ბრეიკ ბითი მუსიკალური სუბ-ჟანრების გაერთიანებაა, რომელიც სხვა მუსიკალური მიმდინარეობებისგან განსხვავებით (ტექნო, ჰაუსი და ა.შ.) რომელთა ბითიც პირდაპირი 4/4-ია, არაპირდაპირი ბითით გამოირჩევა. თვითონ "break beat" სათავეს 70-იანი წლებიდან იღებს, როდესაც ჰიპ ჰოპ დიჯეებმა თავიანთ რიტმ-სექციებში "სწორი ბითის გატეხვა"დაიწყეს და შექმნეს სიახლე, რომელიც მალე ძალიან პოპულარული გახდა და ბევრმა სხვა მიმდინარეობამაც აიტაცა. უფრო გვიან 90-იანიბში, პროდუსერებმა მსგავსი ბითი "რეივის" (იგივე ჰარდროკ ბრეიქ ბითის ) შესაქმნელად გამოიყენეს. ამის შემდეგ, ბირტანეთში დრამ'ნ ბეისის და ჯანგლის ხანა წამოვიდა, რომელიც პრინციპში იგივე "ჰარდროკ ბრეიქია" და სავსეა ბრეიქბითის ელემენტებით, თუმცა აქ აქცენტი უფრო ქაოსურ დრამ-სექციაზე კეთდებოდა და ბითიც ბევრად სწრაფი და ინტენსიური იყო. მერე გამოჩნდა the prodigy, რომელმაც ბრეიქ ბითის ელემენტები თავის თრექებში აქტიურად გამოიყენა. ამ ჯგუფის უდიდესმა პოპულარობამ კიდევ უფრო გაზარდა ინტერესი ტეხილი ბითის მიმართ. პარალელურად იყო The Chemical Brothers, რომლებიც ასევე ტეხილ ბითს იყენებდნენ, ხოლო მათ მუსიკას big beat დაარქვეს (ბრეიქბითის ერთ-ერთი სახე, რომელიც უფრო ფსიქოდელიური ჟღერადობით გამოირჩევა). შემდგომში ეს მიმდინარეობა უფრო პოპულარული Fatboy Slim-მა და სხვა ცნობილმა ბრიტანელმა პროდუსერებმა გახადეს.
იმას, რასაც დღეს "ბრეიქ ბითს" ეძახიან, nu skool breaks-ია (ძირითადად, შემოკლებულ სინონიმს - breaks იყენებენ). ეს მიმდინარეობა 90-იანების ბოლოს გახდა ცნობილი, როდესაც ლონდონში 1998 წელს ერთმანეთს 3 "დჯეი" Rennie piligrem, tayo და Adam Freeland, შეხვდა. ისინი უკვე ქმნიდნენ ამ მუსიკას და ვინაიდან მუსიკის ეს მიმდინარეობა ბრიტანული მასისთვის უცნობი იყო, გადაწყვიტეს გაეკეთებინათ საღამოების სერია, სახელწოდებით Friction, ხოლო ვინაიდან ეს მუსიკა საკმარისი რაოდენობით არ იქმნებოდა, სეტების დროს ერთმანეთთან მიქსავდნენ ელექტროს სიჩქარე დაწეულ დრამ'ნ ბეისთან ერთად. Friction იმართებოდა ერთ-ერთ კლუბში, რომელსაც Bar Rumba ერქვა. ეს კლუბი ხმის კარგი ხარისხით და ლონდონში ყველაზე"ანდერგრაუნდ" ატმოსფეროთი გამოირჩეოდა. ძალიან მალე, Friction ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე "ტუსოვკა" გახდა, რამაც ახალ პროდუსერებს უბიძგა, რომ nu skool breaks შეექმნათ. ამ დროისთვის Rennie Pilgrem-ს უკვე დაარსებული ჰქონდა დღესდღეობით ბრეიქ ბითში ყველაზე სტაჟიანი და ძველი ლეიბლი TCR (Thursday Club Recordings), რომელზეც "ბითზე ორიენტირებულ" მუსიკას უშვებდა. მომავალში TCR-ს შემოემატა ახალი სახეები - Koma & Bones, General Midi, Chris Carter, JDS, B.L.I.M. და ა.შ..
2000 წელს უკვე ბრეიქ-ლეგენდად აღიარებული პროექტი Plump DJs უშვებს ალბომს A Plump Night Out, რომელსაც ბრეიქი ახალ ჰორიზონტებზე გაყავს და მას ბევრად უფრო ცნობადს ხდის. მალე ამ მუსიკით BBC-ის რადიოსადგურში დაინტერესდებიან და Annie Nightingale იწყებს გადაცემის კეთებას, რომელიც მთლიანად ბრეიქ ბითს ეძღვნება. ეს გადაცემა BBC Radio 1-ის ეთერში დღესაც გადის. მეორე ცნობილი რადიოსადგური KISS FMი კი tayo-ს გადაცემის წამყვანად ირჩევს. შესაბამისად, ეს მიმართულება უკვე მთელ ბრიტანეთს ედება. ბუნებრივია, ეს მუსიკა ბრიტანეთით არ შემოიფარგლა. მუსიკის პოპულარობამ გამოიწვია ის , რომ იბიცაზე სულ უფრო მეტი ბრეიქ დიჯეი უკრავდა და ამიტომ ბრეიქი ესპანეთსაც ძალიან მალე მოედო და ცოტა ხანში ცალკე ბრეიქ მიმდინარეობაც კი შეიქმნა, რომელსაც spanish breaks ეწოდა. ეს უკანასკნელი ყველაზე მძიმე და მშრალი ბეისლაინით გამოირჩეოდა და შეიძლება ითქვას, რომ დიდი პოპულარობას ვერ მიაღწია, თუმცა რამდენიმე თრექი ძალიან ცნობილი გახდა (მაგალითად Ed 209 - Infectious).
მალე ბრიტანელი ბიჭი, სახელად ჯიმი, ქმნის ყველაზე დიდ ინტერნეტ ბრეიქ ფორუმს (
http://nuskoolbreaks.co.uk/ ) რაც ბრეიქერების გაერთიანებაში ასევე დიდ როლს თამაშობს. ეს ფორუმი დღემდე მსოფლიოში ყველაზე დიდ და პოპულარულ ბრეიქ ბით ფორუმად რჩება. ამავდროულად , ლონდონის რომელიღაც პატარა სარდაფში ბრეიქის რამდენიმე ფანი პირველ პირატულ რადიოსადგურს breaks FM-ს აარსებს, რომელსაც არანაირი ლიცენზია არ გააჩნია. მთელი მათი აპარატურა 1 კომპიუტერი, 2 ფირსაკრავი და მიქშერი და თვითნაკეთი პატარა რადიოგადამცემია, რომელიც ლონდონის ნაწილს ფარავს. აქ მოდიოდნენ პროდუსერები და დიჯეები და ყველაზე ცხელ და აქტუალურ ბრეიქს უკრავდნენ, მაგრამ ბრიტანეათის პოლიციამ პირატები მალე იპოვა და მაუწყებლობა აუკრძალა. ამის შემდეგ, რადიომ ინტერნეტ-მაუწყებლობა განაგრძო და ის დგესაც არსებობს (
http://www.breaksfm.com/breaksfm/© ოზონი
This post has been edited by nincho_ on 7 Oct 2007, 01:40