01. Xibir (2:50) - ინტროა რა...
02. Born Treacherous (5:02) - კლასიკური დიმუ საფირმო "დუხით". უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ უფრო in sorte diabolis გიტარული რიფების სტრუქტურით და ორკესტრის არანჟირებითაც. უმაღლეს დონეზეა ეს კომპონენტი მაგრამ საერთო
შეფასების მიხედვით ახალი დიმუს სიმღერაა. ანუ Death Cult Armageddon-ის ერის მერე ეპოქის ტიპის სიმღერაა.
03. Gateways (5:10) - ესეც კლასიკური დიმუა. არის განსვავება უბრალოდ სიტყვა კლასიკურს რო ვხმარობ. კლასიკურია დიმუა დუხით. ამ კლასიკურობას ისიც ემატება რო სიმღერაში არის heavy metal თემა საკმაოდ კოხტად მორგებული სიმღერის ბოლოს. კლასიკურია დიმუა მაგრამ სრულიად განსხვავებული არანჟირების ელემენტებია გამოყენებული.
დიალოგი ქალ ვოკალსა და ძირითად ვოკალს შორის. ბოლო ნაწილი ძალიან მაგარი მოსასმენია მაგრამ ამავე დროს კლასიკური კომეციული ფიშკაა. თუმცა ძალიან გემოვნებით და ვშიკით გაკეთებული.
04. Chess With The Abyss (4:08) - ერთერთი ყველაზე ძლიერი სიმღერა ალბომში. აქაც კლასიკური დიმუს დუხია. ესეც ახალი დიმუს ეპოქის სიმღერას მიკუთვნება მაგრამ ისეთი ელემენტებია მასში რომელიც მაგალითად იგივე წინა ალბომში არ იყო
ბლომად აქ კიდევ არის. ეს არის იგივე heavy metal ელემენტები. solo მაგალითად პირველ ნაწილში ძალიან მაგარია.
გამახსენა godless savage garden-ის დრო. სხვათაშორის gateways-ის heavy metal მომენტიც godless-თან ასოცირდა უცბათ.
ამ სიმღერას რო უსმენ უკვე გხვდება ყურს ცოტა ახალი არანჟირების ელემენტი რაც არის გუნდი. ანუ იგივე "ხორი".
როგორც ძირითადი ვოკალის ასევე ორკესტრის ეფექტთან შეზავებულის. ბექინგ ვოკალის ორკესტრში ინტეგრირება.
საკმაოდ კარგი ელემენტია მაგრამ პირდაპირ რო ვთქვათ არა მეტაისტურია და ბრუტალურობას აკნინებს ცოტა არ იყოს.
ე.წ. "მოშნოსწ" ემატება მუსიკას, უფრო მასიური და ფართო ხდება ორკესტრის ფონზე მაგრამ მეტალისტურ და მეტალ, ბრუტალურობას კარგავს. გასაგებია ეს კომეციალიზაციის შედეგი ადრე თუ გვიან იქნებოდა და როგორც ჩანს ამაში გამოჩნდა. კარგია. მაგრამ როგორც ვთქვი ექსტრემალურობას ცოტა ასუსტებს. მე მგონი გათვლილია უფრო ისეთ რამეზე
რო გააკვირვოს და მაქსიმალური შთაბეჭდილება დატოვოს თავისი მასშტაბური ჟღერადობით. კარგია რო ამ მიმართულებით წავიდა დიმუს კომერციალიზაცია და არ მივიღეთ ახალი the kovenant-ი.
05. Dimmu Borgir (5:35) - აი ეს სიმღერა ისევე როგორც სიმღერისთვის ასეთი სახელის დარქმევა არის კომერციალიზციის პირდაპირი მანიშნებელი და ინდიკატორი. ასეთ რამეს არ აკეთებს თითქმის არცერთი თავმოყვარე მეტალ ჯგუფი. ჩამომითვალეთ რამდენ მეტალ ჯგუფს აქვს სიმღერა ჯგუფის სახელით, თითქმის არცერთს და მითუმეტეს არცერთ დიდ ჯგუფს. კარგი, დავანებოთ თავი იმას რო ეს უბრალოდ ტეხავს და შევეგუოთ იმასაც რო დიმუ იმდენად დიდი ჯგუფი გახდა რო კიდიათ და ამ ნაბიჯს დგავენ. ეს მართლა დაიმსახურეს ბოლობოლო. მუსიკალურ მხარეს დავუბრუნდეთ...
ჰმ... რავი შეიძლება თავისუფლად აგერიოს რომელიმე heavy metal ჯგუფის კავერ ვერსიაში თან ისეთ კავერ ვერსიაში რა, აი
დიმუ რო დაამუშავებდა თავისეულად. metal heart-ზე და burn in hell-ზე heavy metal-ისტურია. მეტიც... ეს სიმღერა black metal-თან ახლოს არის მხოლოდ მუსიკოსების მუსიკალური ბაგაჟის გამო თორე სიმღერაში აააააარაფერი ბლეკ მეტალისური არ არის სახელის გარდა

. ვიკინგ მეტალია არანჟირების გამო. კლასიკური ვიკინგ მეტალი. ისიც ლაით ვიკინგ მეტალი. ერთი რამ არის ამ სიმღერაში რაც ძალიან ძალიან მომეწონა. რაც მართლაც რო დიმუს უდიდეს ტალანტზე და ნიჟზე მეტყველებს... ეს არის სოლო.

სილენოზის სოლო. სილენოზის არის ეს სოლო რადგან ზუსტად stormblast-ის და enthrone-ის სტილშია. თან... სოლო შედის დიმუს უკვე ტრეიდმარკად ქცეულ ელემენტების მერე. ჯერ ვისპერები მერე ძირითადი ვოკალის ვისპერი მაღალ ტონზე და მერე უკვე სოლო ორკესტრთან ერთად რომელიც პიკს აღწევს ზუსტად სოლოს დაწყებისას. 01:51
მაგარია...
06. Ritualist (5:13) - ეს სიმღერაც ნაწილობრივ ძველი სტილის არის დუხითაც და რიფების მიხედვითაც. თავიდან როგორც კლასიკური მელოდიკ ბლეკ მეტალ ბენდის სიმღერას გავს მაგრამ რათქმაუნდა არანჟირების გამო უკვე დიმუს ელემენტებით მდიდრდება. პრინციპში ყველაზე სუსტი სიმღერაა მაგრამ სნოული შოუს ვოკალით არის ამოწეული
07. The Demiurge Molecule (5:29) - ეს სიმღერა უფრო death cult-ის სტილშია მე რო მკითხო. სუსტია ესეც გიტარულად მაგრამ არანჟირების კიდევ ერთი შედევრია ნამდვილად. განსაკუთრებით ბოლოში კარგი დრამ პარტიაა. ისე დრამზე გამახსენდა.
არაფერ განსაკუთრებულს დრამი არ უკრავს 7 სიმღერის მანძილზე რო თქვა რო აიიიი.... არის, იყო მანამდე რამოდენიმე მომენტი მაგრამ ისეთი არაფერი. ძირითადად ისიც დრამის არანჟირების ელემენტები და არამც და არამც რამე სერიოზული პარტია.
08. A Jewel Traced Through Coal (5:16) - ო... აი ეს სიმღერაც კიდევ ერთი მანიშნებელია კომერციალიზაციის. თავიდან რო მოვუსმინე ბოლომდე... უფრო სწორად სანამ ბოლომდე გავიდოდი რამოდენიმეჯერ ვთქვი რო სუფთა ბეჰემოტია. ბოლომდე რო გავედი და გავიხსენე როგორი იყო სიმღერა ნამდვილად ბეჰემოტია. კლასიკური ბეჰემოტის ხოდები და ელემენტები. რიფების სტილიც კი. ყველაზე ექსტრემალური და ბრუტალური სიმღერაა და არანაირი კავშირი არ აქვს დიმუს ექსტრემალურ და ბრუტალურ სიმღერებლად რომლებიც საკმაოდ ბევრი აქვს დიმუს ისედაც. კომპაქტური, ბოროტი და ნამდვილად არაფერი რო არ დაეწუნება მაგრამ აი ეს სიმღერა ჩემი აზრით არის ბეჰემოტის სტილის სრული გადაღება.
შესავალიც კი გავს, ორკესტრი სიმღერის მანძილზე მაინც დიმუ ბორგირდებმა მარგამ სტრუქტურა მართლაც რო ბეჰემოტისაა გიტარებზე.
09. Renewal (4:11) - ერთერთი ყველაზე გიტარული და მოpuritanic-ო სიმღერაა. მაგრამ მაინც დიმუ ბორგირული გიტარული სვლები განგრძობითი ხერხვებით თავისას შვება და მაგარად ისმინება.
10. Endings And Continuations (5:58) - arcane lifeforce mysteria სიმღერაა მაგრამ სნოუი შოუს ვოკალმა პირველ კვადრატში ახალი ბორკნაგარი გამახსენა რაღაც მომენტებში... "evolving" რო მღერის. გაწელილია აშკარად და სპეციალურადაც რომ დაემთავრებინათ იმ სიმტყვებით რითაც მთავრდება. შეიძლება სპეციალურად ამიტომ დაიწერა ეს სიმღერაც მაგრამ რავი. ცოტა უფერული მგონია და ამ სიმღერას მე არამგონია ჩავუჯდე ისეთივე მოლოდინით და ადრენალინით ბოლომდე როგორც ბოლო 3 ალბომს ბოლო სიმღერამდე ვუსმენ ხოლმე.
11. Gateways (Orchestral) (05:43)
12. Perfect Strangers (Deep Purple cover) (Bonus) (05:01) - მოკლედ რომ ვთქვათ SOLD OUT