მთელი დისკოგრაფია გადაღეჭილი მაქვს და ამ ფოლდერში რომლებიც მოხვდნენ ბევრი მოსმენა და უმკაცრესი კრიტიკული განსჯა აქვთ გამოვლილი ჩემგან.
მართლა რჩეულებია თითოეული ჩემთვის, რომლებმაც დაიმსახურეს სამუდამო ადგილის დამკვიდრება
თუ რომელიმე არის, რომელიც აქ არ არის და აუცილებლად(!) იმსახურებს გადახედვას მივიღებ მასაც ხელახლა. შეიძლება გამომრჩა რამე ან სათანადო განწყობით/ყურით ვერ მოვუსმინე იმ მომენტში.
why are we here!!! თითქოს ხო უბრალოა და 30 წამიან სოლოზე სახე მეხევა.
The Abyss Of Your Eyes - გიტარის რიფი კლავიშის რიფთან შეწყობილი
და რომელი ერთი ვთქვა კიდევ,
ტექსტები. ყველაზე ტრაგიკული და უიმედო და ამასთანავე ყველაზე იმედიანი და ოპტიმისტური. ძალიან დიდი კონტრასტია , ძალიან
Forget the future don't live the past
Live for today because life goes too fast
ძალიან ბევრ ჯგუფს ვუსმენ, რამდენიმე ათეულს ალბათ.
საყვარელი 10 ჯგუფის არჩევა რომ მომიწიოს სტრატო აუცილებლად მოხვდება მათში