ტააააააკს, ჩემი წლიური რევიუ : მასაშე

რას ველოდით და რა მივიღეთ
შარშან ამ დროს ძალიან მოხიბლული ვიყავი ზოგადად post-punk revival-ით, რომელიც გძეტა 2004-2005-ში შევიდა თავის ზენიტში და იქიდან გამომდინარე რომ ის პერიოდი ბრიტანეთში მიწევდა ყოფნა და ამ ყველაფერთან უშუალო შეხების მქონე ხალხთან მქონდა ყოველდღიური ურთიერთობა, მეც ამ მოძრაობის ნაწილი გავხდი გარკვეულწილად
რაც მეგონა , იყო რომ წელს ვნახავდით რაიმე გიჟურ ახალ მუსიკას, ახალ რაიმე ჟანრს და მაგარ ახალ ბენდებს. ამ წელიწადმა რაც მოგვიტანა უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით არის ნიუ რეივი. მარტო ნიუ რეივში არაა საქმე, ზოგადად ყველაფერი ინდიში უფრო საცეკვაო და ელექტრორიტმებისაკენ წავიდა წელს, უფრო ვიდრე შარშან. ნიუ რეივი წელს დაიძრა და გაისად ამუშავდება პა პოლნოი პრაგრამე, რამეთუ კლაქსონები უშვებენ მოგეხსენებათ ალბომს სამ კვირაში და მეც დღედღეზე ველოდები ლიკს

კაი ინდი-ალბომები წელს ბევრი იყო, დაწყებული რა თქმა უნდა მაიმუნების რეკორდების მხსნელი და ინდის საბოლოოდ გამამეინსტრიმებელი whatever people say i am და ა.შ.-ით.
მე რაც მომეწონა ძირითადად იყო the young knives - voices of animals and men, tapes'n'tapes-ის the loon, new young pony club-ის, css-ის, ფრატელების, sunshine underground-ის რელიზები. აგრეთვე განსხვავებულად გამოვიდნენ ჰორორები და ეგ ჯგუფი მე ჩემთვინ მინდა

კლაქსონების გარდა ნიურეივში ასწორებსავით მძ%ნერდისკო, თარიღროკი, სიმიან მობილური დისკო. ინდი პოპში კაი შთაბეჭდილება დატოვა აგრეთვე the feeling-მა ძალიან ლამაზი და მელოდიური ალბომით twelve stops and home.
რაც არ მომეწონა იყო ქილერსის აბსოლუტურად ყ&ეური ალბომი და დიდი იმედგაცრუება იყო იმიტომ რომ ძალიან მომწონს დღემდე hot fuss-ი. არ დამევასა muse-ის (ინდიში გავიყვანოთ, ალტერნატივაა მარა მაინც) შავი ხვრელები, მაგრა არ მომეწონა ყასაბიანის იმპერია და ეგ ჯგუფი საერთოდ არ მევასება
მოკლედ ბევრია საწერი და მეზარება რა მაინც

რაღაცეები გამომრჩა ხო ვიცი მაგრამ იტოგში ეგაა

ველოდები თქვენს რევიუებსაც