენმა ლონდონში ბუტიკი Let It Rock გახსნა, რომელსაც მოგვიანებით სახელი გადაარქვეს და უბრალოდ SEX ეწოდა, კიდევ უფრო მოგვიანებით კი Too Fast To Live, Too Young To Die. ბუტიკი ტედი-ბოების სუბკულტურის მოყვარულთათვის და ე. წ. "ფეტიშ-მოდის" მიმდევრებზე იყო ორიენტირებული. 1974 წელს მაკლარენი ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც გლემ-პანკ ჯგუფი The New York Dolls გაიცნო. რამდენიმე ხნით მალკომი მათი მენეჯერი გახდა. 1975 წელს ჯგუფმა დაშლა დაიწყო, ხოლო მაკლარენი ლონდონში დაბრუნდა. თუმცა მას ძალიან მოუნდა ინგლისშიც გაეკეთებინა პანკ-ჯგუფი.
სულ მალე მან ჩამოაყალიბა ჯგუფი Sex Pistols, რომელმაც მსოფლიო შეაზანზარა. ჯგუფის შექმნის იდეა მან ვივიენ უესტვუდსაც გაუზიარა, ამ უკანასკნელმა იდეა მოუწონა და დაპირდა კიდეც, რომ პანკ-ჯგუფის სასცენო ჩაცმულობაზე თვითონ იზრუნებდა. მუსიკოსების ძებნაზე მალკოლმს ბევრი არ უწვალია. მისივე მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა გლენ მეტლოკი, რომელმაც მალკოლმს კიდევ ორი თავისი მეგობარი, სტივ ჯონსი და პოლ კუკი მოიყვანა. მაკლარენმა ბიჭები დაარწმუნა, რომ იგი აუცილებლად მენეჯერი უნდა გამხდარიყო. მან მოითხოვა, რომ სიმღერები ბანალურ სენტიმენტალურ "სიყვარულზე" კი არა სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე დაეწერათ. ამის გარდა, მაკლარენმა ჟღერადობა მაქსიმალურად გააუხეშა. მალკომის ყურადღება მალე მისი მაღაზიის ხშირმა სტუმარმა ჯონ ლაიდონმა მიიპყრო, რომლის მაისურზეც ეწერა:
"მე მეზიზღება პინკ ფლოიდი!". მაკლარენის გადაწყვეტილებით, ჯონი ლაიდონი ჯონი როტენად გადაინათლა და ვოკალისტიც გახდა. ჯგუფის პროვოკაციული სახელი, ასევე, მალკომის მოფიქრებულია.

"სექს პისტოლზის" ბიჭებს ვივიენ უესტვუდმა დაფხრეწილი ჯინსები, კედები და მაისურები ჩააცვა, რაც დღემდე მოდაშია პირველივე კონცერტი როტენის სკოლაში ბევრი გინებითა და ჩხუბით დასრულდა. სკანდალმა თავისი საქმე გააკეთა და ჯგუფს უფლება მისცეს ლონდონის უამრავ ბარში დაეკრა. მაკლარენმა ლეიბლ "ი-ემ-აის" შეუთანხმდა გამოეცათ პირველი სინგლი Anarchy in the U.K.. თუმცა კომპანიამ კონტრაქტი დაარღვია იმ მოტივით, რომ სიმღერაში იყო ძალადობისკენ მოწოდება და ჩრდილოირლანდიულ კრიზისსაც ეხებოდა. ამიტომ ფირფიტა მეორე კომპანია "ვირჯინმა" დაბეჭდა. 1977 წლის მაისში კი გამოვიდა მეორე სინგლი God Save The Queen. იგი უფრო ადრე უნდა გამოსულიყო, მაგრამ დედოფლის გამოსახულებიანი სინგლის გამოშვებაზე ფირფიტების ქარხნის მუშებმა თქვეს უარი. სურათზე დედოფალს თვალების ადგილას ინგლისური ქინძისთავები ჰქონდა.

მაკლარენმა პრეზენტაციისთვის კატერი დაიქირავა და "სექს პისტოლზმა" მდინარე ტემზაზე შეასრულა სიმღერა. პოლიციამ მაკლარენი დააკავა, თუმცა ამან ჯგუფს კიდევ ერთი დამატებითი რეკლამა მოუტანა. ოქტომბერში კი გამოვიდა ჯგუფის ერთადერთი ოფიციალური სტუდიური ალბომი Never Mind the Bollocks, Here's the Sex Pistols. სკანდალებმა გადაღალა ჯგუფის ბასისტი გლენ მეტლოკი და იგი წავიდა, მის ნაცვლად Siouxsie & The Banshees-ის დრამერი, სიდ ვიშეზი აიყვანეს, რომელმაც ხეირიანად არც დაკვრა იცოდა და არც სმენით გამოირჩეოდა, თუმცა ჯონი როტენზე დიდი ხულიგანი და ბუნტისთავი იყო. პისტოლზებმა ვიშეზთან ერთად არნახულ წარმატებას მიაღწია. თუმცა ეს უკვე ცალკე თემაა.

"სექს პისტოლზის" დაშლის შემდეგ მალკომ მაკლარენს უამრავი შედეგიანი პროექტი ჰქონდა. ასეთებს შორისაა ჯგუფი Adam And The Ants. შემდეგ ამ ჯგუფის საფუძვლებზე მაკლარენმა ნიუ-უეივ ჯგუფი შექმნა სახელად Bow Wow Wow. თანამშრომლობდა ბოი ჯორჯთან, ემინემთან, ჯენეტ ჯექსონთან და კიდევ უამრავ მუსიკოსთან. არის ჰიპ-ჰოპის, ტექნო-პოპის და კიდევ სხვა სტილების ერთ-ერთი პიონერი. ამავე დროს, მალკოლმმა 14 თავისი სოლო ალბომიც გამოსცა. მათ შორის მინდა გამოვყო 1994 წელს გამოსული ორმაგი ალბომი Paris, რომლის ჩაწერაშიც ლეგენდარულმა ქალებმა კეტრინ დენევმა და ფრანსუაზა ჰარდიმ მიიღეს მონაწილეობა.


ეს უმშვენიერესი, ძალიან მელოდიური და მუსიკალური ალბომი ძალიან მიყვარს. შემიძლია ნებისმიერ განწყობაზე მოვუსმინო. იგი წარმოადგენს ელექტრონული მუსიკის, როკის ჯაზისა და პოპის ნაზავს. 90-იანებიდან მისი ჩანაწერი კასეტაზე მაქვს და რამდენიმე დღის წინ როგორც იქნა ვიშოვე ციფრული ვერსიაც. რა თქმა უნდა, ორივე დისკი მაგარია, თუმცა პირადად განსაკუთრებით მეორე მომწონს.

დღევანდელი აფლოადი სპეციალურად
rumpleteazer-თვის (როგორც დავპირდი) და ყველას. .)
Malcolm McLaren - Paris © 1994
CD1 - Paris01-Mon Dié Sénié
02-Walking with Satie
03-Pére Lachaise
04-Miles And Miles Of Miles Davis
05-Jazz Is Paris
06-Rue Dauphine
07-Paris Paris
08-Je T'Aime...Moi Non Plus
09-Club Le Narcisse
10-La Main Parisienne
11-Driving Into Delirium
12-Revenge Of The Flowers
13-In The Absence Of The Parisienne
14-Anthem
15-Who The Hell Is Sonia Rykiel?
Genre: Electronic
Stile: Rock, Pop, Jazz
Size: 125.70 MB
Playtime: 62:29
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)Download:
Malcolm McLaren - [CD1] Paris [1994]Password:
erm0nia======================================================================================
CD2 - The Largest Movie House In Paris (The Instrumental Mixes)
01-Paris Un
02-Paris Deux
03-Paris Trois
04-Paris Quatre
05-Paris Cinq
06-Paris Six
07-Paris Sept
08-Paris Huit
09-Paris Lutece Paname
Genre: Electronic
Stile: Rock, Pop, Jazz
Size: 90.48 MB
Playtime: 45:44
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)Download:
Malcolm McLaren - [CD2] The Largest Movie House In Paris (The Instrumental Mixes) [1994]Password:
erm0nia