Radiohead-ის მოსმენა ორიოდე წლის წინ დავიწყე. დეპრესიული პერიოდი მქონდა და Thom Yorke-ის ვოკალი Jonny Greenwood-ის გიტარის ჟღერადობასთან ერთად კარგად შეესაბამებოდა ჩემს სულიერ მდგომარეობას.
ყველაფერი კი ასე დაიწყო: ვიღაცის CD ფლეერიდან Radiohead-ის Creep-ს მოვუსმინე. ეს ერთ-ერთი იშვიათი მომენტი იყო, როცა ამ ჯგუფის სიმღერა პირველივე მოსმენისთანავე მომეწონდა. მერე უფრო დამაინტერესა და რომელიღაც საიტიდან Radiohead-ის ყველა ალბომი გადმოვიწერე, მოვნახე ბიოგრაფიული მონაცემები, და. ა.შ. არ მოვიტყუები, რომ KID A და Amnesiac თავიდანვე მომეწონა – ბუნდოვანი და ქაოსური მუსიკის შთაბეჭდილება დატოვა ჩემში. ვერც იმას მივხვდი რისთვის გიჟდებოდა ხალხი ამ ალბომებზე.... მაგრამ რაც უფრო ვეცნობოდი ტომის ჩანაწერებს და რაც უფრო ვაანალიზებდი მის ფსიქოტიპს, მით უფრო ნათელი ხდებოდა ჩემთვის KID A-ს და Amnesiac -ს მუსიკა. დღეს ეს ალბომები ჩემთვის უსაყვარლესია OK Computer-თან ერთად...
რაც შეეხება თავად ჯგუფს: 80-იან წლებში ებინგდონის სკოლაში (ოქსფორდის გარეუბანში), სადაც ტომი სწავლობდა, შეიქმნა ჯგუფი On a Friday – Thom Yorke, Colin Greenwood, Jonny Greenwood, Ed O’Brien, Phil Selway-ის შემადგენლობით. ბიჭები სკოლის დარბაზში გადიოდნენ რეპეტიციას ყოველ პარასკევს (აქედან წარმოსდგა ჯგუფის სახელი - On a Friday ). ებინგდონის სკოლაში გატარებული დრო არ ისე კარგად ახსენდება ტომის – თანდაყოლილი ფიზიკური ნაკლის გამო, ხშირად ხდებოდა დაცინვის ობიექტი თანაკლასელთა შორის. დაბადებისას ტომის მარცხენა თვალი საერთოდ დახუჭული ჰქონდა. პირველი ოპერაციისას ჯერ კიდევ ჩვილი იყო: “The first operation I had, I was just learning to speak, and apparently I said, 'what do I got?' ”. 5 ოპერაციის შემდეგ ექიმებმა ხელოვნური კუნთი ჩაუსვეს, მაგრამ ბოლო ოპერაცია, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, “was fucked up” და ტომიც ნახევრად დაბრმავდა... ტრაგიკული ცხოვრებისგან თავდასაღწევად On a Friday შველიდა ტომის... სკოლის დამთვრების შემდეგ ჯგუფის ოთხმა წევრმა (უმცროსი გრინვუდის გამოკლებით) ოქსფორდის უნივერსიტეტის სხვადასხვა კოლეჯებს მიაშურა სწავლის გასაგრძელებლად. ყველა გეგმავდა შეკრებას და On a Friday –სთვის დემოების ჩაწერას. საბოლოოდ, როცა ჯგუფის ყველა წევრმა ოქსფორდი დაამთავრა (ჯონის გარდა, რომლელმაც მუსიკისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსი შეწყვიტა) 4 წლის შემდეგ On a Friday კვლავ განახლდა და დემოების გამოშვება დაიწყო, სახელწოდებით Manic the Hedgehog. ხმის ჩამწერი სტუდიის - EMI-სთან მოწერილი კონტრაქტის შემდეგ - ჯგუფმა სახელწოდება შეიცვალა 70-იანი წლებიზ პანკ-როკ-ჯგუფის Talking Head-ის სიმღერის მიხედვით - Radiohead.
1992 წლის შემოდგომაზე სამ კვირაში ჩაიწერა Radiohead-ის სადებიუტო ალბომი Pablo Honey, რომელში შესული Creep გახდა ჯგუფის პირველი ჰიტი, რომელმაც წარმატება მოუტანა Radiohead-ს ა.შ.შ-ში, რასაც ვერ ვიტყვით ბრიტანეთზე - მაშინ როდეასც, Creep ამერიკაში გაჰიტდა, ბრიტანული პრესა ჯგუფს “A lily livered excuse for a rock bend ” –ად მოიხსენიებდა, და Radiohead-ის სიმღერებს რადიოში არ ატრიალებდნენ, “ზედმეტად დეპრესიული მუსიკის” გამო...
1994 წელს გამოვიდა My Iron Lung. ალბომი იმავე მუსიკალური მიმართულების იყო, რაც Pablo Honey. ალბომს არ გამოუწვევია დიდი პოპულარობა. სიმღერას My Iron Lung რადიოში არ უშვებდნენ "ხრინწიანი ხმის" გამო...
პერიოდულად ჯგუფი მუშაობდა ახალ ალბომეზე, რადგან ამერიკული ტურის დასრულების შემედეგ, მოლოდინი დიდი იყო Radiohead-ის მიმართ, გაპაპსავებული Creep-იც მობეზრებოდა ყველას... ზეწოლისა და ფსიქოლოგიური წნეხის ჩასაცხრომად ჯგუფმა განაგრძო გასტროლები ავსტრალიაში, აზიასა და შორეულ აღმოსავლეთსიც კი... მაგრამ ცხადი იყო, რომ Radiohead-ისგან რაღაც ახალს ელოდნენ...
ეს “ახალიც” მალე გამოჩნდა - The Bends 1995 წელს. ალბომში აღარ შეიმჩნეოდა ის პოპ-როკ მიმართულება, რაც Pablo Honey-ში იყო წარმოდგენილი - The Bends აღაირეს, როგორც ბრიტპოპის ერთ-ერთი საუკეთესო შესრულება. ალბომის გამოშვების შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, Radiohead ისრაელის ჩარტების სათავეში მოექცა. ბრიტანულმა პრესამ ბოლოსდაბოლოს ყურადღება მიაქცია Radiohead-ს, და ‘Street Spirit’ მალევე მოექცა ბრიტანული ჩარტების სათავეებში.
ამას მოჰყვა ჯგუფის ერთ-ერთი უძლიერესი ალბომი OK Computer. ალბომის ჩაწერა ოქსფორდში მიმდინარეობდა პროდიუსერ Nigel Godrich -თან ერთად. OK Computer-ზე ჯგუფმა დიდი შრომა გასწია - თითოეული წევრი ცალ-ცალკე მუშაობდა სხვადასხვა ოთახებში, არ ერიდებოდნენ ტურებსაც (მაგალითად, Alanis Morissette-ს კონცერტის გახსნისას ლაივ შესრულებას) სიმღერების დასახვეწად. ალბომის ჩაწერის დრო გაიწელა 96-98 წწ-ში, ყოველივ ეს კი იმით იყო გამოწვეული, რომ ბიჭებს უნდოდათ მაქსიმალურად სრულყოფილი ყოფილიყო OK Computer-ის ყოველი სინგლი, რამოდენიმე ვერსიას წერდნენ, და ბოლოს მაინც პირველ ვერსიაზე ჩერდებოდნენ... საერთო ჯამში კი, ისე გამოვიდა რომ OK Computer-ის მუსიკალური მიმართულება მკვეთრად განსხვავდებოდა წინა ალბომებისგან - აქ იყო ელექტრონიკისა და მელოდიურობის საოცარი სინთეზი... საბოლოოდ უდიდესი ენერგიის დახარჯვის შემდეგ ალბომმა ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა Radiohead-ს - OK Computer დასახელდა N 1 ალბომად ბრიტანეთის ჩარტებში, თავად Radiohead-მა კი მიიღო გრემი საუკეთესო ალტერნატიული ჯგუფისთვის, ასევე წარდგენილი იყო წლის ალბომის ნომინაციაზეც.
OK Computer -ის გამოშვების შემდგომ პერიოდს ტომი ასე აღწერს: "New Year's Eve '98 was one of the lowest points of my life. I felt like I was going crazy... I was a complete fuking mess..." ეს ის პერიოდი იყო, როცა ჯგუფი დაშლის პირას მივიდა - ყველას განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა Radiohead-ის მომავალთან დაკავშირებით - ედი ფიქრობდა, რომ ალტერნატიულ სტილში უნდა გაეგრძელებინათ, ტომი აზრი რადიკლურად განსხვავებული იყო... იმის გათვალისწინებით, რომ ახალ ალბომში გიტარისა და დასრატყამი ინსტრუმენტების ჟღერადობა თითქმის ამოღებული იყო, ჯგუფის სამი გიტარისტი და ერთი დრამერი გაურკვევლ მდგომარეობში აღმოჩნდებოდნენ... ედის შეთავაზებით, საჭირო იყო სრულიად ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება, სადაც ბენდის ყველა წევრს ახალ ამპლუაში მოუხდებოდა მუშაობა. ეს აზრი ყველამ მიიღო და ყველა შეთანხმდა ექსპერიმენტულ მიმართულებაზე, სადაც ერთდროულად იქნებოდა წარმოდგენილი ელექტრონიკის, სტრინგის და ჯაზის ელემენტები. ჯონიმ კლავიატურას და თანამედოვე ტექნიკის უამრავ ინოვაციურ მუსიკალურ ინსტრუმენს გაუსინჯა გემო, კოლინმა ექსპერიმნტული sampling-ის გამოყენება დაიწყო - სხვადასხვა ამონაჭრებს აკეთებდა ასევე სხადასხვა მიმართულების მუსიკიდან... ამ ყველაფერს ედი ასე აღწერდა: "With all the technology and software now available, you can take things and manipulate them in ways that you've never been able to do before. That's definitely something that we're going to get more and more into... the permutations are endless. Completely and utterly endless." ჯგუფი სხვადასხვა სტუდიებში მოგზაურობდა პარიზის, კოპენჰაგენის, გლოჩესტერისა და ოქსფორდის ჩათვლით... საბოლოოდ ეს ყველაფერი KID A-ს სახით წარმოუდგა მუსიკლურ სამყაროს 2000 წელს. Radiohead-მა უარი თქვა KID A-ს რომელიმე სიმღერაზე ოფიციალური სინგლი გამოეცათ. ალბომის გამოშვებამდე Radiohead-ის ოფიციალურ საიტზე უფასოდ იდო KID A... მუსიკალური ინდუსტრიის ბოსები შოკში იყვნენ, რადგან ეს ყველაფერი ალბომის გაყიდვების დონეს მკვეთრად შეამცირებდა... ტომის სთხოვდნენ, დაბრუნებოდა ალტერნატიული როკს და კომერციული მუსიკა შეექმნა... ყველაფერი პირიქით მოხდა - როცა ჯგუფი ბარსელონაში მართავდა კონცერტს, სამი კვირის შემდეგ ისრაელში გამართული კონცერტისას ხალხი უკვე ზეპირად მღეოდა KID A-ს სიმღერებს... Radiohead-ის ამ ალბომმა ა.შ.შ-სა და ბრიტანეთის ჩარტებში I ადგილი დაიკავა... ასევე მოწინავეთა შორის იყო საფრანგეთში, კანადაში, ირალნდიასა და ახლა ზელანდიაში... KID A-ს სიმღერებზე არაოფიციალური “ბლიფები” იქმნებოდა (ანიმაციური დიზაინით შექმნილი ვერსიები) და უფასოდ ვრცელდებოდა ინტერნეტით.... Radiohead კი განაგრძობდა თენთ-ტურებს (“Tent Tour”) ამერიკასა და ევროპაში... KID A-ს წარმატება თავად ტომის მიმართ ყოველთვის ცინიკურად განწყობილმა Noel Gallagher-მაც კი აღიარა (Oasis-იდან), რომლის მიხედვითაც KID A-ს არნახული წარმატება სწორედ მისმა არატიპიურმა მარკეტინგმა მოუტანა _ "If you refuse to talk about your own album, that just stirs the pot and makes everyone else start talking about it."
KID A-ს Amnesiac მოჰყვა 2001 წლის ივნისში. ეს ალბომი, ფაქტობრივად KID A-ს გაგრძლებაა, რადგან მასში შესული სიმღერების უმეტესობა KID A-ს ჩაწერის დროს შეიქმნა. აქ უკვე შეიმჩნევა გიტარის ელემენტები ("Knives Out"). Amnesiac- საც იგივე გამოხმაურება მოჰყვა ჯგუფის მსენელთა შორის. ამავე წელს გამოვიდა ალბომი I might be wrong, სადაც KID A-სა და Amnesiac-ში შესული სიმღერების ლაივ ვერსიებია შესული.
2003 წელს გამოვიდა Radiohead-ის რიგით ბოლო ალბომი - Hail to the Thief . აქ ჯგუფი შეეცადა KID A-სა და Amnesiac-ში ასახულ ელექტრონულ და ჯაზ-მუსიკასთან გიტარის ჰანგები შეერწყა. Hail to the Thief წარდგენილი იყო გრემიზე, როგორც წლის საუკეთესო ალტერნატიული ალბომი, პროდიუსერმა Nigel Godrich-მა კი მიიღო გრემი ალბომის საუკეთესო არანჟირებისათვის. ალბომის სახელს აღიქვამდნენ, როგორც ამერეკის 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიმართულ კომენტარს. თუმცა ტომიმ ეს უარყო ""If the motivation for naming our album had been based solely on the [current] U.S. election, I'd find that to be pretty shallow." Hail to the Thief-მა I ადგილი დაიკავა ბრიტანეთის ჩარტებიში, ამერიკაში კი - V. ამის შემდეგ Radiohead-მა საერთაშორისო გასტროლები განაგრძო, და მალევე დაასრულა წარმატებული Glastonbury Festival-ის საბოლოო საფეხური.
2004 წელს Radiohead-მა დრო მთლიანად დასვენებას მიუძღვნა. ამ დროსითვის ჯგუფს დასვენება და ძალების მოკრება ესაჭიროებოდა - საკუთარ შვილებთან და ოჯახებთან ყოფნა.
ამჟამად ჯგუფი მეცხრე ალბომზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოვა. EMI-სთან დადებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა და ახლა ჯგუფი სხვა სტუდიას ეძებს, რომელთანაც კონტრაქტს დადებს, ან ისევ EMI-სთან გააგრძელებს. ტომის აღწერით ახალი ალბომი OK Compter-ს გავს _ ""It's about that anonymous fear thing, sitting in traffic, thinking, 'I'm sure I'm supposed to be doing something else'... it's similar to OK Computer in a way. It's much more terrifying. But OK Computer was terrifying too - some of the lyrics were."
Radiohead-ის მუსიკა ჩემში ყოველთვის ღრმა შთაბეჭდილებებს იწვევს. რამდენჯერაც არ უნდა მოვუსინო KID A-ს და Amnesiac-ს, იმდენჯერ რაღაც ახალს უნდა წავაწყდე. მათში ზუსტად ის მომწონს რომ რთული აღსაქმელია და სწორედ ეს სირთულე მიზიდავს... არ ვეთანხმები არავის, ვინც ამბობს რომ Radiohead ბრიტპოპის, ალტრნეტივას, გრანჟის ან ინდის მიმართულებას მიეკუთვნება. არც ერთი არაა სწორი - მათი ყოველი ალბომი სხვადასხვა მიმართულებისაა - Pablo Honey და My Iron Lung პოპ-როკის, The Bends ბრიტპოპის, OK Computer ალტერნატივის, KID A და Amnesiac ფსიქოდელიურ როკის, Hail to teh Thief ელექტრონული როკისა და ფსიქოდელიის ნაზავი...
ასეა - ყოველივე ეს და მრავალი სხვაც.
ეს Radiohead-ია.
P.S. როგორც ყოველთვის ჩემი პირველი პოსტი Radiohead-ის თემაში