
როჯერ უოტერსის საიდუმლო დღიური
პირველი კვირა
ორშაბათი - ავდექი, დავიბანე.წყალი შავი მეჩვენა - მერე გამახსენდა, რომ ჩემი საავიაციო სათვალეები მეკეთა.რადიოს მოვუსმინე და თავი უცხოდ მეჩვენა.კიდევ ერთი კონცეფტუალური ალბომი დავწერე, ვიდეო-რეკორდერებზე და გამახსენდა, რომ ტელევიზიასა და რადიოზე უკვე ვწერდი.ლანჩის შემდეგ ფოსტალიონი მოვიდა.დედა თავის წერილში მახსენებს, რომ მომავალ კვირაში ბიძია ბობის დაბადების დღეა.ოჰ, ეს დედაჩემი!ნუთუ არ მეღირსება თავისუფლება?მუშტებს ვურტყამდი კედელს 20 წუთის განმავლობაში.ჩაი მომინდა, რძე კი გამოილია.აშკარად დეივის ნამოქმედარია...
სამშაბათი - ავდექი.ერთი საათი ვიფიქრე ომსა და მმართველ ძალებზე.ოდნავ დეპრესიულად ვიგრძენი თავი და ჩავიცვი შავი ჯინსები, შავი ჟაკეტი, შავი მაისური და ავიატორები.უკეთესად ვიგრძენი თავი.რძეზე გავედი.უკვე კარებში ვიდექი, როდესაც გამახსენდა, რომ ჟაკეტის ბოლოები არ მაქვს აკეცილი.
ოთხშაბათი - ავდექი, გამახსენდა, რომ მამა აღარ მყავს და არავის ესმის ჩემი, როგორც მუსიკის გენიოსის.ამიტომაც, გაღიზიანებულმა, ახალი კონსერვატორია დავწვი.
ხუთშაბათი - ავდექი, ავტომოპასუხეზე დეივის გზავნილია - იქნებ, შემოგვიერთდეო.ერიკ კლეპტონს დავურეკე და ვთხოვე, დეივის ცოლისთვის ყვავილები გაეგზავნა, თანაც მადლობით ერთად გატარებული ღამისათვის.ეს ბოლოს მოუღებს!ისე კარგად ვიგრძენი თავი, რომ ახალი ალბომი მოვიფიქრე - ღობე.ამას თეთრ სახლში დავდგამდი, ანდა მთვარეზე.იქნებ მე თავად მეთამაშა, მაგრამ დედა და ბიძია ბობი?შინედი?ვენი?მადონა?ბობ გელდოფს დავურეკე და ვთხოვე, მან კი მიპასუხა ''შემეშვიო"".ცუდად ვიგრძენი თავი, კინაღამ ახალი ალბომი დავწერე, მაგრამ ვაპატიე ბობს, ვესტუმრე და რამდენიმე საათი ერთად ვურტყამდით მუშტებს კედელს.
პარასკევი - ავდექი, მაგრამ ისევ დავწექი - სულ მაწუხებს ის, რომ არავინ ხვდება, რომ ჩვენი ცხოვრება ტელევიზიის ირგვლივ ტრიალებს.ალბათ, ესეც ღმერთის ნებაა, რომ მხოლოდ მე ვხედავ ამას.ღამით დედამ დარეკა, რათა გაეგო, კარგად ვარ თუ არა.დღეს ქათმის სუპი მოიტანა.მე არ ვჭამე, ეჭვი მქონდა, რომ რაღაც წამლები ჩამიყარა...ისე, ჩემი ჟაკეტები წამოიღო ქიმწმენდიდან.ნეტავ როდის მოეშვება ჩემი ცხოვრების კონტროლს?
შაბათი - შინედს დავურეკე.ალბათ, ბინას ალაგებდა.ვენმა დარეკა, მაგრამ ძნელია ვთქვათ, აინტერესებდა თუ არა რამე, ყურმილში რაღაც ხმაური ისმოდა - ბოთლების მსხვრევის.მადონამ არც კი დამირეკა.ალბათ, დევიდ გილმორის ნამოქმედარია.
კვირა - პროექტი შეჩერებულია.ფოსტალიონმა მომიტანა ჩემი წილი პინკ ფლოიდის ბოლო ტურიდან.მგონია, ერთი გირვანქა მოაკლეს.დედამ მომწერა, რომ ბიძია ბობს გუშინ ავტობუსი დაეჯახა და მოკლა.აი გრანდიოზული ალბომის იდეაც - საზოგადო ტრანსპორტი დიდ ქალაქში.დროზე დავამთავრე მისი წერა, მერე კი ''ემთივის'' ვუყურებდი.დევიდი ცეკვავდა მადონასთან ერთად!!!დედაჩემი იქნება ამაში ჩარეული.
Actions speak louder than words, so believe what you see and forget what you`ve heard...
be happy for this moment... this moment is your life ;)