ამ დღეებში TD-ს ერთ-ერთი ცენტრალური წევრის,
Christopher Franke-ს სოლო ალბომებს გადავხედე. რა გითხრათ, უმეტესობა უბრალოდ მეორე ხარისხოვანი საუნდტრეკებია (რაც ძალიან დასანანია, თუ მის ტალანტს გავითვალისწინებთ), მაგრამ მას აქვს რამდენიმე ძლიერი სოლო ნამუშევარი. ახლა გთავაზობთ მის საკონცერტო ალბომს, რომელიც პირადად ჩემთვის შედევრია. ანალოგია შეიძლება TD-ს ოთხმოციანების ლაივ-ალბომებთან გავავლოთ, რომელიც სტუდიურებზე ერთი თავით მაღლა იდგა. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ ცოცხლად უფრო მეტი სეკვენსერები იყო გამოყენებული (რაც Christopher Franke-ს ხელში სასიკვდილო იარაღია

) ნაწილობრივ კი ისიც, რომ ჯგუფი სხვადასხვა სტუდიური ალბომებიდან პატარ-პატარა თემებს ერთ დიდ ოპუსად აერთიანებდა ხოლმე, რაც ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. კრისტოფერის ამ ლაივშიც დაახლოებით იგივე მეთოდებია გამოყენებული. ალბომში არის ერთი ეპიკური, ორმოცწუთიანი ნაწარმოები. რომელშიც მრავალი მოკლე თემა ისე ლამაზად და ორგანულად არის გაერთიანებული, რომ გაგიკვირდება. ამას გარდა სამი მოკლე სიმღერაცაა - აქედან ერთ-ერთია TD-ს ტრეკი Dophin Dance, რომელიც სტუდიურს აშკარად სჯობს. საბოლოო ჯამში, ეს არამარტო Franke-ს საუკეთესო ალბომია, არამედ შეიძლება პოსტ-Tangram-ის Tangerine Dream-ისაც
Christopher Franke - The London Concert (1991)ტრეკლისტი:
1. Circular Signs Suite (Parts I-V) (39:02)
I. Empire Of Light
II. Purple Waves
III. Cloudburst Flight
IV. Black Garden View
V. Vermilion Sands
2. Mountain Heights (4:08)
3. Dolphin Dance (4:35)
4. Private Diaries (3:38)
შემადგენლობა:
Christopher Franke - სინთეზატორები, სეკვენსერი
Richard E. Roth - სინთეზატორები
ლინკი:
http://www.bin.ge/file/141982/Christopher-...--1992.rar.html
მიმაგრებული სურათი