ჯონმა გადაწყვიტა ბითლზი დატოვოს
12.00 სთ, 1969 წლის 12 სექტემბერი (44 წლის წინ)

ცოცხალი მუსიკის პრომოუტერმა ჯონ ბროუერმა ეპლში დარეკა და ჯონ ლენონს გაესაუბრა - ის ჯონს და იოკოს ტორონტოში, როკ-ენ-როლის აღორძინების ფესტივალზე ეპატიჟებოდა, რომელიც მომდევნო დღეს იწყებოდა.
ბროუერმა 8 პირველი კლასის ბილეთი შესთავაზა წყვილს და მათ მეგობრებს ჩასასვლელად. ფესტივალის ბილეთების გაყიდვის საქმე ნელა მიდიოდა და ბროუერიც ცნობად სტუმრებს აგროვებდა, გაყიდვების გასაუმჯობესებლად.
მისდა გასაკვირად, ლენონი დათანხმდა – საღამოზე გამოვიდოდა და დაუკრავდა. გაოცებულმა მაშინვე მიიღო ლენონის პირობები.
„პარასაკევს ღამით სატელეფონო საუბარი შედგა და გავიგეთ, რომ ტორონტოში როკ-ენ-როლის აღორძინების შოუ იმართებოდა 100,000 მაყურებლით, თუ როგორც იყო, და ჩაკი აპირებდა წასვლას და ჯერი ლი და ყველა დიდი როკერი, რომელიც იმ დროს ცოცხლები იყვნენ, და ბო დიდლი, და სავარაუდოდ „დორზი“ წარმოდგენის მწვერვალი იქნებოდა. ჩვენ უბრალოდ გვიწვევდნენ, როგორც მეფე-დედოფალს შოუზე დასასწრებად მხოლოდ, დასაკრავად არა – მაგრამ ამის მოსმენაც არ მინდოდა. ვუპასუხე: უბრალოდ დრო მომეცი ჯგუფს თავი მოვუყარო-მეთქი, და მომდევნო დილას გავემგზავრეთ.“
ჯონ ლენონი, 1969
ანთოლოგია
მას მერე, რაც ბითლზს 1966 წლის აგვისტოდან ცოცხლად აღარ შეუსრულებია და სცენაზე დაბრუნების ენთუზიაზმიც აღარ შეიმჩნეოდა, ლენონს ახალი ჯგუფის სწრაფად თამვოყრა მოუწია.
ერიკ კლეპტონს, კლაუს ვოორმანს, და ალან უაიტს დაუძახა. სამივე თანახმა იყო მეორე დღეს ტორნტოში გაფრენილიყო. თუმცა უნდა ითქვას, რომ კლეპტონი არ ყოფილა პირველივე არჩევანი გიტარაზე.
„როდესაც სექტემბერში პლასტიკ ონო ბენდი ტორონტოში გაემგზავრა, ჯონმა სინამდვილეში მე მთხოვა ჯგუფს შევერთებოდი, მაგრამ უარი ვთქვი. მაინცდამაინც არ მინდოდა ავანგარდულ ბენდში ყოფნა და ვხვდებოდი, რომ ეს ბენდი სწორედ ასეთი იქნებოდა.
თქვა, რომ კლაუს ვოორმანს აიყვანდა და დრამზე ალან უაიტს. ბითლზის ბოლო წლებში ჩვენ ყველანი სხვადასხვა ჩაწერებს ვპროდიუსერობდით და შესაბამისად, ბევრი მეგობარი გვყავდა სტუდიაში მოწვეული მუსიკოსებიდან: დრამერები, ბასისტები და სხვები. ამიტომაც, რთული არ იყო ბენდის უცბად თავმყორა. მკითხა თუ დავუკრავდი გიტარაზე, და მერე კლეპტონს დაუძახა – თვითმფრინავშივე გაიარეს რეპეტიცია.“
ჯორჯ ჰარისონი
ანთოლოგია
ბროუერმა ვიზების და სხვა ქაღალდების საკითხი მოაგვარა, მალ ევანსმა კი, მითითებისამებრ, ინსტრუმენტები შეაგროვა ახალი ჯგუფისთვის.
„ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი. მაშინ ბენდი არ გვქონდა – ჯგუფიც კი არ გვქონდა, რომელსაც ნახევარ წუთზე მეტი ექნებოდა ერთად დაკრული. ერიკს დავუძახე და კლაუსს, მერე ალან უაიტს და თქვეს: 'კარგი.' დიდი სჯა-ბაასი არ ყოფილა – ეს არ იყო იმგვარი დადგმის ტიპის შოუ, რომელსაც ბითლზთან ერთად ვაკეთებდი - ერთი და იმავე ნომერს რამდენჯერმე – I Want To Hold Your Head – და შოუ 20 წუთი რომ გრძელდება, არავინ გისმენს, უბრალოდ კივიან, გამაძლიერებლები ბოლო ხმაზე – ეს, სანახოებრივი წარმოდგენა უფრო იყო, ვიდრე როკ-ენ-როლი.“
ჯონ ლენონი, 1969
ანთოლოგია
საღამო, მარტო პლასტიკ ონო ბენდის დებიუტი არ ყოფილა; ეს ასევე ის მომენტია, როდესაც ლენონმა ბითლზის დატოვება გადაწყვიტა.
„ჩვენ ეპლში ვიყავით და ტორონტოში წასვლამდე ვიცოდი, ალენს [კლაინი] ვუთხარი, რომ ვტოვებდი. კლეპტონს და კლაუს ვუთხარი, რომ ვტოვებდი ჯგუფს და შესაძლოა ისინი გამომეყენებინა ახალ ჯგუფში. არ მქონდა გადაწყვეტილი როგორ გამეკეთებინა ეს, მუდმივი ჯგუფი მყოლოდა, თუ როგორ? მოგვიანებით გავიფიქრე: 'ჯანდაბას, არ ვაპირებ სხვა ტიპებთანაც ჩარჩენას, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი.' ასე, ტორონტოში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, გამოვუცხადე ჩემს თავს და ჩემს გარშემო, რომ ვტოვებდი. თვითმფრინავში ალენი ჩემთან ერთად იყო და ვუთხარი: მორჩა-მეთქი.“
ჯონ ლენონი, 1970
ლენონის მოგონებები, იან ეს ვენერი
-------------------------
ფოტოზე (მარცხნიდან მარჯვნივ):
კლაუს ვოორმანი, ალან უაიტი, იოკო ონო, ჯონ ლენონი და ერიკ კლეპტონი