ესე არაკი ნორმანულსა სოფელსა ნორდჰოლმსა შინა მომხდარი ქრისტეს აქეთ 2007-სა წელსა. მოვიდნენ ვითარცა მგელნი ველურნი, სისხლსა დაწყურებულნი ავაზაკნი შავი ჯვრებითა (ჰოსპიტელიერნი, წმინდა მიწათგან გამოყრილნი გერმანელი ჯუაროსანნი, უგუნურებათა გამოისობით ურჯულო სალაჰ ად დინის მიერ სირცხვილნაჭამნი, ღვთისა სახელის შეუფერებელნი). მოვიდნენ და დასთესეს ომი და ცეცხლი, სისხლთა მდინარენი დააგუბეს, ცეცხლს მისცეს პატიოსანნი ქალნი ვიკინგთა მოდგმისა, ურჯულო ჰერეტიკოსთა დევნის სახელით ცოდვანი მრავალნი ჩაიდინეს საზარელნი. მაგრამ ვერ იმარჯვებს ბოროტი რადგან მუდამ ძალა სიმართლისა აღმართულა ტანჯულთა დასაცავად.
ჰოი მხედარნო ვიკინგნო, სად ხართ მედგარნო მეომარნო ვალჰალისა, გადათელეს მომხდურებმა წმინდა მიწა ნორგეისი!
...და შეისმინეს ოდინის შვილებმა ვედრება ყინულოვან ფიორდთა ხალხისა, და მოვიდნენ ასგარდიდან წინაპართა ნაჭედი ხმლებითა და ნაჯახებით, შესამუსვრად მტერისა მზაკვარისა. ბევრი სისხლი დაიღვარა ავაზაკთა და განიწმინდა სკანდური მიწა. ლაშქარს მოუძღოდნენ დიადი შაგრატ ძე ოდინისა, ძმანი მისნი - სილენოზ ცეცხლი ტორისა, ჰელჰამერ დამმარცხებელი ანდვარისა, გალდერ ძმადნაფიცი ბალდრისა, და მოჰყვებოდა მათ დიდებული სიმღერით სკალდთა შორის განთქმული, უმამაცესი ვორტექსი ბერსერკი-ვალკირიათა რჩეული ჭაბუკი!
ფაქტიურად კლიპში დოკუმენტური სიზუსტითაა ასახული ზემოაღნიშნული მოვლენები
მაგრამ რატო გავს ეს კლიპი გაჭრილი ვაშლივით Progenies of The Great Apocalypse ვერ გავიგე