მოკლედ, დღეს Glastonbery live video-ს ვუყურე (როგორც იქნა!) და ემოციებისგან დავიცალე მე მგონი...
ხო, რითი დავიწყო? პირველად there there-თი რომ დაიწყეს, შთამბეჭდავი შემოსვლა იყო ნამდვილად - ჯონის და ედის დრამები აქეთ-იქით რომ გაისმოდა, რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა, სადღაც ტროპიკულ ქვეყნებში შორიდან სპილოები რომ მოდიან და დაფდაფების ხმა რომ ისმის და რაც უფრო ახლოვდება ეს ხმა, მით უფრო ისეთი გრძნობა რომ გიჩნდება რაღაც დიდებული უნდა მოხდესო... (შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ მაგრაგმ ასეთი ასოციაცია გამიჩნდა რატომღაც

) 2+2=5 ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა no surpises-თან ერთად და ეს ორი ლაივი მქონდა, რაც გამიკვირდა ის იყო რომ The Gloaming-ის შედეგ (ისე, საკაიფოდ ცეკვავს მანდ

) ასე წყნარ და მშვიდ no surpises-ზე როგორ გადავიდა
national anthem - ძალიან ორიგინალური დასაწყისით. საერთოდ პირველად მოვისმინე ეს სომღერა ჩასაბერი ინსტრუმენტების გარეშე, სოლო გიტარის თანხლებით. უძლიერესია!
talk show host - დიდი ხანია ამ სიმღერაზე ვგიჟდები... აქ, განსაკუთრებით ბოლოში, გიტარის ხმა ისეთი აკუსტიკით ისმის, ასე მგონია რომ ჰედები ეს-ესაა გაფრინდებიან
fake plastic trees და paranoid android - აქ ჯონიმ თავის გიტარიანად "დაიხია" ყველაფერი (ამ ზედსართვის გარდა აღმატებით ხარისხში მყოფი მეორე ზედსართავი ვერ მოვიფიქრე

). ისე, თუ შეამჩნიეთ fake plastic trees შესრულებისას, ტომის ყოველთვის სევდიანი გამოხედვა რომ აქვს (იმას ვგულისხომ რომ თავისებურად არ "გიჟობს" ხოლმე და წყნარად მღერის რაღაც...) paranoid android-ში ......ამდენ გადასვლებს (ხმაში) როგორ აკეთებს ეს კაცი..
sit down, stend up - აუ აქ სასწაული ხდება საერთოდ and rain drop-ის დროს...
Idioteque - გიჟური რიტმია და ერთი თუ ავყევი, მეც ტომისავით ვგიჟდები...
მოკლედ, ყველა მათი სიმღერა გულიდან მოდის (მეც ეხლა ახალი ვთქვი რამე ....

) და უკვე ვიცი, რომ ამ კონცერტის ყურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ მომწყინდება... მართალია, ყველა სიმღერა არ შედის ამ ლაივში (არც ეს ვიდეო და ის აუდიო ვერსიები ემთხვევა, სადღაც რომ დავდე ადრე) მაგრამ უმაგრესი ლაივია.... დიდი მადლობა იმას ვინც დადო. განათება მომეწონა კიდევ, (ოღონდ სცენას უხდებოდა და არა ჰედების გარეგნულ მონაცემებს

)... და კიდევ ტომის დამშვიდობება...

საერთოდ აღფრთოვანებული ვარ როგორ შეუძლია ტომს სხვადახვა ინსტრუმენტებზე ერთბაშად ერთ კონცერტზე დაუკრას, ასე შეუსვენებლად... ხმაზე ხომ აღარაფერს ვამბობ...
ხოდა კიდევ, აუ ის ხალხი როგორ შემეცოდა დაცვის მხარეს რომ წარმოადგენდნენ და მთელი კონცერტის განმავლობაში ზურგით რომ იდგნენ სცენიკენ, ხალხისკენ მიმართული....